მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 16-2022
ზეთისხილის ფოთლის ჩაის სასარგებლო თვისებები
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 16-2022
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 16-2022-23
გადაცემა მომზადებულია ექიმ, მეჰმეთ უჩარის მიერ
ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა ზეთისხილის ფოთლის ჩაის სასარგებლო თვისებები
ექსპერიმენტულად დადასტურდა, რომ ზეთისხილს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისება, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, არტერიულ წნევას, ათეროსკლეროზს, სისხლში ლიპიდების დონეს, აღადგენს დაკარგული ძვლის სიმკვრივეს, კლავს მიკრობებს, არის ანტიოქსიდანტური, აქვს კიბოს საწინააღმდეგო და მრავალი სხვა ეფექტი.
ზეთისხილის ფოთოლი იცავს ღვიძლს
დადებითად მოქმედებს განსაკუთრებით ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვანების დაავადების სამკურნალოდ. კვლევებმა აჩვენა, რომ ზეთისხილის ფოთოლი ამცირებს ღვიძლის გაცხიმოვანებას.
განაახლებს უჯრედებს მოკლე დროში
ზეთისხილის ფოთლის ჩაი, ზემოდან გამოყენებისას, კარგია კანისთვის, პირველ რიგში აღადგენს კანის დაზიანებულ უჯრედებს. ის ასუფთავებს აკნეს და ხელს უშლის მისი ლაქების დარჩენას. ის ეხმარება კანის მყისიერ რეგენერაციას ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა ჭრილობები, სიწითლე, ქავილი, გამოიყენება გარედან მიკრობებისგან ჭრილობების გასაწმენდად. ძალიან ეფექტურია ბაქტერიების, ვირუსების და სოკოების წინააღმდეგ.
ზეთისხილის ფოთოლი, ჩაის სახით მოხმარებისას, ხელს უწყობს ქსოვილებისა და უჯრედების რეგენერაციას.
ზეთისხილის ფოთლის თმისთვის სასარგებლო თვისებები
ზეთისხილის ფოთლები ეფექტურია ქერტლის პრობლემის დროს. გარდა ამისა, ზეთისხილის ფოთლის გამწმენდი თვისების წყალობით, შეგიძლიათ გაისუფთავოთ თავის კანი და გახსნათ ფორები. ამრიგად, თქვენი თავის კანი აღიდგენს საჭირო ტენიანობას, თმა გამოცოცხლდება და მბზინავი გახდება. შეგიძლიათ ზეთისხილის ფოთლის წვენი თმაზე წაისვათ მასაჟის გზით, ან მასში დაამატოთ ზეითუნის ზეთი. თავის კანზე მასაჟით წასმის შემდეგ დაელოდოთ ნახევარი საათის რათა შეაღწიოს თმის ძირებში.
თავის ტვინის დაავადებების პრევენციისთვის
ის ასტიმულირებს ტვინის უჯრედებს და აუმჯობესებს მათ მუშაობას. ერთ-ერთი მცენარეული საშუალება ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა ყურადღების გაფანტვა და ძილის დარღვევა, არის ზეთისხილის ფოთლის ჩაი. იგი ხელს უწყობს გონებრივი აქტივობების დაზუსტებას.
ზეთისხილის ფოთლის ზოგიერთი ნაერთების წყალობით ის იცავს ნერვულ უჯრედებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ზეთისხილის ფოთლის ჩაის მოხმარება ანელებს ტვინის დაავადებების დაწყებას და ხელს უშლის ისეთი დაავადებების წარმოქმნას, როგორიცაა ალცჰეიმერი და პარკინსონი.
იცავს გულის ჯანმრთელობას
რეგულარულად მოხმარებული ზეთისხილის ფოთლის ჩაი ხელს უშლის სისხლძარღვთა ოკლუზიას. ის აბალანსებს არტერიულ წნევას და ხელს უშლის ისეთი მდგომარეობას, როგორიცაა უეცარი წნევა. ის ასევე ამცირებს გულის შეტევის რისკს, რადგან არეგულირებს სისხლის ნაკადს.
ზეთისხილის ფოთოლი, რომელიც მდიდარია კვებითი ღირებულებით, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე, მასში შემავალი E და C ვიტამინების წყალობით. კვლევების თანახმად, ზეთისხილის ფოთოლი ხელს უშლის ვენებში ნადების წარმოქმნას და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. ის ასევე აბალანსებს ქოლესტერინს.
