გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 3-2022

ერზინჯანის ტულუმის ყველი

1882687
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 3-2022

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 3-2022         

ილქერ თაშქინ

ერზინჯანის ტულუმის ყველი

თურქეთის აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში მდებარე ერზინჯანის ტულუმის (გუდის) ყველი, ერზინჯანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის განაცხადის საფუძველზე 2000 წელს, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ერზინჯანის ტულუმის ყველი არის თეთრი და კრემისფერი ნახევრად მყარი ყველი, რომელიც ადვილად არ იშლება და მისი უნიკალური არომატი ადვილად იგრძნობა ჭამის დროს. ტულუმის არის ტრადიციული თურქული ყველი, რომელიც მზადდება თხის რძისგან. იგი ძირითადად, აპრილიდან სექტემბრის პერიოდში მზადდება. ყველის დასამზადებლად რძეს, რომელსაც რამდენჯერმე ფილტრავენ, ასვენებენ 2 საათის განმავლობაში, შემდეგ რძეს უმატებენ შირდენ საფუარს. ფერმენტირებულ რძეს იღებენ სპეციალურ საწურებში და ამუშავებენ ერთი საათის შემდეგ. 50 კილოგრამიან ტომარაში გადატანილ ყველს დაახლოებით ათი დღის განმავლობაში გამოშრობას ელოდებიან. ამის შემდეგ კი ერზინჯანის ქემაჰის რაიონში მოპოვებულ მარილს უმატებენ. საბოლოოდ, ერზინჯანის ტულუმის ყველი ივსება თხის ან ცხვრის ტყავის კომბინეზონში, მჭიდროდ დაჭერით და ინახება ცივ საცავში. ყველის მომწიფების პერიოდი მინიმუმ 4 თვეა.



მსგავსი ინფორმაციები