მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 43-2022

ჯანსაღი თვალების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი საშუალებები

1844979
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 43-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 43-2022

ჯანსაღი თვალების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი საშუალებები

გადაცემა მომზადებულია ექიმ მეჰმეთ უჩარის მიერ

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ჯანსაღი თვალების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივ საშუალებებზე.

მარტივი ზომების მიღებით შესაძლებელია დიდწილად თავიდან ავიცილოთ თვალის სერიოზული პრობლემები.

მუდმივად გქონდეთ სუფრაზე ზოგერთი საკვები

ამ საკვების რეგულარულად მიღება მნიშვნელოვანია თქვენი თვალის ჯანმრთელობისთვის.

თვალის ჯანმრთელობისთვის რეგულარულად მიირთვით მუქი მწვანე ფოთლოვანი მცენარეები, როგორიცაა რუკოლა, ჭარხლის ფოთოლი, ისპანახი, ფორთოხალი, ჭვავი და ხორბალი, ციტრუსები და მარცვლეული.

თუთიით მდიდარი ლობიო, ბარდა, წითელი ხორცი და ფრინველი იცავს თვალს სინათლის დაზიანებისგან.

მხედველობის სიმახვილეს ინარჩუნებს მცენარეული საკვები, როგორიცაა A ვიტამინით მდიდარი სტაფილო, ისპანახი, ტკბილი კარტოფილი, სალათის ფოთოლი, პრასი და ოხრახუში და ცხოველური საკვები, როგორიცაა ტუნა, ორაგული, თხის რძე, ძროხის რძე, კვერცხი და ღვიძლი.

ყვითელი ლაქების დაავადების დროს რეგულარულად უნდა მიირთვათ ისეთი საკვები, როგორიცაა სტაფილო, თალგამი, კვერცხის გული და ბროკოლი.

უკეთესო მხედველობისთვის კარგია:

• ბეტა კაროტინის წყაროები: სტაფილო და სტაფილოს წვენი, ტკბილი კარტოფილი, გოგრა, ფორთოხალი და ფორთოხლის წვენი, ნესვი, მანგო, გარგარი, კომბოსტო, ისპანახი, წითელი ბულგარული წიწაკა, ბრიუსელის კომბოსტო და თევზის ზეთი.

• C ვიტამინის წყაროები: ციტრუსები და მათი წვენები, ალუბალი, ჟოლო, მარწყვი, მოცვი, კივი, ბროკოლი, მწვანე და წითელი წიწაკა, ყვავილოვანი კომბოსტო.

• E ვიტამინის წყაროები: ხორბლის თესლი, ნუში და ნუშის კარაქი, არაქისი და არაქისის კარაქი, მზესუმზირის თესლი, სელის თესლი, ავოკადო და კვერცხი.

• ლუტეინისა და ზეაქსანტინის წყაროები: კალე, ისპანახი, ჭარხლის ფოთოლი, წყლის წიწმატი და თალგამი. კარგია ასევე მწვანე ბარდა, სიმინდი, სალათის ფოთოლი, ბროკოლი, ყაბაყი, სტაფილო, ბრიუსელის კომბოსტო.

• თუთია და სელენიუმის წყაროები: თუთია აძლიერებს თვალებს. არაქისი, გოგრის თესლი, ლებლები, ფერმენტირებული საკვები და ზღვის პროდუქტები თუთიის მხრივ საუკეთესო საკვებს შორისაა.

ყურადღება მიაქციეთ მაკიაჟის მასალების თარიღებს

ბაქტერიები ადვილად მრავლდებიან თხევად ან კრემისებრ მასალებში. ამიტომ, თვალის ჯანმრთელობისთვის ნუ გამოიყენებთ მაკიაჟის თხევად მასალებს რომლებსაც უკვე 3 თვეა იყენებთ.

