ანატოლიის კულტურული საგანძურები 10-2021

უძველესი ქალაქი აიზანოი

1633885
ანატოლიის კულტურული საგანძურები 10-2021

ანატოლიის კულტურული საგანძურები 10-2021

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

უძველესი ქალაქი აიზანოი

ანატოლია გახლავთ ადგილი სადაც აღმოჩენებში და ინოვაციებშიც წინამძღოლია. პირველი ფული იბეჭდება და ძალაში შედის ამ მიწებზე, პირველი ბანკი დაფუძნებულია ამ მიწებზე და ეს მიწები მასპინძლობს პირველ სავაჭრო ცენტრს. მსოფლიოში ვაჭრობას და ეკონომიკას საფუძვლები სწორედ რომ  ჩაეყარა ანატოლიაში და პირველად საფონდო ბირჟაც აქ დაარსდა. 

ზოგადად საფონდო ბირჟა განისაზღვრება, როგორც ბაზრის ადგილი, სადაც სავაჭრო ოპერაციები ხორციელდება სახელმწიფო კონტროლის ქვეშ. იგი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და გაძლიერების ერთ-ერთ მთავარ ელემენტად ითვლება. როდესაც ვაკვირდებით ბირჟის ისტორიას, ვხვდებით, რომ იგი მე-14 და მე-15 საუკუნეებით თარიღდება. დღეს, უძველესი ქალაქი აიზანოი, რომელიც დღევანდელ ქუთაჰიას ჩავდარისარის რაიონში მდებარეობდა ცნობილია, რომ მსოფლიოში პირველი საფონდო ბირჟა სწორედ აქ იყო.

აიზანოი ძველი დროიდან ფრიგიასთან დაკავშირებული ქალაქი იყო. ფრიგიელები ხეთების შემდეგ ანატოლიის უძველეს ხალხად ითვლებიან. ლეგენდებით ცნობილი მეფე მიდასი, რომელიც ყველაფერს რასაც თუ შეეხო, ოქროდ აქცია ან კიდე ვირის ყურები ჰქონდა, იგი გახლდათ ფრიგიელთა მეფე. ფრიგიელები საინტერესო ცივილიზაციაა, რომლებმაც ბევრ პირველობას მიაღწიეს. მაგალითად, მათ პირველებმა იპოვნეს „ფიბულა“, რომელსაც დღეს ჩვეულებრივ ვიყენებთ. ფრიგიელებმა პირველებმა მოიგონეს და გამოიყენეს ისეთი მუსიკალური ინსტრუმენტები, როგორიცაა ფლეიტა. ცნობილ გეოგრაფიის მცოდნის, სტრაბონის თანახმად, ფრიგიელები „დეფის“ და „ლირის“ გამომგონებლები იყვნენ. ცივილიზაცია, სადაც პირველად გვხვდება ზღაპრები, რომლებიც ცნობილია როგორც ცხოველთა ისტორიები, ასევე ფრიგიელები არიან… იმიტომ, რომ ეზოპე, ზღაპრების შემქმნელი, ფრიგიელია! ჩვენ ვერ დავასრულებთ ფრიგიელების შესახებ ანატოლიის პირველი ოქრომჭედლების შესახებ საუბარს, რომლებიც ამშვენებდნენ მსოფლიოში ყველაზე ძველ მოზაიკას. მოდით განვიხილოთ ეს საკითხი შემდეგ პროგრამებში და დავუბრუნდეთ ჩვენს დღევანდელ თემას.

ფრიგიის ქალაქი აიზანოი, რომის პერიოდში მარცვლეულის, ყურძნისა და მატყლის წარმოების წყალობით გამდიდრდა და მისმა რეპუტაციამ რეგიონის საზღვრებს გასცდა. ამ პერიოდში აშენდა მრავალი შენობა და ქალაქმა ბრწყინვალე პერიოდი გაიარა. მიუხედავად იმისა, რომ ბიზანტიის პერიოდის განმავლობაში იგი საეპისკოპოსო ცენტრი იყო, მნიშვნელობას კარგავს შემდეგ პერიოდებში.

1824 წელს, ევროპელი მოგზაურების ყურადღების მიპყრობით, აიზანოი ხელახლა აღმოაჩინეს. ამასთან, პირველი გათხრების დაწყებამდე ასი წელია საჭირო. ამ გათხრების შედეგად აღმოჩენილია საუკეთესოდ შემონახული ზევსის ტაძარი, სტადიონ-თეატრალური კომპლექსი, კოლონატირებული ქუჩა, ორი აბანო,  გიმნაზია, წყლის გზები, ხიდები, ნეკროპოლეი და სხვა.

