გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 12-2022

ბაიბურთის რძის ბორეგი

1910137
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 12-2022

ბაიბურთის რძის ბორეგი

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 12-2022         

ილქერ თაშქინ

ბაიბურთის რძის ბორეგი

რძის ბორეგი არის დესერტის სახეობა, რომელიც უნიკალურია ქალაქ ბაიბურთისთვის. ბაიბურთი მდებარეობს თურქეთის შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონების კვეთაზე. ბაიბურთთან გაიგივებული ფენებით დამზადებული ბორეგის ზემოთ, რძის სიროფს ასხამენ. ბაიბურთის მუნიციპალიტეტის განაცხადის საფუძველზე 2021 წელს, იგი, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ბაიბურთის რძის ბორეგი მზადდება რძით, კარაქით, კვერცხით და ფქვილით მომზადებული ცომით. გარკვეული დროით დასვენებული ცომისგან 15 თხელ ფენას ამზადებენ, რომელსაც შემდეგ ლანგარზე ათავსებენ და შუალედებში მოხალულ თხილს აყრიან. ამის შემდეგ ბორეგს ზემოდან კარაქს მოასხამენ, დაჭრიან დიდ სამკუთხა ნაჭრებად და აცხობენ ღუმელში 1800°C, 20-25 წუთის განმავლობაში. ამასობაში კი რძის სიროფს ამზადებენ და ღუმელიდან გამოღებულ ბორეგს ცოტა გაგრილების შემდეგ მოასხამენ. ბაიბურთის რძის ბორეგს რეგიონში ქორწილებსა და სხვა დღესასწაულებზე მიართმევენ მობრძანებულ სტუმრებს.  



მსგავსი ინფორმაციები