აქტუალური თემის ანალიზი 49-2022

ერდოღანმა ნობელის მშვიდობის პრემია უნდა მიიღოს

1864299
აქტუალური თემის ანალიზი 49-2022

აქტუალური თემის ანალიზი 49

ერდოღანმა ნობელის მშვიდობის პრემია უნდა მიიღოს

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის დაჟინებული ძალისხმევისა და მის მიმართ სანდოობის წყალობით, როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან, 22 ივლისს, თურქეთს, რუსეთს, უკრაინასა და გაეროს  შორის სტამბულში ხელი მოეწერა „მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებას“. ამ შეთანხმების წყალობით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა გლობალური სასურსათო უსაფრთხოების კონტექსტში.

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს…

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის მცდელობის შემდეგ, შავი ზღვის პორტებში გაჩერებულმა ბევრმა სატვირთო გემმა ვერ შეძლო აქედან გასვლა. მაშინ, როცა რუსეთმა დაბლოკა უკრაინის პორტები, განსაკუთრებით ქალაქი ოდესა, გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას დიდი საფრთხე შეექმნა. მილიონობით ტონა მარცვლეულის საექსპორტო მარშრუტები უკრაინის პორტებში დაიხურა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტუაცია ზღუდავს პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას, ის პირდაპირ საფრთხედ იქცა სასურსათო საქონელზე ფასების სწრაფი ზრდისთვის რა, ეს ღარიბი ქვეყნებისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა.

ამ კონტექსტში, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მარცვლეულის დერეფნის ჩამოყალიბებისთვის, დიდი ხნის განმავლობაში ატარებდა დაჟინებულ დიპლომატიურ ძალისხმევას და იბრძოდა თურქეთის ეგიდით და რუსეთ-უკრაინის თანხმობით ამ საკითხის მოგვარებას. საბოლოო ჯამში, ამან თავისი შედეგიც გამოიღო.

22 ივლისს სტამბოლში მარცვლეულის დერეფნის ჩამოყალიბებას ხელი მოეწერა. ცერემონიას ესწრებოდნენ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში. ამის შედმეგ უკრაინის ოდესის პორტიდან გამოსულმა მარცვლეულით დატვირთულმა გემმა, ბოსფორის სრუტეზე ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული შემოწმების შემდეგ, დანიშნულების ადგილისკენ გაემგზავრა.

ომამდე უკრაინიდან წელიწადში დაახლოებით 50 მილიონი ტონა მარცვლეული, ქერი, მზესუმზირა, სიმინდი და სხვა პროდუქტები გადიოდა ექსპორტზე. შეთანხმებით უკვე დაიწყო სურსათზე მსოფლიო ფასების მკვეთრი ვარდნა. ამრიგად, ასობით მილიონ ადამიანს ექნება უფრო უსაფრთხო და იაფი წვდომა საკვებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება თურქეთისა და პრეზიდენტ ერდოღანისთვის დიდი დიპლომატიური და პოლიტიკური გამარჯვებაა, ის ასევე წარმოადგენს დიდ მიღწევას კაცობრიობისთვის. სწორედ ამის ფარგლებში პრეზიდენტმა ერდოღანმა გაწეული ძალისხმევისთვის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია უნდა მიიღოს.

 



მსგავსი ინფორმაციები