აქტუალური თემის ანალიზი 42-2022

თურქეთ-საბერძნეთს შორის დაძაბულობა

1844635
აქტუალური თემის ანალიზი 42-2022

აქტუალური თემის ანალიზი 42-2022

თურქეთ-საბერძნეთს შორის დაძაბულობა

პრეზიდენტ ერდოღანის მიერ გასულ კვირაში ჩატარებული წვრთნების „Efes 2022“-ის დროს გაკეთებული განცხადებები და საბერძნეთისთვის მოწოდება შეწყვიტოს არასამხედრო სტატუსის კუნძულების შეიარაღება, იმის მანიშნებელია, რომ ეს საკითხი თურქეთისთვის მნიშვნელოვანია და უფრო მკაფიო პოზიცია იქნება მიღებული. ეს პროცესი არა მხოლოდ მიანიშნებს თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობების ახალ დაძაბულობაზე, არამედ გარდამტეხ მომენტსაც წარმოადგენს. ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს უსაფრთხოების კვლევების დირექტორის, პროფესორ მურათ იეშილთაშის სტატიას, რომელშიც იგი წერს:

კუნძულების შეიარაღების საკითხის დღის წესრიგის მთავარ თემად გადაქცევის ერთი მიზეზიც კი არ არსებობს, პროცესი თანდათან განვითარდა. ფაქტმა, რომ საბერძნეთს სურს ეგეოსის ზღვაში თავისი უკანონო დამოკიდებულებებისა და მაქსიმალისტური პოლიტიკის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გადატანა, რეალურად გამოიწვია პროცესი. ათენის მიერ კონიუნქტურის გამოყენებითაც, ფართო ანტითურქული ფრონტით მოქმედებით აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ახალმა ნაბიჯებმა მკაფიო პასუხი მიიღო ანკარისგან და 2020 წელს დაძაბულობის შედეგად საბერძნეთი იძულებული გახდა უკან დაეხია.

ამ პროცესში თურქეთმა, თავის მხრივ, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დაწყებული NAVTEXT-ის შეტყობინებები ეგეოსში გადაიტანა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა კუნძულების არასამხედრო სტატუსის დარღვევა და დაიწყო ამ საკითხის დიპლომატიურ დონეზე წინა პლანზე წამოწევა.

პრობლემის გამწვავებასა და დღის წესრიგის მთავარ თემად ქცევაზე ორმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა. პირველი მათგანი არის აგრესიული ნაბიჯები, რომელიც საბერძნეთმა ბოლო პერიოდში გადადგა. ერთის მხრივ, საბერძნეთმა დადო საფრანგეთთან თავდაცვის შეთანხმება და აშშ-თან სამხედრო შეთანხმება უვადოდ აქცია და დიდი რაოდენობით სამხედრო ბაზები გამოუყო აშშ-ს. მეორეს მხრივ, იგი ეწეოდა აგრესიულ და გადაჭარბებულ შეიარაღების პოლიტიკას და ცდილობდა ამ კუნძულების ჩართვას ნატოს და სხვა ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, რათა გაეგრძელებინა და დაკანონებულიყო კუნძულების არასამხედრო სტატუსის დარღვევა. ამ ნაბიჯების გადადგმისას თურქეთთან პოლიტიკური და საკონსულტაციო მოლაპარაკებები გააგრძელა, მაგრამ ის ფაქტი, რომ მიცოტაკისმა არ დამალა თავისი ანტითურქული ნაბიჯები პოლიტიკურადაც, ასე ვთქვათ, გახდა ბოლო წვეთი, რომელმაც მოთმინების ფიალა აავსო.

მეორე ფაქტორი თურქეთის დიპლომატიურ და სამხედრო აქტიურობას უკავშირდება. ბოლო წლებში სხვადასხვა ფრონტზე ერთდროულად სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა თურქეთი, მან ეფექტურად უპასუხა ამ გამოწვევებს და მნიშვნელოვანი მიღწევები მიიღო. უკრაინის კრიზისში გადადგმული თავისი უნიკალური ნაბიჯებით ანკარის მანევრირების ტერიტორია გაფართოვდა.

ამ კონტექსტში, საბერძნეთის ბოლო ნაბიჯებიდან შედეგის მიღების შესაძლებლობა, თურქეთისთვის ახალი გამოწვევების გაჩენის რისკს ქმნის. ამ მიზეზით, როგორც ჩანს, კუნძულების არასამხედრო სტატუსის შენარჩუნება ორმხრივი ურთიერთობების მთავარ დღის წესრიგად იქცა.

თურქეთ-საბერძნეთის დაძაბულობის შედეგად სამხედრო კონფლიქტის ან ომის სცენარის შექმნა ნაადრევია. თუმცა, ცხადია, რომ თურქეთი არ გამოიჩენს ძველ მოთმინებას იმ უკანონო ნაბიჯების მიმართ, რაც საბერძნეთმა გადადგა ან გადადგამს ეგეოსის და სხვა რეგიონებში კუნძულების შეიარაღების თაოსნობით. ამ კონტექსტში ჩანს, რომ თურქეთი გაზრდის დიპლომატიურ, პოლიტიკურ და სამხედრო ზეწოლას ამ უკანონო ნაბიჯების წინააღმდეგ. მოვლენების მსვლელობას დიდწილად განსაზღვრავს ის ნაბიჯები, რომლებსაც საბერძნეთი ამიერიდან გადადგამს. წერს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს უსაფრთხოების კვლევების დირექტორი, პროფესორი მურათ იეშილთაში


საკვანძო სიტყვები: #დაძაბულობა , #საბერძნეთი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები