გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 20-2022

ჩარშამბის ფეხსაცმელი

1934642
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 20-2022

ჩარშამბის ფეხსაცმელი

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 20-2022        

ილქერ თაშქინ

ჩარშამბის ფეხსაცმელი

თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ სამსუნის ჩარშამბის რაიონში იწარმოება ფეხსაცმელი, რომელიც გამოირჩევა თავისებური სტილით, ფორმით, წარმოებითა და გამოყენებით. იგი, საზოგადოებაში „ქუსლიანი ჩარშამბის ფეხსაცმელის“ სახელითაც არის ცნობილი. ჩარშამბის ფეხსაცმელი, 2020 წელს, რაიონის მუნიციპალიტეტის განაცხადის საფუძველზე გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ფეხსაცმელი, ხბოს და თხის ტყავისგან ხელით, ყოველგვარი ტექნიკის გარეშე მზადდება. ფეხსაცმელი გამოირჩევა ხის ქუსლით. მაქმანებიანი ფეხსაცმელი, რომელსაც აქვს თხელი და გრძელი წვერიანი ფორმა, დამზადებულია ერთი ნაჭერი ტყავისგან. ფეხსაცმლის დამზადებაში სამკერვალო ძაფი არ გამოიყენება. ფეხსაცმლის კვერცხის ფორმის ქუსლის სიმაღლე დაახლოებით 35 მილიმეტრია, ხოლო სიგანე რეგულირდება ღუმელში გამხმარი ძირით, რომელიც შესაფერისია ფეხსაცმლის ზომისთვის.  ჩარშამბის ფეხსაცმელი, რომელიც ერთგვარ სიმბოლოდ არის ქცეული, მომხმარებლები იცმევენ თეთრი წინდებით, ფერფლისფერი შარვლებით ვიწრო ბოლოებით, ჟილეტით ჩასმული ჯიბეებით და რვაკუთხა ქუდით.



მსგავსი ინფორმაციები