„კუთხე-კუნჭული“ 3 - 2022

ლეღვის სეზონი

1882357
„კუთხე-კუნჭული“ 3 - 2022

„კუთხე-კუნჭული“ 3 - 2022

„კუთხე-კუნჭული“ 3 - 2022-23 

ლეღვის სეზონი

გადაცემის ავტორია მარიამ გაფრინდაშვილი.

აგვისტოს ბოლო და სექტემბრის თვე ლეღვის სეზონია. ლეღვის სასარგებლო თვისებები მისი ნაყოფის ცოცხლად მირთმევის დროს ვლინდება. ლეღვი თაფლისმაგვარ გემოსთან ერთად კანის გამაახალგაზრდავებელ უნიკალურ მინერალებსაც შეიცავს. შეიძლება ითქვას, რომ ლეღვი ნამდვილი ანტიოქსიდანტია. ის ასევე დიდი რაოდენობით C ვიტანიმს შეიცავს, რაც ასევე კანისთვის უებარია. კანისთვის ყველაზე ბუნებრივი ნიღაბი ასე შეგიძლიათ დაამზადოთ: სამი ცალი ლეღვის კანი ჩანგლით პატარა თასში ჩასრისეთ, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი რძე და ნახევარი ჩაის კოვზი გამხმარი ჯანჯაფილის ფხვნილი. ასევე შეგიძლიათ დაფხვნილი შვრიაც დაუმატოთ, შემდგომ კი ეს მასა ნიღაბის სახით გამოიყენოთ. ლეღვის ნახარშისგან განსხვავებით, რომელიც არასწორი და გაუმართლებელი რეცეპტია, ლეღვის კანის ასეთი ნიღაბი კანისთვის „მისწრებაა“.

ამიტომაც არ დააყოვნოთ და მის ჩირად გადაქცევამდე გემოსთან ერთად სასარგებლო თვისებებითაც დატკბით.

დახლებზე ცოცხალი ლეღვის დაგემოვნება სწორედ აგვისტოსა და სექტემბრის თვეებში შეგიძლიათ. 15 სექტემბრის შემდგომ კი უკვე ლეღვის ჩირი და მისგან დამზადებული ჯემი, მურაბა და ფექმეზის შეძენაცაა შესაძლებელი. ლეღვის ჩირად გადაქცევა ან დაჩამიჩება ორი მეთოდის მეშვეობით ხდება. პირველი მეთოდი ძველი და საკმაოდ ნაცადია, რომლის მიხედვითაც ლეღვს კანიანად რამდენიმე ნაჭრად ჰყოფენ და მზის გულზე ფართო მაგიდებზე ჰფენენ. თურქეთში, ეგეოსისა და ხმელთაშუაზღვის აუზის რეგიონი ლეღვის მოსავლით ცნობილი უძველესი მხარეა. სწორედ ამ რეგიონში დიდ ქალაქებსა და სოფლებში ლეღვის მოსავლიანი თვეები ნამდვილ დღესასწაულად იქცევა ხოლმე. ცოცხალი ლეღვის მოსავლის მოლევის შემდგომ მოედნებზე დიდ მაგიდებს შლიან და ლეღვის ნაჭრებს მზეზე აშრობენ, შემდგომ კი მთელს თურქეთს ლეღვის ჩირით ამარაგებენ. ლეღვის გამოშრობის მეორე მეთოდის მიხედვით ლეღვს წყალში ავლებენ, შემდგომ კი საცრის მსგავს ჭურჭელში ათავსებენ და რამდენიმე კვირა ასე აყოვნებენ. ასევე შესაძლებელია ლეღვის ღუმელშიც გამოშრობა.

ლეღვის ხე სხვა ხეებთან შედარებით ყვავილის გამოღების გარეშე ისხამს ნაყოფს. მისი ნაყოფი მისივე ყვავილია. ლეღვის ხეები სქესის მიხედვით იყოფა. მამრი ხის ნაყოფისგან მტვერს მწერები მდედრის ნაყოფში ზიდავენ და ამით ნაყოფის დამწიფებას უწყობენ ხელს.

თურქეთის იზმირის რეგიონში ლეღვი ადგილობრივი სიმბოლოს სახესაც ატარებს. მისი საზღვარგარეთული სახელიც კი იზმირის ძველი დასახელებიდან ზმირნადან იღებს სათავეს და მას უცხოეთში ზმირნაფიკს ეძახიან. ქალიმირნა ლეღვიც არსებობს, რომელიც ამერიკაში იზრდება. ის სწორედ მე-19-ე საუკუნეში გამოჩნდა და მისი სახელი კალიფორნიისა და იზმირის შეერთებით დაერქვა. წყაროებიდან როგორც ირკევევა, სწორედ ამ პერიოდში ამერიკაში იზმირიდან ცნობილი ზმირნა ლეღვის ნერგები წაუღიათ, თუმცა მაშინვე ვერ გაუხარებიათ. მაგრამ მაშინვე აღმოუჩენიათ, რომ ზმირნას ლეღვის გახარება სწორედ ზმირნას მწერის გარეშე შეუძლებელია, ამიტომაც კალიფორნიაში იზმირიდან მწერების წაყვანა მოუხერხებიათ და ზმირნაფიკი სწორედ ასე გახდა ამერიკული ლეღვის თავგადასავლის დასაწყისი.

წელს ლეღვის ფასი თურქთშიც და საქართველოშიც, განსაკუთრებით საკურორტო რეგიონებში წინა წლებთან შედარებით წარმოუდგენლად მაღალია. თურქეთში ამის მიზეზი ლეღვის მოსავლის დიდი ნაწილის ექსპორტად გაგზავნა გახდა. სამწუხაროდ, ლეღვი ადვილად ხელმისაწვდომი პროდუქტების სიიდან ამოვიდა. ლეღვის ნერგიდან მშვენიერი ნაყოფის მიღება მისი აივანზე ქოთანში დარგვითაცაა შესაძლებელია.


საკვანძო სიტყვები: #ლეღვი , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები