მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 3-2022

დამსკდარი ქუსლების მკურნალობის ბუნებრივი საშუალებები

1881718
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 3-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 3-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 3-2022-23

გადაცემა მომზადებულია ექიმ, მეჰმეთ უჩარის მიერ

დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ დამსკდარი ქუსლების მკურნალობის ბუნებრივ საშუალებებზე

ლიმონი

თუ დამსკდარი ქუსლები გაწუხებთ, დაამატეთ ცოტა ლიმონის წვენი და მარილი თბილ წყალში, გააჩერეთ ფეხები მასში დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში სანამ წყალი არ გაგრილდება.

შემდეგ გაიხეხეთ ქუსლი პემზის ქვის დახმარებით. ბოლოს დაიბანეთ სუფთა წყლით და გაიმშრალეთ პირსახოცით.

ყურადღება უნდა მიაქციეთ ამ მეთოდის გამოყენებისას, იმას, რომ წყალი არ იყოს ძალიან ცხელი. ცხელი წყალი იწვევს კანის გაშრობას და, შესაბამისად, ქუსლების მეტ დახეთქვას.

კიდევ ერთი მეთოდი, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ, არის ლიმონის წვენის გამოწურვის შემდეგ დარჩენილი ქერქით ქუსლების მასაჟი.

ვაშლის ძმარი

შეავსეთ თასი თბილი წყლით. დაუმატეთ მას ნახევარი ჭიქა ვაშლის ძმარი. გააჩერეთ ფეხები ამ წყალში 15 წუთის განმავლობაში. წყლიდან ფეხების ამოღების შემდეგ შეგიძლიათ პემზის ქვით გაიხეხოთ.

სოდა

2 კოვზ სოდას შეურიეთ 3-4 წვეთ ლიმონის წვენი ისე რომ პასტის კონსტიტენცია მიიღით. თბილი წყლით დაბანილ ქუსლებზე წაისვით და დატოვეთ 10 წუთი. შემდეგ კვლავ დაიბანეთ და წაისვით დამარბილებელი.

მცენარეული გადამზიდი ზეთები

ამ ზეთების საერთო თვისება, რომლებიც ძალიან კარგია კანისთვის, როგორიცაა ზეითუნის ზეთი, ქოქოსის ზეთი, სეზამის ზეთი ან ნუშის ზეთი, არის ის, რომ ბუნებრივად ატენიანებენ კანს.

დამსკდარი ქუსლის ბზარის მოსაშორებლად; ფეხების თბილ წყალში ცოტა ხნით გაჩერების შემდეგ ქუსლი პემზის ქვით გაიხეხეთ. შემდეგ გაიწმინდეთ, გაიმშრალეთ და შეიზილეთ ფეხის ძირებზე თქვენს მიერ არჩეული ერთ-ერთი ზეთი. ამ პროცესის შემდეგ ფეხზე წინდები ჩაიცვათ და ასე დაიძინეთ.

თქვენ შეგიძლიათ გაიმეოროთ ეს მეთოდი ყოველ საღამოს, სანამ ქუსლების ბზარები მთლიანად არ გაქრება.

ჩაის ხის ეთერზეთი

დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით და გაიმშრალეთ. ჩაის ხის ეთერზეთი დაისხით ქუსლებზე და შეიზილეთ თითით. შემდეგ ჩაიცვით წინდები და დატოვეთ მთელი ღამე.

ვაზელინი

ფეხების თბილ წყალში გაჩერების შემდეგ ქუსლები პემზის ქვით გაიხეხეთ, წაისვით ბევრი ვაზელინი, წინდები ცაიცვით და ისე დაიძინეთ.

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ვაზელინი შეურიოთ ჩაის კოვზ ლიმონის წვენს და წაისვათ ფეხებზე.

ავოკადო

ნახევარი ავოკადო შეურიეთ ბანანს და გახეხეთ. წაისვით ეს ნარევი დახეთქილ ქუსლებზე და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

დამატენიანებელი კრემი

ყოველ საღამოს, ფეხების თბილ წყალში დაბანის შემდეგ, გაიწმინდეთ პემზის ქვით, წაისვით დამატენიანებელი კრემი ფეხის ძირებზე. ეს საშუალებას მოგცემთ ქუსლის ბზარები სწრაფად მოიშოროთ.

ამ მეთოდის გამოყენება ყოველი შხაპის შემდეგ ხელს უშლის ქუსლების დახეთქვას.

კრემის წასმის შემდეგ შეგიძლიათ ბამბის წინდები ჩაიცვათ და ფეხების ძირები თბილი შეინარჩუნოთ.

თაფლი

შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა თაფლი თბილ წყალში და გააჩეროთ ფეხები ამ წყალში დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ უნდა ჩამოიბანოთ, გაიმშრალოთ და ქუსლები პემზის ქვით გაიხეხოთ.

თაფლი და ზეითუნის ზეთი

1 ჩაის კოვზი თაფლი ერთ სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს კარგად აურიეთ. შეიზილეთ ეს ნარევი ქუსლებზე და დატოვეთ 20 წუთი.

მწიფე ბანანი

მწიფე ბანანი დასრისეთ და ქუსლებზე შეიზილეთ.

თუ შესაძლებელია, ბანანი 5-10 წუთის განმავლობაში ფეხზე დატოვეთ. შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. ამის შემდეგ, ფეხები 5-10 წუთის განმავლობაში ცივ წყალში გააჩერეთ.

ბრინჯის ფქვილი

ბრინჯის ფქვილის წყალობით მკვდარი კანი შეგიძლიათ ქუსლებიდან მოიშოროთ და ამით თავიდან აიცილოთ ბზარები. გამოყენება: 1 მუჭა ბრინჯის ფქვილი შეურიეთ რამდენიმე ჩაის კოვზ თაფლს და ვაშლის ძმარს, სანამ არ მიიღებს პასტის კონსტიტენციას. გააჩერეთ ფეხები თბილ წყალში 10-15 წუთის განმავლობაში, გააშრეთ და ბოლოს თქვენს მიერ მომზადებული პასტა ქუსლებზე შეიზილეთ.

ეფსომის მარილი

ჩაყარეთ ეფსომის მარილი თბილ წყალში და გააჩერეთ ფეხები მასში მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დარბილებული ქუსლები პემზის ქვით გაიხეხეთ, ისევ გააჩერეთ ფეხები ეფსომის მარილიან წყალში 10 წუთის განმავლობაში. ბოლოს გაიმშრალეთ და წაისვით დამატენიანებელი.

ვარდის წყალი და გლიცერინი

შეურიეთ გლიცერინი და ვარდის წყალი თანაბარი რაოდენობით. წაისვით ნარევი ქუსლებზე და ფეხებზე ღამით ძილის წინ ჩაიცვით წინდები და დაიძინეთ.



მსგავსი ინფორმაციები