გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 29-2023
ეშმეს იორუქის კილიმი

ეშმეს იორუქის კილიმი
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 29-2023
ილქერ თაშქინ
ეშმეს იორუქის კილიმი
თურქეთის ეგეოსის რეგიონში მდებარე ქალაქ უშაკის ეშმეს რაიონის სახელით ცნობილი, „ეშმეს იორუქის კილიმი“, რაიონის მუნიციპალიტეტის განაცხადის საფუძველზე 1996 წელს, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ეშმეს იორუქის კილიმი, რომელიც შეიცავს თურქების მომთაბარე კულტურის ყველა მახასიათებელს, ასევე ყურადღებას იქცევს ფესვის საღებავის გამოყენებით და ხელით დამზადებას. კილიმის ფარდაგებს, რომელთა ფერს, მოტივებსა და კომპოზიციას აქვს რეგიონის ამსახველი მოტივები, ქალები ქსოვის დროს თავდაყირა ძაფებზე, რომელსაც „ისტარს“ უწოდებენ, იყენებენ. კილიმები, რომლებიც რეგიონში სხვადასხვა სახელებით არის ცნობილი, გამოიყენება ლოცვის ხალიჩებად ან კედლის პანელად. კილიმის ოსტატები ასევე აწარმოებენ ხელით ნაქსოვ პროდუქტებს, როგორიცაა ჩანთები, ბალიშები და სხვადასხვა გადასაფარებლები. ტრადიციული თურქული მოტივებით გამორჩეული კილიმები, მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. ყველაზე მეტად მოთხოვნად ფერებად კი მწვანე, ყვითელი, წითელი და მუქი ყავისფერი გვხვდება.