აქტუალური თემის ანალიზი 45-2022

თურქეთის სასურსათო დიპლომატია

1853460
აქტუალური თემის ანალიზი 45-2022

აქტუალური თემის ანალიზი 45-2022

თურქეთის სასურსათო დიპლომატია

მაშინ, როდესაც რუსეთის მხრიდან უკრაინის ოკუპაცია გრძელდება, ომი გახდა გლობალური სასურსათო უსაფრთხოების საფრთხე და მრავალი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და უკრაინა, მსოფლიოში მარცვლეულისა და თესლის ორი უმსხვილესი მწარმოებელია, ომისა და სანქციების გამო ვერ აწვდიან საკმარის პროდუქტს ბაზრებს. ამან კი საკვები პროდუქტების ფასები სწრაფად გაზარდა. განსაკუთრებით განუვითარებელი და განვითარებადი ქვეყნებისთვის სასურსათო პრობლემები დღითი დღე იზრდება. თურქეთი კი გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად ინტენსიურ დიპლომატიას ახორციელებს. შავ ზღვაში უსაფრთხო დერეფნის გახსნით ის ცდილობს უზრუნველყოს, რომ რეგიონის პორტებში გაჩერებული მარცვლეული მსოფლიო ბაზრებს მიეწოდოს.

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს…

რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილი გლობალური სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად, თურქეთი ინტენსიურ დიპლომატიას ახორციელებს. თურქეთი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მშვიდობისთვის მრავალმხრივ დიპლომატიას აწარმოებს, ომით გამოწვეული გლობალური სურსათის პრობლემის გადასაჭრელადაც  ჩაერთო ამ პროცესში. თურქეთი ცდილობს შექმნას მექანიზმი, რათა უკრაინაში მარცვლეულის მარაგი უსაფრთხოდ მოხვდეს მსოფლიო ბაზრებზე. მაშინ, როცა პრეზიდენტმა ერდოღანმა ეს საკითხი თავის კოლეგა პუტინთან არაერთხელ განიხილა, თურქეთისა და რუსეთის დელეგაციებიც სხვადასხვა მოლაპარაკებებს აწარმოებენ. თურქეთმა განაცხადა, რომ მზად არის გამოიყენოს თავისი ტექნიკური საშუალებები ნაღმების გასაწმენდად და უსაფრთხო დერეფნის გასახსნელად, განსაკუთრებით ოდესის პორტის გარშემო.

სანამ უკრაინის ომი გრძელდება, როგორც ჩანს, მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების გლობალური კრიზისის წინაშე იდგება. ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოს 26 ქვეყანა ხორბლის იმპორტის ნახევარს მაინც ახორციელებს რუსეთიდან და უკრაინიდან. უკრაინა და რუსეთი არის სასოფლო-სამეურნეო ძალების ქვეყნები, რომლებიც შეადგენენ მსოფლიოს ხორბლის, სიმინდის, ზეთის თესლისა და სასუქის ექსპორტის ძალიან მნიშვნელოვან წილს. ეს ორი ქვეყანა არის მრავალი მნიშვნელოვანი მარცვლეულისა და ზეთის თესლის გლობალური ექსპორტიორის ხუთეულში.

მრავალი იმპორტიორი ქვეყანა ამ პროდუქტებზე დამოკიდებულია უკრაინასა და რუსეთზე. ჩრდილოეთ აფრიკას და ახლო აღმოსავლეთს მარცვლეულის მოთხოვნილების 50 პროცენტზე მეტი უკრაინიდან და რუსეთიდან შემოაქვს. უკრაინა მნიშვნელოვანი მიმწოდებელია ჩრდილოეთ აფრიკის მრავალი ბაზრისთვის, მათ შორის  გახლავთ ეგვიპტე და ლიბია, ასევე ევროკავშირი და ჩინეთი. იმის გამო, რომ ამ დროისთვის პროდუქციის მიწოდების სერიოზული პრობლემაა, სურსათის პროდუქტებზეც ფასები იზარდება.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის უდიდესი საზღვაო პორტები მდებარეობს ოდესის ოლქში, პორტები ამჟამად დაკეტილია ომისა და ზღვაზე ნაღმების გამო. მილიონობით ტონა მარცვლეული ექსპორტს ელოდება.

თურქეთი ცდილობს დადოს შეთანხმება რუსეთთან და უკრაინასთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას ამ პორტებში არსებული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე გასვლა. თუმცა, ჯერჯერობით სერიოზული პროგრესი არ არის. რუსებმა კონკრეტულად წამოაყენეს მოთხოვნა ასეთი შეთანხმების საფუძვლად მათთვის დაწესებული სანქციების მოხსნის შესახებ. ნათელია, რომ ეს მიდგომა არც თუ ისე რეალურია.



მსგავსი ინფორმაციები