მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 10-2022

ბუნებრივი საშუალებები ბავშვებში იმუნური სისტემის გასაძლიერებლად

1903034
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 10-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 10-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით10-2022-23

გადაცემა მომზადებულია ექიმ, მეჰმეთ უჩარის მიერ

ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა: ბუნებრივი საშუალებები ბავშვებში იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

საკმარისი და დაბალანსებული ბუნებრივი საკვების მიღებით, შეგიძლიათ გააძლიეროთ თქვენი ბავშვის იმუნური სისტემა და გახადოთ ის უფრო მდგრადი დაავადებების მიმართ.

მოწესრიგებული კვება

იმისთვის, რომ ბავშვები ძლიერები იყვნენ დაავადებებთან მიმართებაში, აუცილებელია ყურადღება მიექცეს ჯანსაღ, დაბალანსებულ და რეგულარულ კვებას.

კეფირი დაატკბეთ ხილით

დღეში 1 ჩაის ჭიქა ნატურალური კეფირის მოხმარება ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაჯანსაღებას. იმ შემთხვევებში, როდესაც ბავშვებს არ მოსწონთ კეფირის გემო, შეგიძლიათ დაატკბოთ ცოტა ხილის პიურეთი.

ორაგული

ორაგული, რომელიც მდიდარია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით და ხელს უწყობს ბავშვების ტვინის განვითარებას, ასევე იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან.

ბაქმაზი

ბაქმაზიც მიეკუთვნება იმ საკვებს, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და ამცირებს ანემიას. ბაქმაზი შეგიძლიათ აჭამოთ ბავშვს კივისთან ერთად, რომელიც  C ვიტამინს შეიცავს.

კივი

კივი, რომელიც სხვა ხილთან შედარებით ძალიან დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, არის ორგანიზმის დაცვაში მონაწილე ანტიოქსიდანტებით მდიდარი ხილი.

სახლში დამზადებული მაწონი

მიეცით თქვენს შვილებს დღეში ერთი ჭიქა სახლში დამზადებული მაწონი, რადგან პრობიოტიკების მაღალი შემცველობის საკვების მიღება მნიშვნელოვნად იცავს ორგანიზმს დაავადებებისგან. თქვენ ასევე შეგიძლიათ მიირთვათ მაწონი კერძთან ერთად ან მასში ხილი ჩააჭრათ და ისე დააგემოვნოთ. თუ თქვენი შვილი ალერგიულია ძროხის რძის მიმართ, შეგიძლიათ აირჩიოთ თხის რძისგან დამზადებული მაწონი.

ბანანი და მაწონი

ყოველდღე შეუერიეთ 1 თასი სახლში დამზადებული მაწონი, 1 პატარა ბანანი და აჭამეთ ბავშვებს. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობიოტიკური საკვები მაწონია და მას უფრო ინტენსიური ეფექტი აქვს პრობიოტიკურ ბანანთან ერთად მოხმარებისას. ის აუცილებლად უნდა შედიოდეს შუალედური კვების რაციონში.

მაწონი ჯანჯაფილით და კურკუმით

ყოველ დღე 1 თას სახლის მაწონს ნახევარი ჩაის კოვზი ჯანჯაფილი და ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა დაუმატეთ, რითაც შეგიძლიათ ეს უნიკალური ცილის წყარო უფრო სასიამოვნო გახადოთ იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც არ უყვართ მაწონი. ამ ორი სანელებლის წყალობით, რომლებიც აძლიერებენ იმუნურ სისტემას, შესაძლოა ბავშვმა უფრო კარგად გაატაროს ზამთრის სეზონი.

ნიორი

ანტიბაქტერიული თვისებების გამო ნიორი აძლიერებს იმუნიტეტს და ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას. ის აძლიერებს თქვენი ბავშვის იმუნურ სისტემას და ამცირებს ასთმის რისკს მომავალში. ამ მიზეზით, თქვენი იმუნური სისტემისთვის, თითქმის ყველა კერძს უნდა დაუმატოთ ეს ჯადოსნური ინგრედიენტი.

