ანატოლიის კულტურული საგანძურები 52-2022

უძველესი ქალაქი კორიკოსი

1872348
ანატოლიის კულტურული საგანძურები 52-2022

ანატოლიის კულტურული საგანძურები 52-2022

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

უძველესი ქალაქი კორიკოსი

არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? ეს არის კითხვა, რომელიც აწუხებს ადამიანების უმრავლესობას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ჩათალჰოიუქის 9000 წლის სამარხები ერთ-ერთი  პასუხია ამ კითხვაზე. რადგან ვიცით, რომ ჩათალჰოიუქში გარდაცვლილების ყოველდღიური ნივთები საფლავში იყო ჩადებული, რათა ახალ სამყაროში თავი უცნაურად არ ეგრძნოთ მიცვალებულებს. კლდოვანი სამარხები, რომელთა მაგალითებს ვხედავთ ანატოლიის გეოგრაფიაში, ყველა მათგანი რეალურად ასახავს რწმენას, რომ არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ. ანტიკური პერიოდის ცნობილმა ფილოსოფოსმა პლატონმა წამოაყენა სულის უკვდავების თეორია, რომელიც ზეციურ რელიგიებზეც კი ახდენდა გავლენას. სული არსებობდა სხეულზე ადრე და იარსებებს შემდეგაც. სულის უკვდავების იდეა, რომელიც ასევე მიღებულია მონოთეისტური რელიგიების მიერ, აერთიანებს სამოთხისა და ჯოჯოხეთის ცნებებს. ითვლება, რომ ისინი, ვინც დროს ატარებენ დედამიწაზე, როგორც კარგი, პატიოსანი და ერთგული ადამიანები, სამოთხეში წავლენ. ბოროტების ჩამდენნი და ურწმუნოები კი ჯოჯოხეთში მიდიან... არა მარტო მონოთეისტურ რელიგიებში, თითქმის ყველა რწმენაში არის სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ და ერთგვარი დაჯილდოება-დასჯის მექანიზმი. ბევრ კულტურაში მიღებულია მოსაზრება, რომ სიკვდილი ახალი სიცოცხლის დასაწყისია...

სამოთხე ქრისტიანობაშიც და ისლამშიც ბაღად არის განსაზღვრული; სამოთხე არის ფართო და წყნარი ადგილი სიმწვანეს შორის, რომელშიც მდინარეები მოედინება. ჯოჯოხეთი კი, თავის მხრივ, განისაზღვრება, როგორც სიბნელის, ბოროტი არსებებისა და ჩაუქრობელი ცეცხლის ადგილი. სამოთხისა და ჯოჯოხეთის აღწერილობები განსხვავდება სხვადასხვა კულტურაში და სხვადასხვა რწმენაში. აბა, რას იტყვით, რომ გითხრათ, სამოთხე და ჯოჯოხეთი ანატოლიის მიწებზეა? მდებარეობს მერსინის სილიფკეს რაიონში, რომელიც ხიბლავს, აოცებს და აშინებს მის მნახველებს.

სწორედ, რომ დღევანდელ პროგრამაში ჩვენ მოგიყვებით სამოთხისა და ჯოჯოხეთის გამოქვაბულების შესახებ…

მერსინის სილიფკეს რაიონში ერთ-ერთ აყვავებულ გარემოში მდებარეობს სამოთხე და ჯოჯოხეთის ხვრელი, რომელიც თითქმის ხუთი ფეხბურთის მოედნის ზომაა! ჯოჯოხეთის ხვრელის პირი სამოთხეზე პატარაა, დაახლოებით 1,5 ფეხბურთის მოედნის სიგანე. სინამდვილეში, სამოთხეც და ჯოჯოხეთიც არის ნიჟარები, რომლებიც გაჩნდა მილიონობით წლის წინ. სამოთხე არის ფართო, მწვანე ნიჟარა, რომელიც ეშვება 450 საფეხურით მიწამდე, სადაც ისმის ჩიტების ხმები და მომდინარე წყლის დრტვინვა. იატაკთან ახლოს გამოქვაბულში ასევე მდებარეობს ეკლესია.

აქ განთავსდა ლიფტი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მოხუცების გათვალისწინებით. იმ დროს, როდესაც ქრისტიანობა აკრძალული იყო, მორწმუნეები ფარულად ასრულებდნენ ლოცვას სამოთხის ორმოში. მოგვიანებით აქ აშენდა ღვთისმშობლის ეკლესია. ასევე  ე.წ. სამოთხეში არის ზევსის ტაძარი. ჯოჯოხეთი კი, თავის მხრივ, არის საშინელი ორმო თავისი ბნელი და უძირო გარეგნობით, რომელშიც დაშვება შეუძლებელია ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე.

სამოთხისა და ჯოჯოხეთის გამოქვაბულებით ცნობილი, მერსინი ასობით წლის განმავლობაში მრავალ კულტურასაც მასპინძლობდა.  უძველესი ქალაქი კორიკოსი მერსინის ერდემლის რაიონში ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული ადგილია. ხეთების პერიოდიდან დაწყებული, კორიკოსი გახლდათ ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი. ეს არის უსაფრთხო ქალაქი ორმაგი თავდაცვის სისტემით, რომელიც შედგება სახმელეთო და საზღვაო ციხისგან, რომელსაც რეგიონში სხვა მაგალითი არ აქვს. პატარა კუნძულზე აშენებული ქალწულის ციხე დღეს, კორიკოსის ყველაზე ცნობილი ნაგებობაა. იგი ქვიშის ციხეს წააგავს თავისი კოშკებითა და კედლებით. დღეს ამ ციხესთან მისვლა, რომელიც სანაპიროდან არც თუ ისე შორს მდებარეობს, ცურვით ან სხვადასხვა საზღვაო მანქანებით არის შესაძლებელი.

ქალაქი კორიკოსი თავისი ეკლესიით, სარკოფაგით, ცისტერნით და აკვედუკით, იუნესკოს მსოფლიო დროებითი მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი.

 



მსგავსი ინფორმაციები