მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 21-2023

ბავშვებში ყაბზობის მკურნალობის ბუნებრივი საშუალებები

1936753
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 21-2023

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 21-2023

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 21-2022-2023

გადაცემა მომზადებული ექიმ, მეჰმეთ უჩარის მიერ

ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა: ბავშვებში ყაბზობის მკურნალობის ბუნებრივი საშუალებები 

მცენარეული საშუალებები

ბავშვებს ყაბზობის პრობლემისთვის   სახლში ზოგიერთი საკვები და მცენარეული პროდუქტი შეიძლება მიეცეს. შეკრულობის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია შემდეგი მცენარეული საშუალებების გამოყენება:

• ზეითუნის ზეთისა და ლიმონის ნარევი:

ყაბზობის დროს ბავშვებს შეიძლება მივცეთ ზეითუნის ზეთისა და ლიმონის ნარევი.  1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი შეურიეთ 1 ჩაის კოვზ ახლად გამოწურულ ლიმონის წვენს. ეს ნარევი ბავშვს ყოველ დილით უზმოზე უნდა მივცეთ. იგი ხელს უწყობს განავლის გადინებას და ხელს უშლის შეკრულობას.

კიდევ ერთი მეთოდია ზეითუნის ზეთის და ფორთოხლის წვენის ნაზავი. შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 სუფრის კოვზი ფორთოხლის წვენი და მიეცით ბავშვს.

• ნაზავი, რომელიც ხსნის ყაბზობას ბავშვებში;

1 ლეღვის ჩირი, 2 ჩირი გარგარი, 2 ქლიავი ჩირი დაჭერით წვრილად და ჩაყარეთ 1,5 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალში. როცა შენელდება, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და დროდადრო  ბავშვს დაალევინეთ.

• მცენარეული ჩაი:

ბევრი მცენარეული ჩაი, განსაკუთრებით კამის და გვირილის ჩაი, უზრუნველყოფს შეკრულობის გაცილებით მოკლე დროში შემსუბუქებას.

• კამის თესლი:

კამა ბავშვებში ყაბზობის სამკურნალო ერთ-ერთი ბუნებრივი საშუალებაა. ყავის მადუღარაში 2 ჭიქა წყალი ჩაასხით, 1 ჩაის კოვზი კამის მარცვლები დაამატეთ და აადუღეთ. ადუღების შემდეგ გაზქურიდან გადმოიღეთ და 10 წუთი გაჩერეთ. გაფილტრული და გაგრილებული ნარევი ბავშვებს დროდადრო უნდა მისცეთ.

იშმიში:

ერთი მუჭა ქიშმიში უნდა ჩაყაროთ წყალში, გააჩეროთ 1 ღამის განმავლობაში, გაწუროთ და ბავშვს აჭამოთ.

ილი:

ბავშვებს ხილი, როგორიცაა მსხალი, ყურძენი, ქლიავი, ნესვი, გარგარი, ლეღვი, ფინიკი უნდა მისცეთ დღეში მინიმუმ 2 პორცია. ის შეიძლება იყოს ახალი ან გამხმარი სეზონის მიხედვით. მისი მიცემა შესაძლებელია ბავშვის გემოვნების მიხედვით კომპოტის ან წვენის სახით. კომპოტის მარცვლები ბავშვებს უნდა შეაწამოთ. წვენის მომზადებისას რბილობი მასში უნდა დარჩეს.

ვაშლის ქერქში ბოჭკოების შემცველობა საკმაოდ მაღალია, ამიტომ იგი ქერქიანად უნდა მოიხმაროთ.

მსხალი აჩქარებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და ამშვიდებს კუჭს. ვაშლის მსგავსად ქერქიანად უნდა მიირთვათ.

თუ ბავშვი 6 თვეზე მეტია; შეგიძლიათ წვენსაწურში გაატაროთ მსხალი, ატამი, გარგარი, მათი წვენი ჩაასხათ საწოვარაში და ბავშვს დღეში ორჯერ დაალევინოთ.

