იცით თუ არა, რომ? 49-2022

სამანდაღის პლაჟი

1865078
იცით თუ არა, რომ? 49-2022

იცით თუ არა, რომ? 49-2022

სამანდაღის პლაჟი

იცით თუ არა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი პლაჟი თურქეთშია?

თურქეთის სამხრეთით, ჰათაის პროვინციის საზღვრებში მდებარე სამანდაღის პლაჟი 14 კილომეტრი სიგრძით მსოფლიოში ყველაზე გრძელ პლაჟებს შორისაა. ასევე თურქეთის ყველაზე გრძელი სამანდაღის სანაპირო საჯარო პლაჟია. მიუხედავად იმისა, რომ ამ სანაპიროზე ზღვა გარკვეულ სეზონებზე საკმაოდ ტალღოვანია, ის განსაკუთრებით შემოდგომაზე მშვიდდება.

ტიტუსის გვირაბი, რომელიც მდებარეობს სანაპიროსთან ახლოს, ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. გვირაბი, რომელიც აშენდა ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში რომის იმპერიის დროს, ითვლება ადამიანის ხელით გაკეთებულ პირველ გრძელ გვირაბად. გვირაბი, რომელიც მთლიანად მთაშია გამოკვეთილი, 1380 მეტრი სიგრძის, 7 მეტრი სიმაღლის და 6 მეტრი სიგანისაა და იმისთვის გაუკეთებიათ, რომ მთებიდან ჩამომავალ წყალს პორტზე გავლენა არ მოეხდინა. ზღვის მხრიდან გვირაბის შესასვლელთან ახლოს არის ბეშიქლის მღვიმე მრავალი კლდოვანი სამარხით და უფრო წინ კი მდებარეიბს სელევკია პიერია, რომელიც შემდგომში მნიშვნელოვანი ანტიკური საპორტო ქალაქი გახდა.

სამანდაღის პლაჟი ასევე მნიშვნელოვანია იმით, რომ იგი ქვირითობისა და გამრავლების ზონაა მსოფლიოში ერთ-ერთი მცირერიცხოვანი და გადაშენების პირას მყოფი Chelonia Mydas-ს (მწვანე კუ) და Caretta Caretta-ს (თავკომბალა კუ) სახეობის ზღვის კუებისთვის.



მსგავსი ინფორმაციები