მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 8-2022

გრიპის საწინააღმდეგოდ სამკურნალო ბუნებრივი საშუალებები

1898944
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 8-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 8-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 8-2022-23

გადაცემა მომზადებულია ექიმ, მეჰმეთ უჩარის მიერ

ჩვენი დღევანდელი თემაა: გრიპის საწინააღმდეგოდ სამკურნალო ბუნებრივი საშუალებები.

ვიტამინი C

დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ C ვიტამინის შემცველი საკვები, როგორიცაა პომიდორი, ახალი წიწაკა, რუკოლა, ოხრახუში, მანდარინი, გრეიფრუტი, ფორთოხალი, ბროწეული, ასკილი, კივი და სხვა.

ჯანჯაფილი

მკვეთრი გემოთი და არომატით მას აქვს თვისებები, რომლებიც ხსნის სასუნთქ გზებს. მისი გამოყენება შესაძლებელია წვნიანებში, ახალი ბოსტნეულის კერძებსა და სალათებში.

კურკუმა (კურკუმინი)

ერთი ჩაის კოვზი კურკუმა შეიძლება ყოველდღიურად მიირთვათ სალათზე, წვნიანზე, იოგურტზე ან კვერცხზე მოყრით.

კარდამონი

ეფექტურია ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ. სასარგებლოა გაციების, ბრონქიტის, ხველის, მაღალი სიცხის ჩივილების შესამსუბუქებლად. ის აძლიერებს იმუნურ სისტემას. ეფექტურია პირის ღრუს და ყელის ანთების დროს.

კარდამონი ძირიადად ფხვნილის სახით გამოიყენება. გარდა ამისა, მისი მცენარის გამოყენება შესაძლებელია ჩაის ან ყავის დამზადების დროს. გამხმარი კარდამონი შეიძლება მოხარშოთ წყალში და დალიოთ როგორც მცენარეული ჩაი. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ კარდამონი იოგურტში შერევით.

ექინაცეა

ამ მცენარეული ჩაის მოსამზადებლად საკმარისია 4 ჩაის კოვზი ექინაცეა და 1 ლიტრი მდუღარე წყალი. მდუღარე წყალში დაამატეთ ექინაცეა, დაახლოებით 5 წუთი ადუღეთ, გადაწურეთ და დალიეთ.

ჟენშენი

დაღლილობის დროს ის აძლიერებს სხეულს, არეგულირებს და ეხმარება იმუნურ სისტემას.

თეთრი ჩაი

თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს იმუნურ სისტემას დღეში 1-2 ჭიქა თეთრი ჩაის მიღებით.

ბროწეულის კანი და ჰიბისკუსი

1 ჭიქა მდუღარე წყალს დაუმატეთ 2 ცალი ლითონის 2 ლარიანის ზომის ხმელი ბროწეულის კანი და 1 ჩაის კოვზი ჰიბისკუსი. გააჩერეთ 5 წუთი დაბალ ცეცხლზე და შეაგრილეთ. დალიეთ თბილი უზმოზე დღეში ერთხელ.

მარილიანი და სოდიანი წყალი ყელის ტკივილის დროს

თუ ნახევარ ჩაის კოვზ მარილს და ნახევარ ჩაის კოვზ სოდას დაუმატებთ 1 ჭიქა წყალს და ყელში გამოივლებთ, შეგიმსუბუქდებათ ყელის ტკივილი.

თუთია და სელენი

ისინი მნიშვნელოვანი მინერალებია იმუნური სისტემისთვის. სელენი გვხვდება ზღვის პროდუქტებში, ხორცში, ხახვსა და ნიორში. თუთია, გოგრის თესლის თაოსნობით გვხვდება უმ თხილში, ისეთ ზეთოვან თესლებში, როგორიცაა ტაჰინი, ნიგოზი, უმი ნუში, ასევე ინდაურის ხორცში, ცხვრის ხორცში, ასპარაგუსსა და სოკოში.

ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები

თევზის სეზონის დაწყებისთანავე თევზი უნდა მიირთვათ კვირაში 2 დღე. ზეთის თესლი, როგორიცაა უმი თხილი, ნიგოზი და ნუში, შეიცავს ომეგა 3-ს.

