აქტუალური თემის ანალიზი 23-2022

თურქეთის თავდაცვითი მრეწველობა

1941706
აქტუალური თემის ანალიზი 23-2022

თურქეთის თავდაცვითი მრეწველობა

აქტუალური თემის ანალიზი 23-2022

თურქეთის თავდაცვითი მრეწველობა

თურქეთის თავდაცვის ინდუსტრია აგრძელებს ვარსკვლავივით ბრწყინვას. სექტორმა, რომელმაც ბოლო წლებში სერიოზული ზრდა განიცადა, 2022 წელი პიკზე დაასრულა. თურქეთის თავდაცვის მრეწველობამ და საავიაციო სექტორმა 2022 წელს 4,3 მილიარდი დოლარის ექსპორტი განახორციელა. ამით, თურქეთის თავდაცვის მრეწველობისა და ავიაციის სექტორმა, რომელმაც 2021 წელს 3,2 მილიარდი დოლარის ექსპორტით იმ დრომდე საექსპორტო რეკორდი დაამყარა, ამ დარგში ახალი რეკორდი მოხსნა.

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს...

თურქეთის თავდაცვის მრეწველობა და საავიაციო სექტორი, რომელიც სტრატეგიულ სექტორად განიხილებოდა, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) მთავრობის პირველი ვადის დროს,  ეტაპობრივად აგრძელებს გაძლიერებას. სექტორმა მხოლოდ 2022 წელს მიაღწია 4,3 მილიარდი დოლარის საექსპორტო ზღვარს. 2021 წელს, კომპანია BAYKAR-ი გახდა სექტორის ექსპორტის ლიდერი. კომპანიამ, რომელიც ცნობილია Bayraktar TB2-ების წარმოებით, 2022 წელს 1,18 მილიარდი დოლარის ექსპორტი განახორციელა. კომპანიის საერთო ღირებულებამ 50 მილიარდ დოლარს მიაღწია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის სექტორში, მრავალმა სხვა კომპანიამაც მიაღწია გლობალურ წარმატებას. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საექსპორტო ქსელის გაფართოების გარდა, ბევრი თურქული კომპანია შედის მსოფლიოს 100 საუკეთესო კომპანიას შორის. თავდაცვის მრეწველობის სფეროში მაღალი ხარისხის გლობალური კონკურენციის სიაში 7 თურქული კომპანია შევიდა. მათ შორის არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა Aselsan-ი და TAİ, რომლებიც უზარმაზარ წარმატებას აღწევენ.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი დამოუკიდებლად ახორციელებს საგარეო პოლიტიკას, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ის, სამწუხაროდ, დაექვემდებარა ძალიან სერიოზულ სანქციებს მისი დასავლელი მოკავშირეების მხრიდან. კერძოდ, იარაღზე დაწესებული ემბარგო მიზნად ისახავდა თურქეთის არმიის შეკავებას. თუმცა, ამ სანქციებმა და ემბარგოებმა გაზარდა თურქეთის მონდომება და ირიბად შეუწყო ხელი თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებას. დღეს, თურქეთის არმიის მოთხოვნილებების 80 პროცენტი ეროვნული წარმოების იარაღებით არის დაკომპლექტებული. სექტორი მივიდა იმ დონეზე, რომ მას შეუძლია მილიარდობით დოლარის ექსპორტიც კი განახორციელოს. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რაც თურქეთს ამ სფეროში განასხვავებს, არის ის, რომ ის არის ქვეყანა, რომელიც აქტიურად არის ჩართული კონფლიქტებში და ახორციელებს ფართო საზღვრისპირა სამხედრო ოპერაციებს. ამრიგად, თურქეთს არა მხოლოდ ესმის მისი საჭიროებები ამ სფეროში, არამედ აქვს შანსი აქტიურად გამოსცადოს და განავითაროს მის მიერ წარმოებული იარაღის სისტემები, განსაკუთრებით შეიარაღებულ უპილოტო საფრენი აპარატების (SİHA) სფეროში. თურქეთის ამდაგვარმა დამოკიდებულებამ ბრძოლის ველზე, ომის მიმართულებაც კი შეცვალა. მაშინ, როცა SİHA-ზე დაფუძნებული ომის კონცეფციები განვითარდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ერაყი, სირია, ლიბია და აზერბაიჯანი, SİHA-ები გახდა ახალი ფენომენი მსოფლიოში იმ ეფექტით, რომელიც მათ შექმნეს ბრძოლის ველზე. დღეს 30-ზე მეტმა ქვეყანამ შეიძინა თურქული SİHA; ათობით მათგანი ცდილობს მის შეძენას. თურქული SİHA არის ერთ-ერთი იშვიათი სისტემა, რომელიც წარმატებულია როგორც ასიმეტრიული, ასევე ჩვეულებრივი სამიზნეების წინააღმდეგ.

თავდაცვითი მრეწველობა თურქეთს მომავალში მიიყვანს იმ დიდი სახელმწიფოების დონეზე, რომლებიც მსოფლიოში მრავალ საკითხს წყვეტენ. ამ თვალსაზრისით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოქმედი ხელისუფლება ამ ცნობიერებით აგრძელებს სექტორის მხარდაჭერას. თავდაცვის მრეწველობის მმართველობა მიზნად ისახავს 2053 წლისთვის თურქეთის თავდაცვის ინდუსტრია 100 პროცენტით დამოუკიდებელი გახადოს და ექსპორტის მოცულობა 50 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) მთავრობა 2003 წლიდან სერიოზულ მხარდაჭერას უწევს სექტორს, თურქეთის სამხედრო მრეწველობის სფეროში ყოვლისმომცველი ტრანსფორმაციის პროცესი განხორციელდა. 2016 წლის გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, თავდაცვის მრეწველობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, ამ სექტორის პირდაპირ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაქვემდებარებამ გამოიწვია. ასევე შეიძლება ითქვას, რომ თავდაცვის მრეწველობაში სამომავლოდ კიდევ უფრო სწრაფად იქნას გადადგმული სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯები.



მსგავსი ინფორმაციები