იცით თუ არა, რომ? 11-2022

ბოზკურტის (რუხი მგელი) სიმბოლიკა

1908824
იცით თუ არა, რომ? 11-2022

იცით თუ არა, რომ? 11-2022

იცით თუ არა, რომ? 11-2022-23

ბოზკურტის (რუხი მგელი) სიმბოლიკა

იცით თუ არა, რომ თურქულ მითოლოგიაში მგელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს?

მგლის მოტივი, რომელიც ასევე შედის სხვადასხვა ქვეყნის მითოლოგიაში, თურქი ერის სიმბოლოდ ითვლება. ერთ თურქულ ეპოსში მგელი გვევლინება მთავარ როლში, რომელიც უზრუნველყოფს გვარის უწყვეტობას და იხსნის თურქ ერს გადაშენებისგან, მეორე ეპოსში კი ის არის მოთხრობილი, როგორც თურქების მეგზური. ბოზკურტი ანუ რუხი მგელი ასევე თურქების რწმენით წმინდა და იღბლის მომტანი არსებაა.

რუხი მგელი, რომელიც წმინდა არსებად მოიხსენიება თურქულ ლეგენდებში; არის ცხოველი, რომელსაც თურქები საკუთარ თავთან აიდენტიფიცირებენ და წინაპარად აღიარებენ. ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც რუხი მგელი თურქებმა პრეისტორიული დროიდან წმინდად მიიჩნიეს და ეროვნულ სიმბოლოდ აქციეს, არის ლეგენდა, რომ თურქები რუხი მგლის შთამომავლები არიან. ასევე ფიქრობენ, რომ მგელი, რომელიც არის ძლიერი და მოქნილი ცხოველი და წარმოადგენს თავისუფლებას, სიჩქარეს და ბუნებას, ასევე ასახავს თურქების ხასიათს. ღმერთი-მგლის გამოსახულებები გვხვდება კლდეებზე ან საფლავის ქვებზე თურქული სამყაროს სხვადასხვა კუთხეში. ისტორიის მანძილზე მგლის ფიგურა ასევე იყო გამოსახული თურქეთის სახელმწიფოების გერბებზე, დროშებსა და მონეტებზე.

ათათურქის მიერ ეროვნულ სიმბოლოდ გამოცხადებული რუხი მგლის გამოსახულებით თურქეთის რესპუბლიკის პირველ წლებში იბეჭდებოდა მარკები და მონეტები.



მსგავსი ინფორმაციები