ბერძნულ მითოლოგიაში ითვლება, რომ ზევსი, მთავარი ღმერთია და იგი ოლიმპოს მთაზე ცხოვრობდა. ანატოლიაში გვხვდება ოცზე მეტი მთა, რომელთაგან ერთ-ერთის სახელია ოლიმპოსი. აქ მრავალი სამსხვერპლო და ტაძარი აშენდა ღმერთების ღმერთის, ზევსის სახელით. ზევსი ძალიან მნიშვნელოვანია ანტიკურ ხანაში! ... აიზანოის ტაძარი ანატოლიის ერთ-ერთი იშვიათი მაგალითია, რომელმაც შეინარჩუნა თავისი პირველი ფორმა უძველეს შენობებში ... იგი მსოფლიოში ცნობილია, როგორც ანატოლიის ყველაზე კარგად შემონახული ზევსის ტაძარი. ეს ტაძარი აგებულია ორიგინალური გეგმით, რაც ანატოლიაში არც ისე კარგად არის ნაცნობი. სინამდვილეში, იმ პერიოდში სხვა მსგავსი არ არსებობს. ზევსის ტაძარი გარშემორტყმულია 124 სვეტით და ეს სვეტები დაფარულია მარმარილოს სხივებით. ეს არქიტექტურული სტილი მას სხვებისგან განასხვავებს ... ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელიც განასხვავებს შენობას სხვა ტაძრებისგან, არის თაღოვანი სივრცე იატაკის ქვეშ, რომლის მსგავსიც მსოფლიოში არ არის. დღეს ამ მიდამოში, რომელსაც მისტიკური ატმოსფერო აქვს, კიბეებით მიღწევაა შესაძლებელი. წარსულში არსებობს სხვადასხვა არგუმენტები ამ განყოფილების მიზნის შესახებ, სადაც მხოლოდ მღვდლებს შეეძლოთ ასვლა-ჩამოსვლა. ფიქრობენ, რომ ეს არის საწყობი ან მკითხაობის ცენტრი, სადაც ინახება ღმერთ ზევსის საჩუქრები. ლეგენდის თანახმად, მას შემდეგ, რაც დედამისმა ზევსი გამოქვაბულში გააჩინა, სწორედ ამ მიზნით იქნა შექმნილი.

1970 წელს ჩავდარისარში მიწისძვრა მოხდა ... მიყენებული ზარალის მიხედვით თურქეთის ყველაზე დიდ მეექვსე მიწისძვრად ითვლება.

მსოფლიოში ეს სტრუქტურა არის ძველი მაკლეუმი (Macellum) (დახურული კარვის ბაზარი) რომელიც პირველი სასაქონლო ბირჟაა. რომაულ ხანაში მაკელუმი არის ცირკულარული ბაზრები, რომლებიც გარშემორტყმულია მაღაზიებით, სადაც კვირის ყოველდღე იყიდება ახალი ხორცი, თევზი და სხვა საკვები პროდუქტები. სამაგიეროდ, აიზანოიში არსებული მაკლეუმი, რომელიც მსოფლიოში არა მხოლოდ პირველი საფონდო ბირჟაა, არამედ ისტორიაში პირველი ადგილია, სადაც ბრძოლა დაიწყო ინფლაციასთან. იმ პერიოდის რომის იმპერატორის მიერ ინიცირებული ბრძოლის მეთოდი მარტივია. „მაკელუმში“, მაქსიმალური ფასები განისაზღვრება ყველა გაყიდული პროდუქტისთვის. მიზანია ხალხმა ყველგან შეიძინოს იგივე პროდუქტი იმავე ფასად. გასაყიდი საქონელი ჯვარედინად ფასდება და აკრძალულია დადგენილ ფასებზე მაღლა გაყიდვა. იმპერატორის ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა „ყველაზე მაღალი ფასის განკარგულების“ სახელით და გამოიკრა მაკლეუმის კედლებზე წერილობით. განკარგულებაში წერია, რომ ხალხის სიხარბისა და ამბიციურობის გამო, სახელმწიფოში ეკონომიკური სიმშვიდე არ არის და, შესაბამისად, ფასების დაბალანსება ხორციელდება. ეს განკარგულება დეტალური დოკუმენტია, რომელიც გთავაზობთ ტრანსპორტირების, ხელფასის, შრომის, ნაყიდი და გაყიდული საქონლის და სოციალური ცხოვრების იდეებს.

აიზანოი ცნობილია თავისი პირველი და უნიკალური სტრუქტურებით. ქალაქის თეატრი და სტადიონი მსოფლიოში არცერთს არ ჰგავს, რადგან ეს სტრუქტურები ერთად არის განლაგებული და ამ მახასიათებლის გამო შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. ორ მთავარ კარიბჭესთან დაკავშირებულ თეატრს თხუთმეტი ათასი მაყურებლის ტევადობა აქვს, სტადიონს კი ცამეტი ათასი მაყურებელი. თეატრს აქვს ძლიერი აკუსტიკა და გამოირჩევა თავისი გასაოცარი დეკორაციებით. ცნობილია, რომ პირველი ოლიმპიადა აიზანოის სტადიონზე ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სტრუქტურის ორიგინალი არენაა. ეს ის ადგილია, სადაც გლადიატორები ჩნდებიან. იმ დროს გლადიატორების ბრძოლა ერთმანეთთან, აისახება როგორც „სპორტი.“

და ბოლოს დღეს ჩვენ ვისაუბრეთ მეორე ეფესოს აიზანოიზე, მსოფლიოში პირველ საფონდო ბირჟაზე, ანატოლიაში ზევსის საუკეთესოდ შემონახულ ტაძარზე და მსოფლიოში უნიკალურ თეატრალურ-სტადიონურ კომპლექსებზე.

მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ვრძანდებოდეთ....



მსგავსი ინფორმაციები