აქტუალური თემის ანალიზი 4-2022

თურქეთი და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია

1883768
აქტუალური თემის ანალიზი 4-2022

აქტუალური თემის ანალიზი 4-2022

თურქეთი და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გასულ კვირას უზბეკეთის ქალაქ, სამარყანდში გამართულ, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შთო) სამიტში მონაწილეობამ,  ახალი დებატები გამოიწვია თურქეთის საგარეო პოლიტიკაში. ეს იყო პირველი პირისპირ შეხვედრა კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ განსაკუთრებით, უკრაინაზე რუსული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. თურქეთის მონაწილეობა ამ შეხვედრაში პრეზიდენტის დონეზე, მრავალი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ის ფაქტი, რომ თურქეთი არის ნატოს წევრი და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა და ორგანიზაცია განიხილება როგორც ეკონომიკური სტრუქტურა დასავლეთის წინააღმდეგ. ის, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა სამიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თურქეთი მიზნად ისახავს გახდეს ორგანიზაციის წევრი, ამ დისკუსიებს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. მაშ, მართლა ხედავს თურქეთი შთო-ს დასავლეთის „ალტერნატივად“? ძალიან რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა…

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორის, პროფესორ მურათ იეშილთაშის მიერ მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...  

არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც თურქეთს სურს იყოს შთო-ს ნაწილი. ერთ-ერთი პირველი პუნქტი, რომელიც უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ ეს მოთხოვნა არ არის ახალი. აღნიშნული ინიციატივა თურქეთმა, 2019 წელს გამოაცხადა. ეს კი განიხილება, როგორც ახალი ძიების ნაწილი თურქეთის საგარეო პოლიტიკაში. ამ გაფართოების ორი მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს. პირველი საფუძველი არის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება რეგიონის ქვეყნებთან. ამ კონტექსტში, თურქეთს სურს გაზარდოს ამჟამინდელი ვაჭრობის მოცულობა რეგიონის ქვეყნებთან, ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებით. მეორე საფუძველი არის თურქეთის აქტიური მონაწილეობა რეგიონულ ორგანიზაციებში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის გეოპოლიტიკური მდებარეობა „შუა დერეფანში“, ერთი სარტყელი - ერთი გზის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ჩინეთი კარგა ხანია ახორციელებს, თურქეთის როლს შთო-ში უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

კიდევ ერთი პუნქტი, რომელიც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, შთო-ში მონაწილეობის მიღების მომენტში თურქეთის სურვილზე, არის ის, რომ თურქეთის უსაფრთხოების გარემო ბოლო წლებში ყოვლისმომცველ ტრანსფორმაციას განიცდის. თურქეთსა და საბერძნეთს შორის მზარდი დაძაბულობა, საბერძნეთის უკან აშშ და ევროპა დგას, აშშ-მ გააუქმა იარაღის ემბარგო კვიპროსის ბერძნულ ადმინისტრაციაზე და სამხედრო ბაზები, რომლებიც აშშ-მ გაამაგრა საბერძნეთში, ზრდის თურქეთის შეშფოთებას. მეორეს მხრივ, აშშ-ის ურთიერთობა PKK/YPG-თან სირიაში და ზოგადად სირიაში არსებული ვითარება. ამ ეტაპზე დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვებაში წარუმატებლობა თურქეთსაც აფიქრებს. უკრაინაში მიმდინარე ომი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული დაძაბულობისა და ომის რისკის გათვალისწინებით, ჩანს, რომ თურქეთის უსაფრთხოების გარემო საკმაოდ აქტიურია. როდესაც დაძაბულობის ამ ზონებს ერაყი და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა დაემატება, თურქეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ხდება მის წევრ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობების დამყარება, შთო-ს კონტექსტში. რა თქმა უნდა, ორგანიზაციის წევრობა არ წარმოადგენს თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების უშუალო გადაწყვეტის საფუძველს. თუმცა, თურქეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პოლიტიკაში ბალანსის შენარჩუნება დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესების შესაძლებლობის პირობებში.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც გასათვალისწინებელია შთო-სადმი თურქეთის განცხადებებში, არის თურქეთის მოსაზრება, რომ საერთაშორისო სისტემამ ტრანსფორმაცია განიცადა. ამ თვალსაზრისმა, რომელიც განსაკუთრებით გლობალური პანდემიის დროს გახდა ნათელი, განაპირობა იმ იდეის დომინირება, რომ ძალაუფლება დასავლეთიდან აზიაში გადადის საერთაშორისო სისტემაში. თურქეთს ასევე სურს როლი შეასრულოს აზიის გეოპოლიტიკაში, რათა უკეთ მომზადდეს აღნიშნული ძალაუფლების გადასვლის პროცესი. თურქეთი შეიძლება იყოს ეფექტური ძალა აზიის კონტინენტზე, როგორც მისი ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკური საკითხებით, ასევე მისი მზარდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობით, წერს ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორი, პროფესორი მურათ იეშილთაში.



მსგავსი ინფორმაციები