ანატოლიის კულტურული საგანძურები 01-2022

ჩიტების სახლები ანატოლიაში და მსოფლიოში პირველი ცხოველთა საავადმყოფო

1874632
ანატოლიის კულტურული საგანძურები 01-2022

ანატოლიის კულტურული საგანძურები 01-2022

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ჩიტების სახლები ანატოლიაში და მსოფლიოში პირველი ცხოველთა საავადმყოფო

„რა არის ქალაქი, გარდა ხალხისა?“ კითხულობს შექსპირი. ქალაქები არსებობენ ხალხის გამო. თუმცა, ურბანიზაცია იწვევს ადამიანების ბუნებისგან დაშორებას წლების განმავლობაში. როდესაც ვქმნით საცხოვრებელ ადგილებს, სამუშაო ადგილებს, გზებს, ძალიან ცოტა ადგილი რჩება მწვანე ზონებისთვის. როდესაც მათ ბუნებრივ ჰაბიტატებს ართმევენ, ბევრი ცოცხალის სახეობა ტოვებს ქალაქებს და თავისთვის პოულობს სხვადასხვა ადგილებს. რა თქმა უნდა, ქალაქის ცხოვრება მათზეც აისახება, მაგრამ მაინც თავისუფლად შეუძლიათ ფრენა და დაშვება სადაც უნდათ. რადგან ისინი ცას ეკუთვნიან.

ოდესმე თუ გიფიქრიათ, სად მიდიან ჩიტები, როცა ღამდება? მათაც აქვთ სახლები, სადაც უსაფრთხოდ ცხოვრობენ? შედიან ხეების ღრუებში თუ იმალებიან ტოტებში? დღეს გვინდა ვისაუბროთ ანატოლიაში ჩიტების სასახლეებზე…

ჩიტების სახლი არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ გავიგოთ თუ ადამიანებს რაოდენი თანაგრძნობა აქვთ. სხვა რა ემოციით შეიძლება აიხსნას თუ არა, პაწაწინა არსებებისთვის სპეციალური თავშესაფრების აშენებით, რათა დაიცვას იგი საფრთხისგან, გარდა სინდისისა და თანაგრძნობისა? ცნობილია, რომ პირველი მტრედების სახლები 800 წლის წინ კლდეებში იყო გამოკვეთილი. წერილობით წყაროებში აღნიშნულია მესოპოტამიაში ჩიტების სახლების არსებობა. მოგვიანებით, ფრინველთა სახლები ჩნდება სხვადასხვა ქვეყანაში და კულტურაში. ზოგიერთი მკვლევარი აღწერს ამ სტრუქტურებს, როგორც ცნობიერების უფრო მაღალი დონის ინდიკატორს. ელინისტურ და რომაულ ეპოქაში შენდება კოშკის ფორმის მტრედების სახლები. ჩიტების სახლები შეგიძლიათ ნახოთ ასლან ბაბას სამარხში თურქესტანში, ლაჰორის ციხესიმაგრეში პაკისტანში, აგრა-ფორტში ინდოეთში, წითელ ციხესა და თაჯ-მაჰალში. მაგრამ ის, რაზეც ჩვენ გვინდა ვისაუბროთ, არის ანატოლიის მიწებზე ფრინველებისთვის სპეციალურად შექმნილი სტრუქტურები.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსოფლიოს სხვა ცივილიზაციები ასევე ქმნიან სახლებს ფრინველებისთვის. თუმცა მათგან განსხვავდება ჩიტების სახლები ანატოლიაში. როგორც სხვა კულტურებში, ეს სახლები არ არის აშენებული ფრინველებზე სანადიროდ ან სარგებლობისთვის. იგი მზადდება მხოლოდ ფრინველთა თავშესაფრისთვის. ასე რომ, მიზანი და გაკეთების გზა ძალიან განსხვავებულია. ჩიტების სახლები აგებულია როგორც მინიატურები იმ ადგილებისა, სადაც ხალხი ცხოვრობს. ამიტომ მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც „ჩიტების სახლს“ ან „ფრინველთა სასახლეს“.

დასავლელ მოგზაურებსა თუ დიპლომატებზე, რომლებიც ჩავიდნენ ანატოლიაში 1900-იანი წლების დასაწყისში, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ცხოველების, განსაკუთრებით ფრინველების მიმართ გამოვლენილმა ინტერესმა და პატივისცემამ. იტალიელი მწერალი ედმონდო დე ამისისი თავის მოგონებებში ყვება, რომ სტამბოლში სულთნებისა და ცალკეული პირების მიერ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყვნენ აყვანილი სხვადასხვა ფრინველები. გერმანელი მარშალი ჰელმუტ ფონ მოლტკე თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ სტამბოლში უსკუდარის რაიონში კატების საავადმყოფო არსებობას, ხოლო ბეიაზეთის უბანში მტრედების თავშესაფარი.

ფრინველთა სახლების პირველი ნიმუშები გვხვდება მე-13 საუკუნეში სელჩუკების პერიოდში. წერილობით წყაროებში შიფაიეს მედრესე სივასში მოხსენიებულია, როგორც პირველი ნაგებობა, სადაც ფრინველთა სახლი იპოვეს. ოსმალეთის იმპერიის დროს, ფრინველთა სახლები ფართოდ გავრცელდა. ეს სტრუქტურები იდენტიფიცირებულია სტამბოლთან, იმ პერიოდის დედაქალაქთან. სასახლე, მეჩეთი, მედრესე, სასტუმრო, აბანო (ჰამამი), ხიდი, სინაგოგა, შადრევნები, სახლები... მოკლედ, ჩიტების სახლები გვხვდება ყველგან სადაც მათი აშენება არის შესაძლებელი. ეს სახლები აგებულია ფასადებზე, სადაც ჩიტები თავს დაცულად იგრძნობენ და ყველაზე ნაკლებად დაზარალდებიან მკაცრი ამინდის პირობებში. ფანჯრები და ღარები, რომლებსაც მზე არ წვავს, ქარს არ ურტყამს და სიცივე არ აზიანებს.

ანატოლიელი ხალხი როგორც ცხოველების ასევე ფრინველების სასარგებლოდ ხშირად ამზადებს წყლის კონტეინერებს. მე-19 საუკუნეში ბურსაში წეროებისთვის აშენდა საავადმყოფო, რომლის მსგავსიც მსოფლიოში არ მოიპოვება. დროთა განმავლობაში მან ფუნქციონირება დაკარგა, მაგრამ, 2010 წელს ხელახლა გაიხსნა და ამჯერად უპატრონო ცხოველების თავშესაფრად გამოიყენება.

ჩიტების სახლები, რომლებიც პატარა მოდელის სახლებს ჰგავს, შესანიშნავი ხელოსნობისა და ესთეტიკის ანარეკლია. ამავე დროს, ეს არის ადამიანური თანაგრძნობის მაჩვენებელი, რომელიც იცავს არსებობას ყოველგვარი მოლოდინის გარეშე…

მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ…



მსგავსი ინფორმაციები