საკვებში დამატებული ნივრის რაოდენობის გაზრდა ამცირებს დაავადების რისკს. კერძებში ნივრის დამატებისას, შეგიძლიათ მიიღოთ მეტი სარგებელი მასში შემავალი ანტიოქსიდანტებით, თუ მას დაამატეთ საკვების წვენში და არა ზეთში მოხრაკვით. ასევე მნიშვნელოვანია უმი ნივრის შერევა საკვებში, სალათებსა და მაწონში.

შვრია

შვრია, რომელიც მდიდარი ბოჭკოვანი შემცველობით ძალიან სასარგებლო საკვებია, შეგიძლიათ რძეს შეურიოთ, დაუმატოთ E ვიტამინით მდიდარი ნუში და 1 პორცია ბანანი, გაატაროთ ბლენდერში და დაალევინოთ ბავშვს საუზმეზე.

ბროკოლი

C, A და E ვიტამინებით მდიდარ ბროკოლში არის ანტიოქსიდანტების სრული მარაგი. შეგიძლიათ დაამატოთ წვნიანს მომზადებისას.

ოსპი

ძალიან სასარგებლოა მისი მიღება კვირაში ორჯერ, იქნება ეს კერძი თუ წვნიანი, შემოდგომაზე და ზამთარში. ვინაიდან ის მცენარეული ცილაა, ასევე ხელს უწყობს ბავშვებში ზრდას და განვითარებას.

კვერცხი

კვერცხი არის ცილის საუკეთესო წყარო, რომელიც ორგანიზმს სჭირდება დედის რძის შემდეგ. კვერცხი, რომელიც ასევე რკინის ძალიან კარგი წყაროა, მდიდარია A, D, E და B12 ვიტამინებით. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს  მოხარშული, ომლეტი თუ ჩიჟიბიჟი, შეგიძლიათ ბავშვს ყოველდღე აჭამოთ კვერცხი საყვარელი ფორმით.

თხილეულობა

თხილეულობა არის E ვიტამინით, თუთიით და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი საკვები, რომელიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. შეგიძლიათ ბავშვებს მისცეთ უმი თხილი, ნიგოზი, ნუში, გოგრის მარცვლები და ისინი მიაჩვიოთ ამ საკვების მოხმარების. განსაკუთრებით დილით, საუზმეს შეგიძლიათ დაამატოთ მხოლოდ მეოთხედი ფინჯანი თხილეულობა.

მოწესრიგებული ძილი

მოწესრიგებული ძილი, რეგულარული და ჯანსაღი კვება, ხელების ხშირი დაბანა საპნით და საკლასო ოთახის რეგულარული განიავება, არის პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც წინა პლანზე დგას ბავშვების იმუნური სისტემის გაძლიერებაში.

ფუტკრის რძე + თაფლი

იმუნური სისტემისთვის უაღრესად სასარგებლოა ყოველ დილით საუზმემდე არაუმეტეს ნახევარი ჩაის კოვზის თაფლთან შერეული ფუტკრის რძის მიცემა 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. თუმცა, 3 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში, ალერგიის პრობლემებით და ასთმით დაავადებული პაციენტებისთვის საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ბეგქონდარა

ბეგქონდარას ჩაის სახით ყოველდღე მიღება აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს ისეთი დაავადებების დაძლევას, როგორიცაა ბრონქიტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბეგქონდარა არის ბუნებრივი ხველის სიროფი და გრიპის საწინააღმდეგო საშუალება.

1 ჭიქა წყალს დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი ბეგქონდარა და აადუღეთ. მას შემდეგ, რაც ადუღების პროცესი დასრულდება და გაზქურიდან გადმოღებთ, ბეგქონდარას ჩაის დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და დაალევინეთ ბავშვს ყოველდღე.



მსგავსი ინფორმაციები