აქტუალური თემის ანალიზი 31-2023
ჩამოვარდნილი ვერტმფრენები, ბაფელ თალაბანი და PKK/YPG

აქტუალური თემის ანალიზი 31-2023
აქტუალური თემის ანალიზი 31-2022-2023
პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი
ჩამოვარდნილი ვერტმფრენები, ბაფელ თალაბანი და PKK/YPG
15 მარტს ერაყის ჩრდილოეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნამ და მასში მყოფებზე გაჩენილმა ეჭვებმა საზოგადოებაში დიდი ცნობისმოყვარეობა გამოიწვია. ავიაკატასტროფიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ისმებოდა კითხვები იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა ვერტმფრენში. ერაყის ქურთულმა რეგიონულმა მმართველობამ განაცხადა, რომ ნამსხვრევებში მყოფი ცხედრები ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ის წევრებს ეკუთვნოდათ. მოგვიანებით, როცა PKK-ს სირიულმა განშტოებამ, სირიის დემოკრატიულმა ძალებმა (SDG) გამოაცხადა, რომ ჩამოვარდა მათი კუთვნილი 2 შვეულმფრენი, ყურადღება მიიპყრო ქურთისტანის პატრიოტულმა კავშირმა (KYB) და ბაფელ თალაბანმა. - ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს.
15 მარტს ორი ვერტმფრენი ერთმანეთის მიყოლებით ჩამოვარდა ერაყის ჩრდილოეთით, დუჰოკის ჩემანკეს რაიონში. ინციდენტის შემდეგ ბევრი სპეკულაცია ვრცელდებოდა და SDG იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ვერტმფრენები მათ ეკუთვნოდათ და მასში მყოფები იყვნენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ძალების (YAT) წევრები, რომლებიც სირიიდან სულეიმანიეში სასწავლო მიზნით მიფრინავდნენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 9 ტერორისტი, მათ შორის YAT-ის გენერალური მეთაური შერვან ქობანი, რომელიც ასევე მაზლუმ აბდის ახლო ნათესავია. დაეშის საწინააღმდეგო საერთაშორისო კოალიციის გაერთიანებულმა სპეცოპერაციების ჯგუფმა ასევე გააზიარა მაზლუმ აბდის „ტვიტი“ და სამძიმარი გამოუცხადა SDG-ს. KDP-ელი ერაყის ქურთული რეგიონული მმართველობის პრემიერ-მინისტრმა, მესრურ ბარზანიმ კი მკაცრი განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ PKK/YPG-მ შესაბამისი შვეულმფრენები რეგიონში მათი ნებართვის გარეშე ააფრინა და რომ შვეულმფრენები ორგანიზაციას ქურთისტანის პატრიოტულმა კავშირმა გადასცა, რითაც ყურადღება ქურთისტანის პატრიოტულ კავშირზე და ბაფელ თალაბანზე გადავიდა.
ცნობილია, რომ ვერტმფრენები, რომლებიც ცდილობდნენ დაბალ სიმაღლეზე ფრენას, რათა არ დაეფიქსირებინა რადარს სირია-ერაყი/სულეიმანიეს მარშრუტზე, იყო AS 350 მოდელის ზოგადი დანიშნულების შვეულმფრენები, რომლებიც წარმოებულია ფრანგული კომპანია Airbus Helicopters-ის მიერ. ეს ვერტმფრენები ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის ინვენტარში 2016 წელს შევიდა. გამოყენებული იქნა კომპანიის The 7 Group-ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ასევე არის აშშ-ს არმიის საავიაციო კონტრაქტორი ერაყში. ნათქვამია, რომ ამ კომპანიამ 2009 წელს გახსნა ორი მომარაგების, ლოგისტიკური, ტექნიკური და სასწავლო ცენტრი ერბილსა და სულეიმანიეში. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულმა კომპანიამ კანადიდან ჯალალ თალაბანის ძმისშვილის, ლაჰურ თალაბანის მიერ დაარსებული ანტიტერორისტული განყოფილების მიერ გამოსაყენებლად სამი AS 350 ტიპის ვერტმფრენი ჩაიტანა. მოგვიანებით, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ვერტმფრენები ბაფელ თალაბანის პერიოდში გადაეცა PKK-ს სირიულ განშტოება YPG-ს.
