გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 30-2023

კაისერის ბასტურმა

1966772
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 30-2023

კაისერის ბასტურმა

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 30-2023        

ილქერ თაშქინ

კაისერის ბასტურმა

ბასტურმა, რომელიც იდენტიფიცირებულია თურქეთის ცენტრალური ანატოლიის რეგიონის ერთ-ერთ ისტორიულ ქალაქ კაისერთან, 2000 წელს, კაისერის სავაჭრო პალატის განცხადების საფუძველზე, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. მომთაბარე საზოგადოებებში ხორცის გაშრობის მეთოდით, დიდი ხნის განმავლობაში შენახვის, იდეიდან დაწყებული, კაისერის ბასტურმა დღემდე შემორჩა, რომელიც მზადდება სპეციალური ნაზავით სახელწოდებით „ჩემენი“. ბასტურმა მზადდება, 2-5 წლამდე ასაკის მამრობითი რქოსანი პირუტყვის ზურგის, ბარძაყისა და ფეხების ხორცის დამარილებით, გარეცხვით, დაწნევით და გაშრობით. ნაზავი  პომიდვრის და წიწაკის პასტის, ნიორის, ხორბლის ფქვილის, წყალის და სხვადასხვა სანელებლებისგან შედგება. კაისერის ბასტურმის წარმოებაში, რომელიც მზადდება ბრტყელ ფორმაში, ჯერ ხორცის შიგნიდან და გარედან დამარილება ხდება, რომელსაც 4 დღე ინახავენ. შემდეგ კი წყალში ტოვებენ და რეცხავენ ისე, რომ მარილი აღარ დარჩეს და 7 დღე კიდებენ რკინის საშრობზე. ამის შემდეგ სპეციალური მანქანებით წნეხავენ და ბრტყელ ფორმას აძლევენ რათა შიგნით წყალი არ დარჩეს. ხორცის ნაჭრებს შემდეგ ტოვებენ გასაშრობად ღია ცის ქვეშ ან სპეციალურ ოთახებში. ბასტურმა ძალიან თხლად დაჭრილი ფორმით იყიდება. მის ფერი წითელ-ყავისფერია.



მსგავსი ინფორმაციები