მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 12-2022

ხველის საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალებები

1908986
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 12-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 12-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 12-2022-2023

გადაცემა მომზადებულია ექიმ, მეჰმეთ უჩარის მიერ

ჩვენი გადაცემის დღევანდელი თემაა: ხველის საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალებები

ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ უფრო მარტივად გაუმკლავდეთ ხველას.

გაზარდეთ დასალევი წყლის რაოდენობა

ზედა სასუნთქი გზების ინფექციით გამოწვეულმა ცხვირიდან გამონადენმა შეიძლება ყელის გაღიზიანება და ხველა გამოიწვიოს. წყალს შეუძლია თავიდან აგაცილოთ ან გაგათავისუფლოთ ყელის გაღიზიანებისგან ამ გამონადენის გათხელებით. ბევრი წყლის დალევა ასევე ხელს უწყობს ყელის უფრო ტენიანობის შენარჩუნებას, რითაც ხსნის ხველას. არ დაგავიწყდეთ დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყლის დალევა.

ხახვი

1 ხახვი გაჭერით 4 ნაწილად, დაამატეთ 1 ჭიქა წყალი და აადუღეთ. 5 წუთის დუღილის შემდეგ გამორთეთ ცეცხლი და დაელოდეთ რომ ცოტა გაგრილდეს, გადაწურეთ წყალი და ჭიქაში ჩაასხით, 1 ჩაის კოვზი თაფლი დაამატეთ, აურიეთ და დალიეთ.

ბოლოკი

ბოლოკს შიდა ნაწილი ამოაცალეთ და ძირი გაუხვრიტეთ. შემდეგ იგი მოათავსეთ ჭიქაში და დაამატეთ თაფლი. ბოლოკი ასე დატოვეთ მეორე დღემდე და მიირთვით ჭიქაში ჩაწვეთებული თაფლი.

ნიორი და დარიჩინი

ერთ ჭიქა მდუღარე წყალში დაამატეთ ერთი კბილი ნიორი და 2 დარიჩინის ჯოხი. 5 წუთი გააჩერეთ და დალიეთ.

რძე

აადუღეთ ჭიქა რძე. მდუღარე რძეს მოაყარეთ ნახევარი ჩაის კოვზი შავი პილპილი და მაშინვე დალიეთ. დასატკბობად შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლი.

ჯანჯაფილის და თაფლის პასტა

გააკეთეთ პასტა დაფქული ჯანჯაფილის და ერთი ჩაის კოვზი თაფლის შერევით. მომზადებული პასტა მიირთვით ჭამის შემდეგ.

ლიმონი, შავი პილპილი, მარილი

ლიმონი გაჭერით ოთხად. ერთ ნაჭერს მოაყარეთ შავი პილპილი, მარილი და მიირთვით.

ფორთოხლის წვენი ნუშით

უმი ნუში დააბლენდერეთ. 1-1,5 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ნუში შეურიეთ ერთ ჭიქა ფორთოხლის წვენს. მისი მიღება შეგიძლიათ ყოველ დილით და ყოველ საღამოს ძილის წინ.

ხველის სამკურნალო მცენარეულ ჩაის დაამატეთ თაფლი, მოხარშეთ პიტნა და ლიმონი

ცაცხვის, ასკილის, სალბის, ჯანჯაფილის, პიტნის და ლიმონის მსგავსი მცენარეული ჩაი ან სასმელი, ხელს უწყობს ხველის შემსუბუქებას. გარდა ამისა, ხველის დროს კარგია ჩაიში თაფლის დამატება. თაფლი; წყლის შემანარჩუნებელი თვისებით ხსნის ყელის სიმშრალეს და არბილებს ყელს, ასევე ეფექტურია ხველის ხანგრძლივობის შესამცირებლად.

შავი პილპილი და თაფლი

ფინჯანში აურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი ახლად დაფქული შავი პილპილი და 2 სუფრის კოვზი თაფლი. დაასხით ადუღებული და ცოტა ხანს გაჩერებული ცხელი წყალი და 15 წუთის განმავლობაში თავდახურული გააჩერეთ, შემდეგ გაფილტრეთ და დალიეთ.