ბეტა-კაროტინი

გვხვდება ყვითელ-ნარინჯისფერ მცენარეებში. ყველაზე მეტ ბეტა-კაროტინს  შეიცავს გოგრა, სტაფილო, ანანასი, ფინიკი და გარგარი.

გვირილის ორთქლი გაჭედილი ცხვირისთვის

ტენის საჭიროება შეიძლება დაკმაყოფილდეს გამხმარი გვირილით, რომელიც ხსნის ზედა სასუნთქ გზებს. შეგიძლიათ რამდენიმე გვირილა ჩაყაროთ თბილ წყალში და დაკიდოთ ღუმელზე ან გამათბობელზე, რომელსაც სახლში იყენებთ. გვირილის წყლის აორთქლება უზრუნველყოფს სახლის ტენიანობის ბალანსს და ხელს უშლის ცხვირის გაჭედვას.

კვერცეტინი

ეს არის პიგმენტი, რომელიც გვხვდება ისეთი ხილის კანში, როგორიცაა ციტრუსები, ვაშლი, წითელი ყურძენი, ხახვი, მარწყვი, თუთა, მაყვალი და წითელი ხახვი. ის აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ხველების შესამსუბუქებელი ჯანჯაფილი თაფლით

გრიპის თანმდევი მშრალი და ხშირი ხველის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ მოამზადოთ თაფლისა და ჯანჯაფილის ფხვნილის ნარევი და მიირთვათ 2 ჩაის კოვზი დილით და საღამოს.

დაღლილ თვალებზე ჩაი

თქვენ შეგიძლიათ დაიდოთ შავი ჩაის ერთჯერადი პაკეტები ორივე თვალზე კომპრესის სახით თბილ წყალში გაჩერების შემდეგ.

ენერგიული მცენარეული ჩაის დანამატი

 ჯანჯაფილის ჩაი

რეცეპტი: ჯერ ავადუღოთ წყალი ჩაის მოსამზადებლად. ადუღების შემდეგ გავაჩეროთ ხუთი წუთი, რომ ჯანჯაფილი მდუღარე წყალში არ მოიხარშოს. თითო ფინჯანი ჩაისთვის კანგაცლილი კაკლის ზომის ჯანჯაფილი დაჭერით კარტოფილის მსგავსად, ჩაყარეთ ჩაიდანში, დაამატეთ დარიჩინის ჩხირები, ცხელი წყალი და გააჩარეთ 8-10 წთ, ჩააწურეთ ბლომად ლიმონის წვენი. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეურიოთ სასურველი რაოდენობის თაფლი და ისე მიირთვათ.

ვაშლის ჩაი ხველისა და ხიხინსთვის

რეცეპტი:

• ნახევარი ვაშლი (ქერქით და კურკებით)

• 1 მწიკვი ცაცხვი

• 3-4 ცალი მიხაკი

• დარიჩინის 1 ჯოხი

• ნახევარი ლიმონი

სასმელი წყალი

ჩაიდანში ჩაყარეთ ყველა ინგრედიენტი და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ, გაგრილდეს, დაამატეთ თაფლი და დალიეთ.

დაისვენეთ

გრიპის დროს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალი დასვენებაა. თქვენ ასევე უნდა დარწმუნდეთ, რომ ჰაერი ოთახში, რომელშიც ისვენებთ, სუფთაა.

დალიეთ ბევრი წყალი

ბევრი წყლის დალევა მნიშვნელოვანი ჩვევაა, რომელიც კარგია გრიპისთვის.

ხორცის ნახარში

იგი ხელს უწყობს წყურვილის მოკვლას, ცხელი სასმელი ყელის ტკივილის მოხსნას.

ქათმის წვნიანი

გრიპის დროს კარგია ქათმის წვნიანი.

ნიორი

ნივრის მოხმარება აძლიერებს იმუნიტეტს და ამცირებს ჩივილების სიმძიმეს. სასარგებლოა უმი ნივრის ჭამა.

მაწონი

ბიოლოგიურად სუფთა მაწვნის მოხმარება არა მხოლოდ ამსუბუქებს ყელის ტკივილს, არამედ აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას. იგი ასევე შეიცავს პროტეინს, ამიტომ, ეს არის გრიპისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი გზა.



მსგავსი ინფორმაციები