ეფექტურია ინსულინრეზისტენტობის წინააღმდეგ
ზეთისხილის ფოთლის ჩაი აბალანსებს ინსულინის წინააღმდეგობას. ამისთვის ინსულინრეზისტენტული ადამიანებისთვის რეკომენდებულია ზეთისხილის ფოთლის ჩაის დალევა დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. ის ასევე აუმჯობესებს დიაბეტით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხს.
ტკივილგამაყუჩებელი და კუნთების დამამშვიდებელი
ეფექტურია კბილის, კუნთების და თავის ტკივილის დროს, ხსნის ტკივილს.
ინფექციების მოსაშორებელია
ის ხსნის ყელის ტკივილს სასუნთქი გზების ინფექციის დროს, ასევე უზრუნველყოფს საშარდე გზების ინფექციების დროს ანთების უფრო ადვილად განკურნებას. ხელს უშლის ანთებას, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ძვლებში.
არის ნაწლავების მეგობარი
შეშუპებისა და შებერილობის დროს ეფექტურია ზეთისხილის ფოთლის ჩაი, რომელიც ნაწლავების მუშაობას აადვილებს. ასევე ხელს უწყობს წონის კონტროლს. ხსნის კუჭს ყაბზობის დროს. ანტიოქსიდანტური ნივთიერებების წყალობით ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისგან. ის ამშვიდებს ნაწლავებს და ასევე იძლევა დანაყრების შეგრძნებას.
აძლიერებს იმუნურ სისტემას
ზეთიხსილის ფოთლის ჩაი, რომელიც მდიდარია E ვიტამინით და ანტიოქსიდანტური ნივთიერებებით, იცავს ორგანიზმს. თუ სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანები რეგულარულად მოიხმარენ მას, შემცირდება დაავადების რისკი. სხეულის წინააღმდეგობის მაღალი შენარჩუნებით, ის ამზადებს ადამიანს უფრო ენერგიული დღისთვის.
გარდა ამისა, დიაბეტისთვის რეკომენდებულია ზეთისხილის ფოთლის ჩაი სისხლში შაქრის დასაბალანსებლად.
ვის არ შეუძლია ზეთისხილის ფოთლის ჩაის დალევა?
არასასურველია ორსული და მეძუძური ქალებისთვის ზეთისხილის ფოთლის ჩაის დალევა. ასევე არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
შაქრიანი დიაბეტის და არტერიული წნევის მქონე პაციენტებმა უნდა დალიონ ექიმის რჩევის შემდეგ. მას შეუძლია შეამციროს შაქარი და არტერიული წნევა.
არ უნდა დალიოთ ჩაი ოპერაციის შემდეგ ან მედიკამენტების რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში.
როგორ მოვამზადოთ ზეთისხილის ფოთლის ჩაი?
გარდა იმისა, რომ ზეთისხილის ფოთლების შეძენა შესაძლებელია ჰერბალისტებთან, მისი გაშრობა სახლშიც შეგიძლიათ დამოუკიდებლად. 2 ჭიქა ზეთისხილის ფოთლის ჩაისთვის საკმარისი იქნება 3 ჩაის კოვზი ფოთოლი. მნიშვნელოვანია, რომ ფოთლები ჩაყაროთ მდუღარე წყალში, ოდნავ დამსხვრეული და გააჩეროთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გაფილტრეთ და მიირთვით. ეფექტის მისაღებად საკმარისია დღეში 3 ჭიქის დალევა.
როგორ დავლიოთ ზეთისხილის ფოთლის ჩაი?
არ არსებობს ცალსახა მოსაზრება ზეთისხილის ფოთლის ჩაი ჭამამდე ან ჭამის შემდეგ დალევის შესახებ. მისი მიღება შესაძლებელია საჭმელთან ერთად საუზმეზეც. სწორი იქნება მისი მირთმევა დღის განმავლობაში იჯრებს შორის.
რამდენი დღის განმავლობაში უნდა დალიოთ ზეთისხილის ფოთლის ჩაი?
მისი უფრო კარგი ეფექტის მისაღებად რეკომენდებულია მიღება მინიმუმ 2 თვის განმავლობაში.