მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 7-2022

ღვიძლის გაცხიმოვნების მკურნალობის ბუნებრივი საშუალებები

1893959
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 7-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 7-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 7-2022-23

გადაცემა მომზადებულია ექიმ, მეჰმეთ უჩარის მიერ

ჩვენი დღევანდელი თემაა: ღვიძლის გაცხიმოვნების მკურნალობის ბუნებრივი საშუალებები.

ღვიძლის გაცხიმოვანება ნიშნავს ცხიმის გადაჭარბებულ დაგროვებას ღვიძლის უჯრედებში.

• თევზის მოხმარება უნდა გაიზარდოს

ღვიძლის გაცხიმოვანების თავიდან ასაცილებლად უნდა მიირთვათ ნაკლებად ცხიმიანი და უცხიმო თევზები, რომლებიც ომეგა 3-ს შეიცავს.

• ოხრახუშის ლიმონის ნარევი

იგი მზადდება შემდეგნაირად; 15-16 ცალი ოხრახუშის ღერო ჩაყარეთ ბლენდერში, დაამატეთ ორი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და ნახევარი ჭიქა წყალი. დააბლენდერეთ ორი წუთის განმავლობაში. დალიეთ იგი მთლიანად საუზმემდე 15 წუთით ადრე დღეში ერთხელ. 15 დღის შემდეგ შეისვენეთ 5 დღე და კვლავ მიიღეთ 15 დღის განმავლობაში.

• ყავა

ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვანების დაავადების მქონე ადამიანების კვლევებში, მათ, ვინც აღნიშნავდა, რომ დღეში ორ ან მეტ ფინჯან ყავას სვამდა, ღვიძლის ნაკლები დაზიანება ჰქონდა, ვიდრე მათ, ვინც სვამდა ცოტას ან საერთოდ არ სვამდა ყავას. დღეში ერთი ფინჯანი ყავა სასარგებლოა გაცხიმოვანებული ღვიძლისთვის.

• ძირტკბილას დანამატები

მას შეუძლია სასარგებლო იყოს ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვანების დაავადების მქონე ადამიანებისთვის და დაიცვას ალკოჰოლით გამოწვეული ღვიძლის დაზიანებისგან. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება იყოს უფრო მგრძნობიარე ძირტკბილას დანამატების მიმართ. ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

• ლიმონი

ნახევარი ლიმონის წვენის ერთ ჭიქა წყალში გარევა და ამ სასმელის დალევა დღეში 2-3-ჯერ რამდენიმე კვირის განმავლობაში სასარგებლოა გაცხიმოვანებული ღვიძლისთვის.

• ავოკადო და კივი

ავოკადოს რეგულარულად ყოველკვირეული მოხმარება ხელს უშლის ღვიძლის ცხიმიანობას. ავოკადო შეიძლება მიირთვათ დღის განმავლობაში გარკვეული ინტერვალებით. კივი კიდევ ერთი ხილია, რომელიც ასევე სასარგებლოა ღვიძლისთვის.

• ვაშლის ძმარი

ერთი სუფრის კოვზი ნატურალური ვაშლის ძმარი დაამატეთ ჭიქა თბილ წყალში და დალიეთ 2-ჯერ დღეში ჭამის წინ. სურვილისამებრ, დასატკბობად შეგიძლიათ დაამატოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლიც. ამ მეთოდმა რომ იმუშაოს, რეგულარულად უნდა გააგრძელოთ მისი მიღება 1-2 თვე.

• კურკუმა

შეგიძლიათ 1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი ჭიქა წყალში ჩაყარო, აადუღოთ და დალიოთ დღეში ორჯერ რამდენიმე კვირის განმავლობაში.

• დენდელიონი

ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი გამხმარი დენდელიონი ერთ ჭიქა ცხელ წყალში, გააჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში და დალიეთ. ეს მცენარეული ჩაი უნდა დალიოთ ყოველდღე რამდენიმე კვირის განმავლობაში. მაგრამ გაფრთხილებთ, თუ ორსულად ხართ ან დიაბეტით ხართ დაავადებული, თავი აარიდეთ დენდელიონს.

