აქტუალური თემის ანალიზი 52-2022

ცვლის თუ არა თურქეთი სირიის პოლიტიკას?

1872757
აქტუალური თემის ანალიზი 52-2022

აქტუალური თემის ანალიზი 52-2022     

ცვლის თუ არა თურქეთი სირიის პოლიტიკას?

დისკუსიები და განცხადებები, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირაა გრძელდება, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თურქეთი ემზადება სირიის პოლიტიკის შესაცვლელად. დისკუსიებმა ახალი განზომილება მიიღო პრეზიდენტ ერდოღანის უკრაინიდან დაბრუნების დრის გაკეთებული განცხადებით: „ჩვენ გვსურს სირიასთან შემდგომი ნაბიჯების გადადგმა“.

ასეთი განცხადების გაკეთება, სოჭში, ერდოღან-პუტინის შეხვედრის შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. რადგან, სოჭის შეხვედრის მთავარი დღის წესრიგი სირია იყო.  შეხვედრაზე, პუტინმა ტერორიზმთან ბრძოლის გამოსავალად სირიის ადმინისტრაციასთან შეხვედრაზე მიუთითა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ მიანიშნებს რუსეთის პოზიციის ცვლილებაზე, ბოლო განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ თურქეთი ემზადება სირიის პოლიტიკის ცვლილებისთვის, „ასადის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების“ ეტაპზე.

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორის, პროფესორ მურათ იეშილთაშის მიერ მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პროცესში ოთხი მნიშვნელოვანი საკითხია.

პირველი საკითხი, რა თქმა უნდა, არის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის გაგრძელება გაეროს უშიშროების საბჭოს 2254 რეზოლუციის ფარგლებში. თურქეთის დღევანდელი პოზიცია უკვე სრულად ემორჩილება აღნიშნული რეზოლუციით გათვალისწინებულ საგზაო რუკას.

მეორე საკითხი, ტერორიზმთან ბრძოლაა. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში ადანას შეთანხმება ხშირად მოიხსენიება, შესაძლებელია ვისაუბროთ დამასკოსა და ანკარას შორის ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ ძირითადი ტექსტის არსებობაზე. რუსეთის მიერ თურქეთის, დამასკოს რეჟიმისკენ მიმართვის ლოგიკა სწორედ ამ ძირითად ტექსტზეა აგებული. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ უნდა აშენდეს ახალი პარტნიორობა სირიის რეჟიმთან PKK-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ კონტექსტში მთავარია, ის რომ სირიის რეჟიმის მხრიდან თურქეთის საზღვარის მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე მანბიჯში და ტელ-რიფატში განლაგებული  PKK-ს ლიკვიდაცია მოხდეს.  

მესამე საკითხი გახლავთ, ის თუ რა ბედი უნდა ეწიოთ დროებით თურქეთში თავშეფარებულ სირიელ მიგრანტებს. ამ პროცესში ეს, ყველაზე რთულად გადასაწყვეტი საკითხია. დევნილების რეჟიმის მიერ კონტროლირებად მიწებზე პოლიტიკური გადაწყვეტის გარეშე დაბრუნების მოლოდინი ნიშნავს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ლტოლვილთა საკითხებიდან რაიმე გაკვეთილი არ გვისწავლია. მიუხედავად იმისა, რომ ლიბანის და იორდანიის მთავრობებსა და სირიის რეჟიმს შორის დიალოგისთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს, ორივე ქვეყნიდან სირიაში დაბრუნება უკიდურესად შეზღუდული იყო. როგორც ჩანს, თურქეთში მყოფი ლტოლვილების რეჟიმის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე დაბრუნება, მხარეებს შორის შეუთანხმებლობის გარეშე ძალიან რთული იქნება.

მეოთხე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ოპოზიციონერების მდგომარეობაა. ამ ეტაპზე ასადის ადმინისტრაციის მიერ ოპოზიციასთან შესარიგებლად დაწესებული პირობების მიღება მათთვის სხვა არაფერია, თუ არა დანებება. როგორც ჩანს, შეუძლებელია ასადის ადმინისტრაციასთან მაგიდასთან ჯდომა მთელი სამხედრო და პოლიტიკური სტრუქტურის ლიკვიდაციით, განსაკუთრებით იარაღის დაყრით. თურქეთს არ შეუძლია შეეგუოს ასეთ სიტუაციას. მეორეს მხრივ, ოპოზიციის საკითხი იდლიბის პერსპექტივიდანაც უნდა იქნეს განხილული. თუ ეს ასე მოხდება, მაშინვე მიხვდებით, რომ საქმე კიდევ უფრო რთულდება.

ამიტომ, ბოლო განცხადებები ცხადყოფს, რომ თურქეთს სირიის პოლიტიკაში სტრატეგიული ცვლილების შეტანის ნაცვლად, პრობლემების გადაჭრის კუთხით ახალი ინიციატივა სურს.

 



მსგავსი ინფორმაციები