მიირთვით C ვიტამინით მდიდარი საკვები

თუ ხველა განვითარდა ზედა სასუნთქი გზების ინფექციის გამო, მიირთვით ციტრუსები, როგორიცაა გრეიფრუტი, მანდარინი, ფორთოხალი და ლიმონი, ასევე C ვიტამინით მდიდარი ბოსტნეული და ხილი, როგორიცაა კალე კომბოსტო, ჟოლო, პომიდორი, ისპანახი, მწვანე ლობიო, ბარდა და ხახვი.

აუცილებლად დაანებეთ თავი მოწევას

სიგარეტის კვამლი ასევე არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც აღიზიანებს ზედა და ქვედა სასუნთქ გზებს. ასევე იწვევს სასუნთქი გზების დამცავი მექანიზმების დაზიანებას. რაც შეიძლება მალე გადაეჩვიეთ ამ მავნე ჩვევას.

დაარეგულირეთ თქვენი ოთახის ტენიანობის დონე

სახლში მშრალი ჰაერი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც შეუძლია გაზარდოს ხველა სასუნთქი გზების გამოშრობით. სახლის ტენიანობის დონის ოპტიმიზაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ტენიანობის საწინააღმდეგო აპარატი. შეგიძლიათ ხელის პირსახოცი დაასველოთ და გამათბობელ კერებს დაადოთ. დარწმუნდით, რომ ტენიანობის დონე 30-50 პროცენტს შორისაა. თუმცა, მოერიდეთ დამატენიანებლების გამოყენებას დიდი ხნის განმავლობაში. ასევე, არ დაგავიწყდეთ ოთახის ყოველდღე განიავება.

მიიღეთ ცხელი შხაპი

ცხელი შხაპი ხელს უწყობს ხველის შემცირებას ცხვირში არსებული სეკრეციის მოხსნით. ცხელ აბაზანაში არსებული ორთქლი ასევე კარგია ალერგიითა და ასთმით გამოწვეული ხველის დროს.

მოერიდეთ სუნამოებს და საწმენდ საშუალებებს

სუნამოებმა, საყოფაცხოვრებო საწმენდმა საშუალებებმა შეიძლება გააღიზიანოს ყელი და გამოიწვიოს ხველა.

არ ჭამოთ 19:00 საათის შემდეგ

თუ რეფლუქსის პრობლემა გაქვთ, შეწყვიტეთ ჭამა 19:00 საათის შემდეგ. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ საკვებს და სასმელებს, რომლებიც ამძაფრებს რეფლუქსს, როგორიცაა ჩაი, ყავა, გაზიანი სასმელები და შოკოლადი. არ დაგავიწყდეთ ძილის დროს ბალიშის აწევა.

გარეცხეთ თეთრეული მინიმუმ 55 გრადუსზე

სახლის მტვრის ტკიპებმა და ობმა, ფრინველების, კატებისა და ძაღლების მკვდარმა კანმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ხველების შეტევები ალერგიის მქონე ადამიანებში. მიიღეთ სიფრთხილის ზომები ასეთი ალერგიული ფაქტორების წინააღმდეგ. არ გამოიყენოთ შალის მაისურები, საბნები, ბალიშები და ხალიჩები. გარეცხეთ თეთრეული და ბალიშის პირები მინიმუმ 55 გრადუს და მეტ ტემპერატურაზე. აირჩიეთ ბამბის საწოლების გადასაფარებლები და ფარდები, რომელთა გარეცხვაც ხშირად შეიძლება.

მოერიდეთ ალერგიული ხველის დროს ისეთ ნივთებს, რომლებიც მტვერს იჭერს

თუ ალერგია გაქვთ, რაც შეიძლება ნაკლები ნივთი შეინახეთ სახლში. ქსოვილით დაფარული ნივთების ნაცვლად აირჩიეთ ტყავის, სინთეტიკური ან ხის ნივთები. შეეცადეთ, რომ დახურულ კარადებში შეინახოთ ნივთები, რომლებიც ბევრ მტვერს იჭერს.



მსგავსი ინფორმაციები