• ბოსტნეული

ბავშვებს უნდა მიაღებინოთ ერთი ან ორი პორცია ბოსტნეული, როგორიცაა კომბოსტო, ნიახური, პრასი, ბამია, არტიშოკი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ლობიო და ყაბაყი. ბავშვებს, რომლებიც უარს ამბობენ ბოსტნეულის ჭამაზე, შეგიძლიათ მისცეთ კიტრი ან მოხარშული სიმინდი.

• პარკოსნები

ისინი ბოჭკოების კარგი წყაროა (ხმელი ლობიო, ოსპი, ბარდა, მუხუდო და ა.შ.).

სელის თესლი:

  • სელის თესლის ფხვნილის იოგურტთან შერევა და დღეში ორჯერ მიღება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეცნიერული გამოსავალია ყაბზობის წინააღმდეგ.
  • ბოსტნეული, როგორიცაა ნიახური, შეიძლება დაემატოს ოსპის წვნიანს და დასრისოთ.
  • მაქსიმალურად მოერიდეთ კარტოფილს და ფქვილიან საკვებს.

 სხვა საშუალებები, რომლებიც შეიძლება იქნას გამოყენებული ბავშვებში ყაბზობის წინააღმდეგ:

  •  ძროხის რძის მოხმარება უნდა შემცირდეს და უპირატესობა მიენიჭოს თხის რძეს.
  • თეთრი პურის ნაცვლად უნდა მიირთვათ ჭვავის, წიწიბურას ან მთლიანი ხორბლის პური.
  • არ შეიძლება შაქრიანი პროდუქტების მოხმარება.
  • ბრინჯის ფლავისა და მაკარონის ნაცვლად უპირატესობა მიანიჭეთ ბურღული ფლავს.
  • ნაწლავური ფლორის დასარეგულირებლად უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ საკვებს, როგორიცაა სახლში დამზადებული მაწონი, კეფირი, მაწვნის წვნიანი.
  • ბავშვის რაციონს უნდა დაემატოს ტყის ხილი და ბოჭკოვანი ბოსტნეული.
  • უნდა მიირთვათ ჩირი და ამ ხილისგან მომზადებული საკვები.
  • ბავშვებს არ უნდა მივცეთ ისეთი სასმელები, როგორიცაა მჟავე გამაგრილებელი სასმელები, ყავა და შავი ჩაი.
  • უნდა შეიქმნას აქტივობის არეალი მჯდომარე ბავშვებისთვის და უზრუნველყოფილი იყოს, რომ ბავშვმა ბევრი ივარჯიშოს.

სხვა საშუალებები, რომლებიც შეიძლება იქნას გამოყენებული ჩვილებში ყაბზობის წინააღმდეგ:

• ბავშვის თბილ წყალში დაბანა ხელს შეუწყობს კუნთების მოდუნებას და მის დამშვიდებას. აბაზანის დროს თბილ წყალში 5-10 წუთით ჯდომა უფრო ეფექტური იქნება.

• ბავშვის შეიძლება ვაზელინი ან გლიცერინი წაუსვათ, რათა მან ადვილად განახორციელოს დეფეკაცია.

• თუ ყაბზობა აღენიშნება ოთხ თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებს, ქლიავის, ვაშლის, მსხლის და ატმის წვენები შეიძლება მისცეთ საკვებთან ერთად.

• ბავშვის ვარჯიში ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ყაბზობით დაავადებული ბავშვის დასამშვიდებლად.

• კიდევ ერთი მეთოდი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ბავშვის დასამშვიდებლად, არის მასაჟი. ნაწლავის მოძრაობა შეიძლება დაჩქარდეს ბავშვის მუცლელზე მასაჟით ხელით ნახევარმთვარის ფორმის მოძრაობებით.

ვინაიდან თითოეული ბავშვის განსხვავებულია, სასარგებლო იქნება ექიმთან კონსულტაციები ყველა ამ მეთოდის გამოყენებამდე.



მსგავსი ინფორმაციები