იცით თუ არა, რომ? 43-2022

მაღლოვას აკვედუკი

1851380
იცით თუ არა, რომ? 43-2022

იცით თუ არა, რომ? 43-2022

მაღლოვას აკვედუკი

იცით თუ არა, რომ მიმარ სინანის მიერ 460 წლის წინ აშენებული აკვედუკი აგრძელებს წყლის მიწოდებას სტამბოლში?

მიმარ სინანმა 1554-1563 წლებში, კანონიერი სულთან სულემანის ბრძანებით, ქირქჩეშმეს წყლის სტამბოლში მისაყვანად, მაღლოვას აკვედუკი ააშენა. იგი დღესაც ისე, ფუნქციონირებს, როგორც აშენების დროს.  

დღეს მაღლოვას აკვედუკს, რომელიც აკავშირებს ხეობის ორ მხარეს და ხიდის ფუნქციას ასრულებს რეგიონის მოსახლეობისთვის, ისეთი სტრუქტურა აქვს, რომლის მსგავსიც მსოფლიოში არ მოიპოვება. აკვედუკი რომელიც მთლიანად განადგურდა უპრეცედენტო ქარიშხლის შედეგად 1563 წელს, მიმარ სინანმა იგი აღადგინა ახალი სისტემის შემუშავებით, რომელიც გაუძლებს ძლიერ დინებებს და მიწისძვრებს. იმ პერიოდის ტექნოლოგიით ამ უზარმაზარი სტრუქტურის აშენება, ხელოვნებათმცოდნეთა უმეტესობის მიერ აღწერილია, როგორც „სასწაული“.

მაღლოვას აკვედუკს ექსპერტები განიხილავენ, როგორც მსოფლიოს საოცრება არქიტექტურის, ინჟინერიისა და ესთეტიკის თვალსაზრისით და მსოფლიო წყლის არქიტექტურის შედევრად. 36 მეტრი სიმაღლით და 258 მეტრი სიგრძით, აკვედუკი ითვლება ძალიან ღირებულ ნამუშევრად.  მსოფლიო ტურიზმის თვალსაზრისით იგი შეიძლება შევადაროთ ეიფელის კოშკს და მოსტარის ხიდს.



მსგავსი ინფორმაციები