კაპიტნის დღიური 05-2023

რიზე

1967524
კაპიტნის დღიური 05-2023

რიზე

კაპიტნის დღიური 05-2023

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

რიზე

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს იახტაზე! ერთი კვირა გავიდა ჩვენი ბოლო მოგზაურობიდან დღემდე. ამ ხნის განმავლობაში განვსაზღვრეთ ჩვენი ახალი მარშრუტი. კვლავ გავაგრძელებთ მოგზაურობას შავ ზღვაში. დღეს ცოტა ცივა. რას იტყვით ერთი ფინჯანი ჩაის დალევაზე, რომელიც გაგათბობთ იახტით გადაადგილებისას. მოგწონთ ნამდვილი ჩაი? ჩვენი მარშრუტია რიზე, რომელიც ფლობს ჩაის ბაღების 65%-ს აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონში...

ჩაი, წყლის შემდეგ მსოფლიოში ყველა ზე მოხმარებადი სითხეა და მისი ისტორია უძველესი დროიდან იწყება. რიზე ცნობილია როგორც ჩაის დედაქალაქი თურქეთში... რიზე არის ქალაქი, სადაც მუდმივი წვიმაა და აქვს ჩაის ბაღები ძალიან დიდ ტერიტორიაზე, რაც უფრო უახლოვდებით სანაპიროს. ჩაი მოჰყავთ ყველა იმ მწვანე ადგილას, რომლებსაც ფერდობებზე ნახავთ.

ქალაქ რიზეს ერთი მხარე მწვანეა, მეორე კი ლურჯი. ქალაქი თავისი მთებითა და პლატოებით, ისევე როგორც სანაპიროებით, შეიცავს სხვადასხვა გეოგრაფიულ წარმონაქმნებს. რიზეს აღწერა ლურჯიდან, ანუ ზღვიდან, მდინარიდან თუ ტბებიდან უნდა დავიწყოთ, თუ მისი ტყეებიდან და პლატოებიდან? იქნებ საინტერესო კერძებზე, გულწრფელ, მაგრამ გარკვეულწილად ჯიუტ ადამიანებზე დავიწყოთ საუბარი. რიზეში ძალიან ბევრი რამ არის სათქმელი და სანახავი! მოდით დავიწყოთ ყოველგვარი დროის დაკარგვის გარეშე.

მილეტელი მამაცი მეზღვაურები, რომლებმაც ხმელთაშუა ზღვაში კოლონიები დააარსეს, ცოტა ხნის შემდეგ შავ ზღვას მიაშურეს. ისინი ეძებენ ახალ ადგილებს ვაჭრობისთვის. მიუხედავად შავი ზღვის მღელვარებისა, ისინი აღფრთოვანებულნი არიან მისი ბუნებით და ნაყოფიერი მიწებით, რის გამოც იწყებენ კოლონიების შექმნას ამ რეგიონში. რიზეც ასე ხდება ერთ-ერთი კოლონია, რომელიც მათ დააარსეს ვაჭრობისთვის. ამის შემდეგ რიზეში ცხოვრობს სხვადასხვა ცივილიზაცია, მათ შორის სპარსელები, რომის იმპერია, ბიზანტია და ოსმალეთი.

დავიწყოთ ჩვენი მოგზაურობა ჩამლიჰემშინში მდებარე ზილკალედან, რომელიც აღმართულია ფირთინას ველის ფერდობებზე. ციცაბო კლდეზე აგებული ზილკალე რიზეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია. დაუდგენელია თუ როდის აშენდა ციხე, მაგრამ ცნობილია, რომ ის შუა საუკუნეებში ქარავნების გზაზე იყო და ისტორიული აბრეშუმის გზაზე მდებარეობდა. ზილკალე არის ციხე, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას აბრეშუმის გზაზე, რომელიც აერთიანებს ევროპას აღმოსავლურ კულტურასთან. ციხე, რომელიც დღემდეა შემორჩენილი, თურქეთის ულამაზეს ციხე-სიმაგრეებს შორის პირველ ადგილზეა. ზილკალე, რომლის უკან კაჩკარის მთებია აღმართული, კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება ამ ხედით.

კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ნაგებობა რიზეში არის ქალწულის ციხე. ეს ციხე აშენდა ნახევარკუნძულზე, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი კავშირი მიწასთან დაიკარგა. დღეს ის მდებარეობს პატარა კუნძულზე. შემორჩენილია მხოლოდ ქალწულის ციხის საგუშაგო კოშკი.

რიზე არის ადგილი, სადაც ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ ერთ სივრცეში. მისი ხეობები ციცაბო ფერდობებით, მთები ღრუბლებში, პლატოები ათობით ელფერით მწვანე, მყინვარული ტბები, თავბრუდამხვევი სისწრაფით მომდინარე მდინარეები და, რა თქმა უნდა, ჩაის მინდვრები... ალბათ დამეთანხმებით, რომ რიზეში სანახავი მართლაც ბევრია, არა?

დღევანდელი პროგრამის დასასრულს ვუახლოვდებით, მაგრამ მოდით, არ დავასრულოთ ჩვენი მოგზაურობა დღეს ისე, რომ არ ვისაუბროთ ადრეული მოსავლის ჩაის შესახებ, რომელიც ცნობილია „მაისის ჩაი“-ს სახელით. მსოფლიოში ჩაის მწარმოებელ ქვეყნებს შორის, მხოლოდ თურქეთში თოვს ჩაიზე. ეს თოვლი ჩაის ახალ ფოთლებს აჩენს. ამ ჩაის, რომელსაც თოვლის წყალობით სულ სხვა გემო აქვს, „მაისის ჩაი“ ჰქვია. ამ ჩაის შიდა ბაზრობაზე ნახვის შანსი არ გაქვთ, რადგან ის ექსპორტზე გადის უცხოური ბაზრების მოთხოვნილების გამო.


საკვანძო სიტყვები: #რიზე , #კაპიტნის დღიური

მსგავსი ინფორმაციები