აქტუალური თემის ანალიზი 13-2022

საჰაერო ოპერაცია „კლანჭი-მახვილი“

1911199
აქტუალური თემის ანალიზი 13-2022

აქტუალური თემის ანალიზი 13-2022

აქტუალური თემის ანალიზი 13-2022-23

საჰაერო ოპერაცია „კლანჭი-მახვილი“

პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი

ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს მიერ სირიაში არსებული მისი განშტოება YPG-ს გამოყენებით სტამბოლში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ თურქეთის მოსალოდნელი სადამსჯელო ქმედება განხორციელდა. ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყო საჰაერო ოპერაცია „კლანჭი-მახვილი“ და დაბომბა PKK/YPG-ს კუთვნილი ობიექტები. ცნობილი გახდა, რომ დღემდე 500-მდე სამიზნე დაიბომბა და ტერორისტული ორგანიზაციის 250-მდე წევრი განეიტრალებული იქნა. ოპერაცია მოიცავს ძალიან დიდ ტერიტორიას 150 კილომეტრის სიღრმეზე 1200 კილომეტრის სასაზღვრო ზოლზე და ჩანს, რომ PKK/YPG პანიკაშია. -  ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს.   

ტერორისტული ორგანიზაცია PKK, თურქეთის არმიის ერაყსა და სირიაში განხორციელებული ოპერაციების და ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის მიერ პირდაპირ ლიდერებზე შეტევის ფარგლებში სულ უფრო და უფრო მეტად მოექცა კუთხეში, განსაკუთრებით მძიმე დანაკარგები განიცადა ერაყის ჩრდილოეთით ზაპის რეგიონში და მისთვის სტრეტეგიული რეგიონი დაკარგა. ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ვერ შეეგუა ამ სიტუაციის, შურისძიებას ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მცდელობა აღიკვეთა, მათ საბოლოოდ განახორციელეს ტერორისტული თავდასხმა სტამბოლში ტაქსიმზე, რამაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმსხვერპლა.

თურქეთმა ძალიან მკაცრი რეაგირება მოახდინა ამ თავდასხმაზე და დაიწყო სადამსჯელო ოპერაცია სახელწოდებით "კლანჭი-მახვილის საჰაერო ოპერაცია". ამ ოპერაციის ფარგლებში, რომელიც ერთდროულად მოიცავს ერაყსა და სირიას, 1200 კმ სასაზღვრო ზოლზე 150 კმ სიღრმეზე გადაჭიმული დიდი ტერიტორია ჰაერიდან დაიბომბა. ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პირველი 3 დღის განმავლობაში სულ ხუთასი სამიზნე იქნა განადგურებული, PKK-ს  დაახლოებით 250 ტერორისტი განეიტრალდა. სამიზნე იყო სირიაში თელ რიფატი, მანბიჯი, აინ ალ-არაბი, აინ ისა, ქამიშლი და მალიკიე, ერაყში ჰაკურკი, კანდილი და ასოსი. PKK/YPG არ ელოდა ასეთ მასშტაბურ სადამსჯელო ოპერაციას და მძიმე დანაკარგების გამო პანიკაში ჩავარდა.

ათობით თვითმფრინავის და შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატის სამიზნე გახდა სამეთაურო-საკონტროლო ცენტრები, სამხედრო ბაზები, სასწავლო ზონები, საბრძოლო მასალის საწყობები და გვირაბები. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად დაიწყო სირიაში PKK/YPG-ს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მასთან დაკავშირებული ობიექტების დაბომბვა. განსაკუთრებით მალიქიე-ქამიშლის ხაზზე განადგურდა ნავთობის ჭაბურღილები, გადამამუშავებელი ქარხნები და გაზის საბადოები. ასევე 75 კილომეტრის სიღრმეზე მდებარე დეირ ეზ-ზორის რეგიონის რეგიონი დაიბომბა და იმავდროულად მოხდა PKK/YPG-ს YAT-ის სახელწოდების საწვრთნელი ცეტნრის SİHA-ს მიერ დაბომბვა.

თურქეთი აგრძელებს მასშტაბურ სადამსჯელო ოპერაციას PKK/YPG-ს წინააღმდეგ ჰაერიდან და ხმელეთიდან, მაგრამ ტერორისტული ორგანიზაცია ცდილობს მას მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმით უპასუხოს. მათ განახორციელეს თავდასხმები ქარქამიშში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აიინ ალ-არაბის რეგიონიდან, ასევე ვნახეთ რომ ქალაქი აზეზი კვლავ მათი სამიზნე გახდა. ტერორგანიზაცია, რომელიც თურქეთის შეიარაღებული ძალების პირისპირ არ ჩნდება როგორც სამხედრო, ცდილობს თავი გამოიჩინოს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმით. თუმცა, მშვიდობიანი მოსახლეობაზე ეს თავდასხმები კიდევ უფრო ზრდის თურქეთის მონდომებას ტერორიზმთან ბრძოლაში. პრეზიდენტმა ერდოღანმა თავისი ბოლო განცხადებით კიდევ ერთხელ მიანიშნა სახმელეთო ოპერაციაზე. ერდოღანმა ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადებები სახმელეთო ოპერაციის შესახებ, მაგრამ მან პუტინის წინადადება ასადის რეჟიმთან შეხევდრის თაობაზე მიიღო და ოპერაცია შეაჩერა. ამ პერიოდში რეჟიმთან რაიმე შეხვედრა არ ყოფილა. ასევე ბოლო საჰაერო ოპერაციებში PKK-ს მხარეს მყოფი რეჟიმის ბევრი ჯარისკაცი იქნა მოკლული. საბოლოო ჯამში, თურქეთმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდასხმების სრულიად შესაჩერებლად მასშტაბური სახმელეთო ოპერაციებით სასაზღვრო ხაზი უნდა გაწმინდოს PKK-სგან.

ასეთ პერიოდში, როდესაც საერთაშორისო კონიუნქტურა თურქეთის მხარეზეა, სავარაუდოა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები დაიწყებს სახმელეთო ოპერაციებს. პირველი სამიზნე რეგიონებია თელ რიფარი, მანბიჯი და აინ ალ-არაბი.



მსგავსი ინფორმაციები