ანატოლიის კულტურული საგანძურები 03-2022

დალიანი-ქიოიჯეღიზის ლაგუნის სისტემა და კაუნოსი

1880374
ანატოლიის კულტურული საგანძურები 03-2022

ანატოლიის კულტურული საგანძურები 03-2022

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

დალიანი-ქიოიჯეღიზის ლაგუნის სისტემა და კაუნოსი

ახალგაზრდა გოგონა იქცევა დაფნის ხედ, რათა არ დაკარგოს სიწმინდე. იგი აგრძელებს ცხოვრებას ნარცისის ყვავილის სახით, რომელიც შეიყვარებს საკუთარ სილამაზეს. ბერძნულ მითოლოგიაში ბევრი ამბავია იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა ბუნება, ბუნებრივი მოვლენები და მცენარეები. დღეს, ანატოლიის კულტურულ საგანძურების პროგრამაში, აღვწერთ ბუნების საოცრებას, დალიანი-ქიოიჯეღიზის ლაგუნის სისტემას, რომელიც, მითოლოგიის მიხედვით, ცრემლებისგან წარმოიქმნა.

მილეტის მეფეს ჰყავდა ერთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. და-ძმას ერთმანეთი ძალიან უყვართ. იმის შიშით, რომ ეს სიყვარული შეუძლებელ და აკრძალულ სიყვარულად გადაიქცევა, მისი ძმა კაუნოსი ტოვებს ქვეყანას და ბიბლისის მაღალ ბორცვზე ადის და ტირილს იწყებს. მითოლოგიის მიხედვით, დალიანის ლაგუნა ბიბლისის მიერ დაღვრილი ცრემლებისგან წარმოიქმნება.

ბიბლისის ძმა კაუნოსი სადაც არ უნდა წავიდეს, აარსებს ქალაქს თავისი სახელით. ქალაქი, რომელიც მითოლოგიურ ამბავშია მოხსენიებული, იყო ქალაქი კაუნოსი, რომელსაც ძველად ხმელთაშუა ზღვამდე ჰქონდა სანაპირო, დღეს ამ უძველეს ქალაქს მასპინძლობს ქალაქი მუღლა. კაუნოსი დაარსდა ყურეში, მაგრამ დროთა განმავლობაში მდინარე დალიანის მიერ გადატანილი ალუვიები (ზვავები) ავსებს ყურის პირს და ქალაქი ზღვიდან იჭრება. ასე იქმნება რეალურად ქიოიჯეღიზის ლაგუნის სისტემა. ეს ლაგუნები ითვლება მსოფლიოში შვიდი ყველაზე რთული ლაგუნის სისტემიდან. ეს ტერიტორია ქიოიჯეღიზის ტბასა და ხმელთაშუა ზღვას შორის ძალიან განსაკუთრებული გეოგრაფიაა. ტერიტორია, სადაც ზღვა და ტბა ერთმანეთშია გადაჯაჭვული, ლერწმით დაფარული არხებისგან შედგება. ეს ლაგუნები არის შესანიშნავი ადგილი შთამბეჭდავი ხედით, რომელიც წააგავს ლაბირინთს და ეკოსისტემას, რომელიც მასპინძლობს მრავალ ცოცხალ არსებას. ერთ-ერთი ასეთი არსება კარეტაა. ეს ადგილი არის თურქეთში პირველი და ერთადერთი „ზღვის კუების კვლევისა და რეაბილიტაციის ცენტრი“.

დალიანი მსოფლიოში ცნობილი ადგილია არა მხოლოდ თავისი სპეციალური ლაგუნის სისტემით და „ზღვის კუების კვლევისა და რეაბილიტაციის ცენტრით“, არამედ, კლდოვანი სამარხებითაც. კლდის სამარხები მდებარეობს უძველეს ქალაქ კაუნოსში. უძველესი დროიდან მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი, კაუნოსი დღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დროებით სიაშია შეყვანილი. კაუნოსის მეფეებმა სამარხები მაღალ და ციცაბო კლდეებში გამოკვეთეს ღმერთებთან ახლოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი მსგავსია ლიკიის კლდოვან სამარხებთან, არქეოლოგები აცხადებენ, რომ ეს სამარხები სრულიად უნიკალურია კაუნოსისთვის. 2400 წლის წინანდელ სამარხებში მოხვედრა ხმელეთიდან შეუძლებელია, მასზე ასვლა მხოლოდ ნავით შეგიძლიათ. ნაპირზე მისვლის შემდეგ სამარხების ახლოდან დასათვალიერებლად ერთი კილომეტრის რთული გზის გავლაა საჭირო. სამარხებში შესვლა აკრძალულია. გაცილებით შთამბეჭდავია ამ სამარხების დანახვა იმ ადგილიდან, სადაც ხეების მწვანე ზღვის სილურჯეში აისახება.

დალიანი ისეთი მშვენიერი გეოგრაფიაა, რომ მისი ყოველი ნაწილიდან სიურპრიზი ჩნდება. ერთ-ერთი მათგანი მსოფლიოში ცნობილი ტალახის აბანოებია. ტალახი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით მინერალებს, როგორც ამბობენ, კარგია რევმატიზმისა და კანის დაავადებების დროს და ითვლება, რომ აშორებს ნაოჭებს. ამიტომ ტალახის აბანოებს ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს.

მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ…



მსგავსი ინფორმაციები