მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 51-2022

ხმის ჩახლეჩის მკურნალობის ბუნებრივი საშუალებები

1869193
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 51-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 51-2022

გადაცემა მომზადებულია ექიმ მეჰმეთ უჩარის მიერ

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ხმის ჩახლეჩის მკურნალობის ბუნებრივ საშუალებებზე.

მარილიანი წყალი

თუ ხმის ჩახლეჩას თან ახლავს ყელის ტკივილი, ეს შეიძლება მიუთითებდეს ყელის გაღიზიანებაზე. ყელის ტკივილის, გაღიზიანების და ხმის ჩახლეჩის დროს თბილი მარილიანი წყლის გამოვლება ეფექტური შედეგის მომტანია. ამ მიზნით ხსნარის მოსამზადებლად 1 ჭიქა თბილ წყალში ჩაამატეთ ნახევარ ჩაის კოვზი მარილი და ნელ-ნელა გამოივლეთ ყელში სანამ არ იგრძნობთ შვებას.

შეგიძლიათ ყელში მარილიანი და სოდიანი წყალიც გამოივლოთ. თუ ყელის ტკივილი გამოწვეულია მსუბუქი სიწითლით, ანუ მარტივი გაღიზიანებით, შეგიძლიათ განაგრძოთ მარილიანი და სოდიანი წყლის გამოვლება, ეს ეფექტური გამოსავალია.

ნიორი

ხმის ჩახლეჩის მკურნალობა შეიძლება მოკლე დროში დღეში 1-2 კბილი ნივრის ჭამით.

ექინაცეას ჩაი

ექინეცეას ჩაი ასევე კარგია ხმის ჩახლეჩის დროს. თუმცა, ვინაიდან ექინაცეა მძლავრი მცენარეა, არ არის რეკომენდებული დღეში 1 ან 2 ჭიქაზე მეტის დალევა.

ჩასუნთქული ჰაერის დატენიანება

მშრალი ჰაერის სუნთქვამ შეიძლება გააღიზიანოს ყელი და ხელი შეუწყოს ვოკალური იოგების ანთებას. ეს განსაკუთრებით ხშირია ზამთარში. გამათბობელზე სველი პირსახოცების ჩამოკიდება ან ორთქლის აპარატის გამოყენება ხელს უწყობს ჰაერის დატენიანებას. ნოტიო ჰაერი ხელს უწყობს ნახველის გათხელებას და ყელის გაღიზიანების განკურნებას. თბილი შხაპის მიღება ასევე კარგია ხმის ჩახლეჩისთვის, რაც ხელს უწყობს ყელის დატენიანებას.

ჯანჯაფილის ფესვი

ჯანჯაფილი ასევე გამოიყენება მშრალი ხველისა და ლარინგიტით გამოწვეული ხმის ჩახლეჩის მოსახსნელად. ჯანჯაფილი შეგიძლიათ წვრილად გახეხoთ და დაუმატოთ მიღებულ ხილის წვენებს ან გათლისა და დაჭრის შემდეგ შეგიძლიათ ჩაყაროთ ცხელ წყალში და მიირთვათ როგორც ჯანჯაფილის ჩაი.

ის ასევე შეიძლება მიირთვათ თაფლით დატკბობით.

შეგიძლიათ დალიოთ ჯანჯაფილის ჩაი.

თქვენ ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ჯანჯაფილი წვნიანებთან და კერძებთან შერევით.

დარიჩინის ქერქის ჩაი

ჩაყარეთ რამდენიმე დარიჩინის ჩხირი ჭიქა მდუღარე წყალში და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 5-6 წუთის განმავლობაში. გამორთეთ და გააჩერეთ ცოტა ხნით. გაწურვის შემდეგ დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, კარგად აურიეთ და დალიეთ. ეს ნაყენი შეიძლება მიიღოთ ერთი კვირის განმავლობაში.

ყელის პასტილების გამოყენება

პასტილები ხელს უწყობს ყელის დატენიანებას, ამცირებს ტკივილს და ხველას. თაფლის, ლიმონის, მწვანე ჩაის ან ექინაცეას შემცველი პასტილები კარგია ხმის ჩახლეჩისთვის.

თაფლი

თაფლი სასარგებლოა როგორც ყელის ტკივილის, ასევე ხმის ჩახლეჩის დროს. შეგიძლიათ მიირთვათ ერთი კოვზი თაფლი ყოველდღე და დალიოთ მცენარეული ჩაი, როგორიცაა ცაცხვი, შერეული თაფლით. ასევე სასარგებლოა ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსნილი თაფლისა და შავი პილპილის დალევა.

გვირილის ჩაი

ყელის გაღიზიანებისა და ხმის ჩახლეჩის დროს გვირილის ჩაი ამშვიდებს ყელს, ამცირებს ხველას და ხელს უწყობს ხმის ჩახლეჩის მოხსნას. შეგიძლიათ თაფლიც დაამატოთ.

ვაშლის ძმარი

ხმის ჩახლეჩის შესამცირებლად შეგიძლიათ დალიოთ ერთ ჭიქა წყალში შერეული 1 სუფრის კოვზი ორგანული ვაშლის ძმარი და 1 ჩაის კოვზი თაფლი. ასევე შეგიძლიათ ყელში ვაშლის ძმრის გამოვლება.

კარდამონი

მიირთვით კარდამონის მარცვლები გრიპისა და გაციების გამო ჩახლეჩილი ხმის გასახსნელად.

ბოლოკი

დიდ წითელ ბოლოკს კაკლის ზომის გული ამოუღეთ. ჩაასხით 1,5 ჩაის კოვზი თაფლი ღრუში და გააჩერეთ 24 საათი. თეფშის ძირზე გამოსული სითხე ყოველ სამ საათში ერთხელ ნელ-ნელა მიირთვით.

ნიახური

ნიახური კარგად დანაყეთ და რძესთან შერეული დალიეთ.

კომბოსტო

მოხარშეთ კომბოსტოს რამდენიმე ფოთოლი წყალში. კომბოსტოს წვენს დაუმატეთ ცოტა შაქარი და მიირთვით.

ლიმონი

გამოწურეთ ნახევარი ლიმონი და მიიღეთ მისი წვენი. ლიმონის წვენი შეურიეთ ერთ ჭიქა ცხელ წყალს, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და დალიეთ.

ვოკალური იოგების დასვენება

ის, რაც პაციენტებმა არ უნდა გააკეთონ, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ის, რაც მათ უნდა გააკეთონ. ზედმეტი და ხმამაღალი საუბრისგან თავი უნდა შეიკავოთ. თუ სამსახურის გამო იძულებული ხართ სიტყვით გამოხვიდეთ უნდა გამოიყენოთ ისეთი მოწყობილობები, როგორიცაა მიკროფონები და ხმის გამაძლიერებლები.

1. არ გადაიტვირთოთ კუჭი გვიან საათებში, მოერიდეთ მჟავე სასმელებს და დაწექით მაღალ ბალიშზე.

2. გადაყლაპეთ საკვები კარგად დაღეჭვის შემდეგ.

3. მოერიდეთ ცხარე და სანელებლიან საკვებს.



მსგავსი ინფორმაციები