მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 48-2022

წონის კონტროლისთვის გამოსაყენებელი მცენარეები

1859858
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 48-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 48-2022

გადაცემა მომზადებულია ექიმ მეჰმეთ უჩარის მიერ

დღეს ვისაუბრებთ წონის კონტროლისთვის გამოსაყენებელ მცენარეებზე.

მცენარეებით და მცენარეული ჩაით თქვენი მეტაბოლიზმის დაჩქარებით  შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ წონის დაკლებას და ცხიმების წვის პროცესს. გარდა ამისა, ცხიმიან ადგილებში მასაჟის სახით შეგიძლიათ წაისვათ როზმარინის ზეთი, სეზამის ზეთი და ლიმონის ქერქის ზეთი.

1) მწვანე ჩაი

ის არის ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტი. მწვანე ჩაის რეგულარული მოხმარება ორგანიზმიდან დევნის ტოქსინებს. ამიტომ შეშუპების მოხსნით ათავისუფლებს ადგილს ცხიმის წვისთვის ორგანიზმში.

ჩაის ნარევის რეცეპტი:

• 4 ჩაის კოვზი მწვანე ჩაი,

• 4 ჩაის კოვზი მატეს ფოთოლი,

• 2 ჩაის კოვზი ბეგქონდარა,

• 2 ჩაის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი,

• 1ლ წყალი.

2) დარიჩინი

ის სისხლში შაქრის რეგულირებისას ასევე ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, თრგუნავს მადას.

• ფხვნილის სახით შეგიძლიათ რძესთან ან იოგურტთან ერთად მიირთვათ.

• დარიჩინის ჯოხი შეიძლება ჩადოთ სასმელ წყალში და ისე დალიოთ. შეგიძლიათ ლიმონით, პიტნით, ოხრახუშით და დარიჩინით მოამზადოთ და მიირთვათ მცენარეული ნარევები.

3) ოხრახუში

ოხრახუში ძლიერი ანტიოქსიდანტია. ის აღმოფხვრის შეშუპების პრობლემას და შეგიძლიათ უპირატესობა მიანიჭოთ ცხიმების წვისთვის.

ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ცხელი წყლით და მიირთვათ ჩაის სახით.

ოხრახუშის და ლიმონის სამკურნალო რეცეპტი:

სუფთა და ახალი ოხრახუშის კონა ერთ ფინჯან ლიმონის წვენთან და ერთ ჭიქა წყალთან ერთად კარგად დააბლენდერეთ და დალიეთ.

4) მატეს ფოთოლი

ის იწყებს თქვენი წონის დაკლების პროცესს გაჩერებული მეტაბოლიზმის გააქტიურებით. ის ასევე აგრძნობინებს ადამიანს დანაყრებას და უზრუნველყოფს ნაკლებად შიმშილს.

მასალები:

• 1 სუფრის კოვზი ხმელი ან დაფქული მატეს ფოთლები

• 200 მლ წყალი

მომზადება:

ჯერ აადუღეთ 200 მლ წყალი. მას დაამატეთ მატეს ფოთლები. გააჩერეთ 7-8 წუთის განმავლობაში და დალიეთ.

5) როზმარინი

შეშუპებისა და წონის დაკლების პროცესში შეგიძლიათ უპირატესობა მიანიჭოთ როზმარინის ჩაის. მოამზადეთ 1 ჩაის კოვზი როზმარინი ცხელი წყლით და მიირთვით რეგულარულად.

6) წიწმატი

თქვენ შეგიძლიათ საუზმეს ასევე დაამატოთ წიწმატი.

7) ჭინჭარი

ის ხსნის შეშუპებას და ამზადებს სხეულს ცხიმების დაწვისთვის.

8) ჯანჯაფილი

ის არის შარდმდენი და აადვილებს შეშუპების მოცილებას.

• შეიძლება მიირთვათ ფხვნილის სახით როგორც მცენარეული ჩაი.

• შეგიძლიათ დაამატოთ ის თქვენს სასმელ წყალში და მიირთვათ ნაჭერ ლიმონთან ერთად.

9)ბეგქონდარა

წონის დაკლების პროცესი ჯერ შეშუპების მოშორებით იწყება. შემდეგ გრძელდება ცხიმის წვა.

• შეგიძლიათ სალათებს დაუმატოთ სანელებლის სახით.

• ცხელ წყალთან ერთად მოამზადეთ. მისი გამოყენებით შეგიძლიათ დააჩქაროთ ცხიმების წვა და წონაში უფრო ჯანსაღი გზით დაიკლოთ.

10) მარჯორამი

• ცხიმის წვის დაჩქარება შეგიძლიათ სასმელ წყალში მარჯორამის და ლიმონის დამატებით.

• შეიძლება ცხელ წყალში დაამატოთ და დალიოთ როგორც ჩაი.

11) პიტნა

მისი მირთმევა შესაძლებელია უმ სალათებში, სასმელ წყალში, იოგურტებში დამატებით. მისი დამატება ყველა კერძში შეიძლება სანელებლად. პიტნა იცავს და აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემასაც.

12) ბლის ყუნწი

ბლის ყუნწები შეგიძლიათ გაახმოთ და მისი ჩაი მოამზადოთ. ეს ჩაი ააქტიურებს ნაწლავებს. როდესაც ნაწლავები მოწესრიგებულია, იწყება წონის კლება.

ბლის ხმელი ყუნწები შეგიძლიათ შეინახოთ ქილებში და მიირთვათ ჩაის სახით.

13) ცერეცოსა და მანანას ფოთლები

14) მიხაკის ჩაი

ჩაყარეთ 2 ცალი ცხელ წყალში და დაელოდეთ ცოტა ხნით. მიხაკიან წყალს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი. კარგად შერევის შემდეგ დახურული გააგრილეთ. ეს ნარევი შეგიძლიათ მიირთვათ დილით საუზმემდე დაახლოებით 1 საათით ადრე. შეგიძლიათ გაიმეოროთ ყოველ დღე მხოლოდ ერთი თვე.

15) დარიჩინისა და ჯანჯაფილის ჩაი

მასალები

1 ჯოხი დარიჩინი, 1 ძირი კოჭა, 1 ჩაის კოვზი შავი პილპილი, 1 ლიტრი წყალი, 6 კარდამონი, 2 ცალი მიხაკი და 1 ჩაის კოვზი თაფლი.

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი შავი პილპილისა და თაფლის გარდა თასში და ადუღეთ 3 წუთის განმავლობაში. მდუღარე ნარევს დაუმატეთ თაფლი და შავი პილპილი. შეგიძლიათ დალიოთ 3-4 ჭიქა ჩაი დღეში, შუადღისას და საღამოს.

16) ჯანჯაფილის ჩაი, ცაცხვის და სალბის ჩაი

17) ბარამბოს ჩაი

ჯეზვეში ჩავყაროთ 2 ჩაის კოვზი ბარამბო, ავადუღოთ და გამოვრთოთ. 2-3 წუთი თავდახურული გავაჩეროთ, 5 წუთი დაველოდოთ რომ გაგრილდეს და როცა მზად იქნება დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი პიტნა.

 18) თეთრი ჩაი

თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ცხიმის დაგროვება ლანჩზე 2 ჭიქა თეთრი ჩაის დალევით.



მსგავსი ინფორმაციები