გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 11-2022
ისპარტის ვარდის ზეთი

ისპარტის ვარდის ზეთი
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 11-2022
ილქერ თაშქინ
ისპარტის ვარდის ზეთი
ვარდის მცენარე თურქეთის ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მდებარე ქალაქ ისპარტას სიმბოლოა. ვარდის ზეთის ნედლეულს წარმოადგენს ასევე ვარდი, რომელიც ისტორიულად ბევრ სფეროში იყო გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ვარდის 25 სახეობაა, ისპარტას ვარდი ყველაზე პროდუქტიული სახეობაა ინდუსტრიულ სფეროში. ისპარტის ვარდის ზეთი 2019 წელს, ქალაქის სავაჭრო ბირჟის განაცხადის საფუძველზე, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი.
ვარდის მცენარეს უყვარს ზომიერი კლიმატის მქონე, ჰაეროვანი და ნათელი ადგილები. ივლისში, როდესაც აყვავების პერიოდი სრულდება, ვარდის ყვავილებს სათითაოდ ხელით კრეფენ, ადუღებენ წყლის დამატებით გამოსახდელ ქვაბებში, რომელსაც „რეტორტს“ უწოდებენ. ამ მეთოდით 15 კილოგრამ ახალ ვარდის ყვავილს ათავსებენ საშუალოდ 45 ლიტრ წყლიან რეტორაში და ადუღებენ ორი საათის განმავლობაში. პროცესის 3-ჯერ გამეორების შემდეგ ნარევს ბოლოჯერ ახშობენ წყლისა და ზეთის გამოსაყოფად და მიიღება დაახლოებით 15 ლიტრი ვარდის ზეთი. ისპარტას ვარდის ზეთი გამოიყენება კოსმეტიკურ ინდუსტრიაში და დესერტებში.
მსგავსი ინფორმაციები

თურქული საგარეო პოლიტიკის მაჯისცემა 07-2025
ალ-შარას ვიზიტი თურქეთში: სტრატეგიული თანამშრომლობა და რეგიონალური ბალანსი