გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 8-2022
იზმირის ქუმრუ (სენდვიჩი)

იზმირის ქუმრუ (სენდვიჩი)
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 8-2022
ილქერ თაშქინ
იზმირის ქუმრუ (სენდვიჩი)
იზმირი, სიდიდით მესამე ქალაქია თურქეთში და ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი ეგეოსის რეგიონში. ეს არის ქალაქი, რომელიც გამოირჩევა უნიკალური კერძებით. იზმირის ქუმრუ-სენდვიჩი (İzmir Kumrusu), ქალაქის სავაჭრო პალატის განაცხადის საფუძველზე 2017 წელს, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. იზმირის ქუმრუ არის ხელის ზომის სენდვიჩი. პურის ფორმა ბაგელისგან, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „გევრექს“ უწოდებს. პურმა ეს სახელი იმიტომ მიიღო, რომ ფართო შუა ნაწილით ჩიტის სხეულს წააგავს და ბოლოებისკენ მიიწევს. ჩიჩის საფუარის გამოყენებით დამზადებულ ქუმრუს პურში, ჩაწყობილია იზმირის ტულუმის (გუდის) ყველი, პომიდორი და მწვანე წიწაკა. იგი გახლავთ რეგიონის სწრაფი კვების პროდუქტი, რომელმაც რეგიონის ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მას ცხელს მიირთმევენ.