თუ თვალის ინფექცია გაქვთ, გადაყარეთ ყველა მასალა. ასევე, არ წაისვათ თვალის ლაინერი და თვალის ლაინერი წამწამების კიდის შიდა ნაწილზე. იმის გამო, რომ წამწამების ხაზის შიდა ნაწილში არის ცრემლის გამოყოფის არხები ამან შეიძლება გამოიწვიოს ბლოკირება და ინფექციები.

გაიწმინდეთ მაკიაჟი ყოველ საღამოს თვალის გამწმენდი საშუალებებით. ასევე, ფრთხილად იყავით, თქვენი მაკიაჟის მასალები სხვებს არ გაუზიაროთ.

20 წამიანი შესვენება კომპიუტერთან ყოველ 20 წუთში ერთხელ

კომპიუტერის ეკრანისთვის ყურება არ გიფუჭებთ თვალებს, არამედ მას ღლის და აშრობს, რადგანაც ეკრანის ყურებისას ჩვენ ვახამხამებთ თვალებს არა ჩვეულებრივ 10-12 ჯერ წუთში, არამედ ამის ნახევარს. თქვენი თვალის ჯანმრთელობისთვის ყოველ 20 წუთში 20 წამით შორის გაიხედეთ. ასევე ეკრანი დადეთ 50 სმ მანძილზე ისე რომ ეკრანის ზედა კიდე თვალის დონის ქვემოთ იყოს. ნუ უგულებელყოფთ არეკლილი სინათლის წყაროების დაბლოკვას.

გაუფრთხილდით კონტაქტურ ლინზებს

თუ იყენებთ კონტაქტურ ლინზებს, იყავით ძალიან ფრთხილად მათი გაწმენდისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვალის ინფექციის რისკი იზრდება. კონტაქტური ლინზების ჩადგმამდე და ამოღებამდე დაიბანეთ ხელები საპნიანი წყლით. რეგულარულად შეცვალეთ ხსნარი ლინზის კორპუსში. განაახლეთ კონტეინერი 2-3 თვეში ერთხელ. არ გამოიყენოთ ლინზა რეკომენდებულზე მეტ ხანს. არ დაიძინოთ ლინზებით, არ წახვიდეთ აუზზე და არ მიიღოთ შხაპი.

გამოიყენეთ სათვალე ზაფხულში და ზამთარში

ულტრაიისფერი სხივები აზიანებს როგორც თვალებს, ასევე კანს. მას შეუძლია გამოიწვიოს კატარაქტა, რქოვანას დამწვრობა და ქუთუთოების კიბოც კი. გარდა ამისა, შეიძლება გამოიწვიოს ყვითელი ლაქების დაავადება. როცა გარეთ გადიხართ, თუნდაც მოღრუბლული ამინდი იყოს, გამოიყენეთ სათვალე განურჩევლად ზაფხულისა და ზამთრისა.

არ დაგავიწყდეთ დამცავი სათვალე

თვალის დაზიანებების თითქმის ნახევარი გამოწვეულია საოჯახო უბედური შემთხვევებით. ამის გამო ყოველთვის ატარეთ დამცავი სათვალეები სახლში რემონტის დროს, საწმენდი საშუალებების გამოყენებისას და განსაკუთრებით ბურთით თამაშისას.

არ მოწიოთ

მოწევა არის ასაკთან დაკავშირებული ყვითელი ლაქის ყველაზე მნიშვნელოვანი რისკფაქტორი. ის ასევე აჩქარებს კატარაქტის წარმოქმნას და აშრობს თვალებს, რადგან ის იწვევს ათეროსკლეროზს, იწვევს თვალის სისხლძარღვების ოკლუზიას, რის შედეგადაც შესაძლოა განვითარდეს მხედველობის დაკარგვა. როდესაც მოწევას შეწყვეტთ, თვალის დაავადების რისკი არამწეველებთან შედარებით მცირდება.



მსგავსი ინფორმაციები