აქტუალური თემის ანალიზი 43-2022
MİT-ის და SİHA-ების ოპერაციების შესაძლებლობების გაზრდა

აქტუალური თემის ანალიზი 43-2022
თურქეთი, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საზღვრებს გარეთ, ერაყსა და სირიაში, შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატების (SİHA) მეშვეობით აგრძელებს ოპერაციებს. ბოლოს, სირიის ქალაქ სინჯარის და ერაყის ქალაქ სულეიმანიეში განხორციელებული ოპერაციების შედეგად სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს ე.წ. ლიდერის პოზიციაზე მყოფი ტერორისტების განეიტრალება შესძლეს. ბოლო პერიოდში ასევე საგრძნობლად გაიზარდა, თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურის (MİT) მიერ ჩატარებული ოპერაციების არეალი. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს…
7 ივნისს, ერაყის ქურთების რეგიონში ქალაქ, სულეიმანიეს კელარის რაიონში, ჯიპის მოდელის ავტომობილი SİHA-ს მიერ იქნა განადგურებული. ადგილობრივი წყაროების ცნობით, მანქანაში მყოფი 5 ადამიანი დაიღუპა. ცოტა ხნის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მანქანაში მყოფთაგანი ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ის წევრები იყვნენ და ერთ-ერთი მათგანი იყო, ფერჰად დერიკი. დერიკი, PKK-ის სირიული ორგანიზაციის ე.წ. „ავტონომიური ადმინისტრაციის“ აღმასრულებელი საბჭოს ზედამხედველი გახლდათ. იგი სულეიმანიეში ტერორისტული საქმიანობის შემოწმების მიზნით იყო ჩასული. მასთან ერთად ლიკვიდირებული დანარჩენი 4 პირიც, PKK-ს წევრები გახლდათ.
საყურადღებოა, თუ როგორ აღმოაჩინეს დერიკი სულეიმანიეს სოფლებში, სირიიდან ასე შორს. ეს, თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურის (MİT) ბოლო დროინდელ შესაძლებლობებზე მიუთითებს. ეს აჩვენებს, რომ შესაბამისი ტერორისტული ელემენტების თვალყურის დევნება შესაძლებელია სირიიდან ერაყამდე და, რომ ეს უკვე შესაძლებელია როგორც ადამიანური, ასევე ტექნიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით, მოძრავ ავტომობილშიც კი, თურქეთის სასაზღვრო ხაზიდან თითქმის 300 კილომეტრის დაშორებით. ამაში კი რა თქმა უნდა ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის SİHA-ებს, რომელთა წარმატებაზე მსოფლიოც კი ლაპარაკობს.
ამ ეფექტის დანახვა შესაძლებელია ბოლო თვეების განმავლობაში ერაყსა და სირიაში განხორციელებულ ათეულობით ოპერაციებით და ლიკვიდირებული ტერორისტული ორგანიზაციის, ე.წ. ლიდერთაგანით.