აქტუალური თემის ანალიზი 5-2022

რუსეთ-უკრაინის ომი მწვავდება

1886243
აქტუალური თემის ანალიზი 5-2022

აქტუალური თემის ანალიზი 5-2022

აქტუალური თემის ანალიზი 5-2022-23

რუსეთ-უკრაინის ომი მწვავდება

პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი

რუსეთ-უკრაინის ომი ახალ ფაზაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადებით და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული რეფერენდუმით. ხარკოვის რაიონში მძიმე მარცხის შემდეგ, რუსებმა განაცხადეს, რომ ბრძოლის ველზე ბალანსის აღსადგენად ნაწილობრივი მობილიზაციით 300 000 ადამიანს შეაიარაღებენ და ფრონტის ხაზზე გადაიყვანენ. თუმცა, რამდენად შეცვლის ეს ნაბიჯი რეალობას ადგილზე რუსების სასარგებლოდ უცნობია. ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში დაპირისპირება გრძელდება. რუსებმა დახურეს გაზსადენები ევროკავშირთან, მხოლოდ „თურქული ნაკადი“ აგრძელებს გაზის აქტიურ გადაზიდვას.   

მოხდა ორი კრიტიკული მოვლენა, რომელიც გავლენას მოახდენს უკრაინის ველზე ომის მიმდინარეობაზე. პირველი არის რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში რეფერენდუმის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება. როგორც მოსალოდნელი იყო, მიღებული იქნა რუსეთთან შეერთების გადაწყვეტილება თითქმის ასპროცენტიანი შედეგით ყველა ამ რეგიონში. რა თქმა უნდა, ამ რეფერენდუმებს არანაირი იურიდიული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თუ რუსები აღიარებენ რეფერენდუმის შედეგებს და გამოაცხადებენ, რომ ამ რეგიონების ანექსია მოახდინეს, მაშინ, თუ უკრაინის არმია ამ რეგიონებს თავს დაესხმება, ეს განიხილება როგორც თავდასხმა რუსეთის მიწაზე და ამ შემთხვევაში ეს უკანასკნელი იმუქრება მის ხელთ არსებული სამხედრო საშუალებების გამოყენებით, მათ შორის ბირთვული იარაღის. რეფერენდუმის კიდევ ერთი შედეგია ის, რომ იგი სრულად ანგრევს შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ზელენსკიმ ღიად განაცხადა, რომ თუ ეს რეფერენდმები ჩატარდება, ისინი არ დაჯდებიან რუსებთან მოლაპარაკების მაგიდასთან.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა არის ის, რომ პუტინმა მკაცრი გამოსვის შემდეგ ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ განაცხადა, რომ 300 000 ადამიანი იქნება გაწვეული სამხედროში და მათგან 250 ათასი უკვე რეზერვისტია. თუმცა, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ათიათასობით ადამიანი აიძულეს სამხედრო სამსახურში გასულიყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო მედიაში გავრცელდა ათასობით რუსის ქვეყნიდან გაქცევის მცდელობის კადრები. ასევე ისეთ ავტონომიურ რესპუბლიკებში, როგორიცაა დაღესტანი, ხალხმა მწვავე რეაქცია გამოხატა. პუტინისთვის ომის შიდა ხარჯები გაიზარდა.

პუტინის ნაწილობრივი მობილიზაციის გადაწყვეტილებით, რუსული არმია ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდით ცდილობს დააბალანსოს უკრაინის არმია ფრონტის ხაზზე. განსაკუთრებით მძიმე მარცხმა ხარკოვში სერიოზულად შეაშფოთა პუტინი და მისი ძალოვანები. დასავლეთის ქვეყნების შეუზღუდავი სამხედრო დახმარება და ძლიერი მორალური მოტივაცია ადგილზე მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის არმიამ დაიწყო რუსეთზე უპირატესობის დამყარება.

ახლა პუტინს სურს მინიმუმ დააბალანსოს ფრონტის ხაზები, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის არმიას და თავდაცვის მრეწველობას არ გააჩნია დანაკარგების ჩანაცვლების უნარი, რუსეთისთვის თითქმის შეუძლებელი ჩანს გამანადგურებელი ომის მოგება. არსებობს შესაძლებლობა, რომ რუსებმა გაიმარჯვონ უკრაინასა და მის მოკავშირეებთან მხოლოდ ნაწილობრივი მობილიზაციის სრულ მობილიზაციაში გადაზრით, მთელი მისი ინდუსტრიული ინფრასტრუქტურისა და ადამიანური ძალის ომში გადატანით, წინააღმდეგ შემთხვევაში ან ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს მიმართავს, ან თანდათან დატოვებს იმ ადგილებს, რომლებიც დაიკავა. ამჟამინდელი სამხედრო ბალანსის გათვალისწინებით, ნაწილობრივი მობილიზაციით რუსების ველიდან გამარჯვებული გამომოსვლა შეუძლებელია. 



მსგავსი ინფორმაციები