გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 27-2023

ერზრუმის კადაიფის ტოლმა

1956660
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 27-2023

ერზრუმის კადაიფის ტოლმა

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 27-2023        

ილქერ თაშქინ

თურქეთის აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონის ისტორიული ქალაქის სახელით ცნობილი, „ერზრუმის კადაიფის ტოლმა“, 2010 წელს ერზრუმის სასაქონლო ბირჟის განცხადებით, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ერზრუმის კადაიფის ტოლმა არის დესერტის სახეობა, რომელიც მზადდება დაქუცმაცებული ნიგვზის, წვრილ მავთულისებრ კადაიფში ჩაყრით, შიგთავსის სახით შეფუთვით, შემდეგ კვერცხში ჩაყრით, ცხელ ზეთში შეწვით და შარბათის მოსხმით.  ერზრუმის კადაიფის ტოლმის გემო გამოირჩევა მასში გამოყენებული ხარისხიანი პროდუქტებით. ტკბილის დასამზადებლად გამოყენებული, კადაიფის მავთულები არ უნდა იყოს არც ძალიან თხელი და არც ძალიან სქელი. დესერტის მომზადებისას 20-25 გრამ მავთულის კადაიფს ყრიან სუფთა მაგიდაზე, მასში უმატებენ დაახლოებით 10 გრამ დაქუცმაცებულ ნიგოზს და ზედმეტად გაწურვის გარეშე ახვევენ თხლად. შემდეგ ათქვეფილ კვერცხში ჩაყრილ კადაიფს ორჯერ ატრიალებენ თავის გარშემო. ამის შემდეგ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ცხელ ზეთში შემწვარ კადაიფს ყრიან წინასწარ მომზადებულ ცივ შარბათში. კადაიფი სიროფში მანამ დარჩება, სანამ ბოლომდე არ შეიწოვს მას. ბოლოს როცა კადაიფი იჭრება, ზედაპირზე უნდა ჩანდეს კადაიფის მავთულის სტრუქტურა, შიგნით უნდა იყოს მოხარშული, ანუ არ უნდა იყოს ცომი.



მსგავსი ინფორმაციები