ბაფელის ლიდერობითქურთისტანის პატრიოტულ კავშირ (KYB) -PKK ურთიერთობა
ქურთისტანის პატრიოტული კავშირი, რომელიც დაარსდა ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთში ჯელალ თალაბანის ხელმძღვანელობით, თავისი ისტორიის მანძილზე მჭიდრო ურთიერთობას ამყარებდა PKK/YPG-სთან, რაზეც თურქეთი რეაქციას გამოხატავდა. ამ ურთიერთობის დასრულების მიზნით, თურქეთმა სერიოზული ზეწოლა მოახდინა ქურთისტანის პატრიოტულ კავშირზე. განსაკუთრებით დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ, სულეიმანიეს აეროპორტის მიმართ სანქციების დაწესებით, რამაც იგი დისფუნქციური გახადა და სხვადასხვა ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციებით თურქეთი შეეცადა ქპკ-ს PKK-სთან ურთიერთობის და მხარდაჭერის მოხსნას. როდესაც პოზიტიური ნაბიჯები გადადგა ქურთისტანის პატრიოტულმა კავშირმა, შესაბამისი სანქციებიც მოიხსნა. თუმცა, ქპკ-სა და PKK-ს შორის ურთიერთობა გაგრძელდა, მაგრამ დაბალი ინტენსივობით.
ქპკ-ში ძალაუფლებისთვის ბრძოლის შემდეგ აშშ-ს მხარდაჭერით, ბაფელ თალაბანმა ლაჰორ თალაბანი თამაშშგარე მდგომარეობაში დატოვა და ხელში ჩაიგდო მთელი ძალაუფლება, ხოლო ქპკ-ს პოლიტიკა კვლავ შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ირანის გავლენითაც KCK/კანდილთან უფრო მეტად იყო ურთიერთობა, ბაფელ თალაბანის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ აშშ-ს მფარველობით დაიწყო ძლიერი ურთიერთობების დამყარება PKK-ს სირიის განშტოება PYD/YPG-ს და ქპკ-ს შორის. მას შემდეგ რაც ბაფელ თალაბანმა გააძლიერა თავისი ძალაუფლება ქპკ-ში, მან დაიწყო YPG-ს მხარდაჭერის განცხადებების გაკეთება. მან ურთიერთობები, რომლებსაც ადრეულ წლებში ფარულად ახორციელებდა, ეტაპობრივად უფრო თვალსაჩინო გახადა. ის სირიის ჩრდილოეთში გაემგზავრა ამერიკული თვითმფრინავით და შეხვედრები გამართა YPG-ს მნიშვნელოვან ლიდერებთან მაზლუმ აბდის თაოსნობით.
ახლა, ვერტმფრენის კატასტროფების შემდეგ, გაირკვა, რომ ეს ურთიერთობა პოლიტიკურ მხარდაჭერაზე მეტად უფრო ოპერატიულია. იმის გათვალისწინებით, რომ ვერტმფრენების ფრენის მარშრუტზე აშშ-ის კონტროლი არსებობს, ცხადია, რომ შესაბამისი შვეულმფრენის ოპერაციები აშშ-ის მფარველობით განხორციელდა. როდესაც თურქეთის ხანგრძლივმა SİHA-ს ოპერაციებმა შეაჩერა PKK/YPG-ს მობილიზაცია ამ რეგიონებში, ჩანს, რომ როგორც ალტერნატივა, ორგანიზაციის ლიდერები დაბალ სიმაღლეზე მფრინავი ვერტმფრენებით გადაჰყავდათ, ისე რომ რადარს არ დაეფიქსირებინა. თუ გავითვალისწინებთ ყველა ამ მოვლენას და ურთიერთობების ქსელს, ვხედავთ, რომ აშშ იყენებს ქპკ-ს ბაფელ თალაბანის მეშვეობით, რათა მოახდინოს YPG-ის ლეგიტიმაცია ერაყსა და სირიაში და გახდეს მნიშვნელოვანი აქტორი. მეორეს მხრივ, ბაფელ თალაბანი კი ამ ახალი ურთიერთობით ცდილობს YPG გამოიყენოს KDP-ის წინააღმდეგ ერაყში შიდა ქურთების ბალანსში. ასევე შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს აშშ-სთვის PKK-ს შიდა ბალანსებშიც KCK/კანდილზე მეტად YPG-ელი ლიდერების წინა პლანზე გამოსვლის კუთხით. ისევ ამ განტოლებაში, საგულისხმოა, რომ ბაფელ თალაბანმა, HDP-ს ნოვრუზის აღნიშვნისას ახსენა ოჯალანი და თქვა - „გაათავისუფლეთ ჩვენი ლიდერები“, ასევე საგულისხმოა HDP-ს აქტორების და PYD/YPG-ს მიერ ოჯალანის გათავისუფლების კონტექსტში სისტემატური მოწოდებების დაწყება. თურქეთში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, აშშ შესაძლოა ფიქრობს, რომ შეიძლება ქპკ-სთან გაძლიერებით PYD/YPG თურქეთს მიაღებინოს და ასევე შეუძლია ოჯალანი კვლავ მოთამაშედ აქციოს.
თუმცა, დიდი ალბათობით, ბაფელ თალაბანი ამ ბინძური თამაშის ქვეშ მოყვება, რომელიც მას აღემატება. თურქეთის მტრებთან მეგობრობა თურქეთის მტრობასაც ნიშნავს. ამით ყველაზე მეტად ქპკ და ბაფელ თალაბანი დაზარალდებიან.