იცით თუ არა, რომ? 47-2022

მეფუტკრეობა ორდუში

1862168
იცით თუ არა, რომ? 47-2022

იცით თუ არა, რომ? 47-2022

მეფუტკრეობა ორდუში

იცითთუ არა, რომ ორდუ არის ქალაქი, რომელიც თურქეთში ყველაზე მეტ თაფლს აწარმოებს?

თაფლი, რომელსაც ჯანმრთელობისთვის უამრავი სარგებელი მოაქვს, ბუნების ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარია ადამიანისთვის. ასევე საკმაოდ ფართოა თაფლის გამოყენების არეალი. ცნობილია, რომ კარგია მრავალი დაავადების დროს, თაფლი ასევე გამოიყენება როგორც ბუნებრივი დამატკბობელი.

თურქეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც თაფლის წარმოება საკმაოდ მაღალია. თურქეთში მეფუტკრეობა ძირითადად რთული რელიეფიის მქონე ადგილებში ხდება და თაფლის წარმოებაში ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში. თურქეთის შავი ზღვის რეგიონში მდებარე ორდუ, თაფლის ყველაზე მაღალი წარმოებით ქვეყანაში პირველ ადგილს იკავებს. მეფუტკრეობა ორდუში თხილის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. ბოლო პერიოდში თაფლის საშუალო წლიური 18 ათასი ტონის წარმოებით, ორდუ თურქეთის თაფლის წარმოების 15%-ს აკმაყოფილებს. ორდუს საფუტკრეების რაოდენობა, რომელიც თაფლის ექსპორტს ახორციელებს ევროპაში, აღემატება მსოფლიოს 84 ქვეყნისას, ხოლო თაფლის წარმოების რაოდენობა 95-ზე ქვეყანაზე მეტია.



მსგავსი ინფორმაციები