• მწვანე ჩაი

ყოველდღიურად რეგულარულად 2-3 ჭიქა მწვანე ჩაის დალევა კარგია უალკოჰოლო ცხიმოვანი ღვიძლისთვის.

• ბოსტნეული

ღვიძლის გაცხიმოვანების ჩივილების შემთხვევაში უნდა გაიზარდოს ბოჭკოვანი საკვების, როგორიცაა ბოსტნეული და ხილი, მოხმარება და დღეში მინიმუმ 5 პორცია ბოსტნეული და ხილი უნდა მიიღოთ.

ბოსტნეული, როგორიცაა ბრიუსელის კომბოსტო, ხახვი, პრასი, ბამი, ყაბაყი, ისპანახი, ბოლოკი, წარხლის ფოთოლი, რუკოლა, მწვანე ლობიო, ბროკოლი, უნდა მიირთვათ ბოჭკოების მაღალი შემცველობის გამო.

კვების რაციონში უნდა იყოს შეტანილი ღვიძლისთვის სასარგებლო საკვები, როგორიცაა არტიშოკი და ნიახური. არტიშოკის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ის არის, რომ ასუფთავებს ღვიძლს და უზრუნველყოფს ნაღვლის ადვილ გადინებას.

• ნიორი

უმი ნიორს აქვს ღვიძლის დამცავი თვისებები და შეიძლება გააუმჯობესოს ღვიძლის ჯანმრთელობა გაცხიმოვანების დაავადებების მქონე პირებში. უმი ნივრის ჭამამ შეიძლება დაიცვას ღვიძლის კიბოსგან.

• ჯანჯაფილი და კურკუმა

მათ შეუძლიათ შეამცირონ ღვიძლის დაზიანება და ქოლესტერინი, სისხლში შაქარი და ანთება ღვიძლის გაცხიმოვანების მქონე ადამიანებში.

• გინკო ბილობა

ეს არის ეფექტური მცენარეული დანამატი ცხიმოვანი ღვიძლის დაავადების დროს.

• ჟენშენი

ის შეიძლება დაგეხმაროთ დაიცვათ ღვიძლი დაზიანებისგან. თუმცა, ჟენშენს აქვს წამლებთან რეაქციის რისკი.

• ვარჯიში

ცხიმოვანი ღვიძლის მქონე ადამიანებმა რეგულარულად უნდა იარონ ფეხით და ივარჯიშონ.

• ბაყაყურა (Silymarin)

ის შეიძლება სასარგებლო იყოს ღვიძლის გარკვეული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, ალკოჰოლური ციროზის ჩათვლით.

• გვირილა

ღვიძლის გაცხიმოვანებისგან თავის დაღწევა შეგიძლიათ გვირილის ჩაის რეგულარულად, დღეში 2-ჯერ მიღებით. თუ გვირილის ჩაის რეგულარულად მიირთმევთ, ის უფრო ეფექტურ შედეგს იძლევა და აღმოფხვრის მსგავს ჩივილებს.

• არ დალიოთ ალკოჰოლი

ალკოჰოლი ფაქტიურად ღვიძლის მტერია. ალკოჰოლი იწვევს ღვიძლის დიდ დაზიანებას. ის იწვევს როგორც ღვიძლის გაცხიმოვანებას და ასევე კლავს ღვიძლის უჯრედებს. შედეგად, ალკოჰოლი შეუქცევად ზიანს აყენებს ღვიძლს.

• ნატურალური საკვები

ღვიძლის დატვირთვის შესამცირებლად უპირატესობა უნდა მიენიჭოს ნატურალურ საკვებს, ხოლო დანამატებს მაქსიმალურად მოერიდოთ.

• ხშირად უნდა მიირთვათ ნიგოზის და თხილის მსგავსი ცხიმის შემცველი საკვები.



მსგავსი ინფორმაციები