მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 42-2022

მაგნიუმის მიღების ბუნებრივი წყაროები

1843959
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 42-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 42-2022

მაგნიუმის მიღების ბუნებრივი წყაროები

გადაცემა მომზადებულია ექიმ მეჰმეთ უჩარის მიერ

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მაგნიუმის მიღების ბუნებრივ წყაროებზე.

რა არის მაგნიუმი?

მაგნიუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი მინერალი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის და მეოთხე ყველაზე უხვი მინერალია ორგანიზმში. ვინაიდან ორგანიზმი ამ მინერალს დამოუკიდებლად არ გამოიმუშავებს, ის უნდა იქნას მიღებული საკვებით და, საჭიროების შემთხვევაში, დანამატებით.

მაგნიუმის მნიშვნელობა, რომლის ნაკლებობამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელებში კენჭები, კრუნჩხვები და დეპრესიაც კი, საკმაოდ მაღალია.

რა სარგებელი აქვს მაგნიუმს?

• მაგნიუმი ყველაზე ეფექტური ვიტამინია, რომელიც აბალანსებს ტვინში კორტიზოლს.

• ორგანიზმის შინაგანი წონასწორობის შესანარჩუნებლად სისხლის დონე ნორმალური უნდა დარჩეს. თუმცა არასრულფასოვანი კვება და ზოგიერთი საკვები ნივთიერება იწვევს სისხლის დონეზე უარყოფით გავლენას, მაგნიუმის ამოცანა კი არის ამ ბალანსის შენარჩუნება.

• მაგნიუმის ელემენტი მნიშვნელოვანია ბედნიერების ჰორმონის ბალანსის შესანარჩუნებლად. თუ თქვენ გაქვთ საკმარისი რაოდენობით მაგნიუმი სხეულში, დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის ალბათობა მცირდება.

• ხელს უწყობს ორგანიზმში დაღლილობის შემცირებას.

• ხელს უწყობს ელექტროლიტების ბალანსს.

• ის ეფექტური ელემენტია კბილების ჯანმრთელობისთვის.

• მას აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია უჯრედების დაყოფაში.

• ხელს უწყობს კუნთების ფუნქციებისა და ენერგიის ფორმირების მექანიზმების რეალიზებას.

• იცავს უჯრედებს ისეთი მავნე ელემენტებისგან, როგორიცაა ალუმინი, ნიკელი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი და ტყვია.

• ზრდის კალციუმის და კალიუმის ფუნქციას ორგანიზმში.

რა არის მაგნიუმის მიღების ბუნებრივი წყაროები?

მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, როგორიცაა ისპანახი, თხილი, ნიგოზი, გარგარის ჩირი, ნუში, საზამთრო, ყაყაჩოს თესლი, რუკოლა, თალგამი, ბადრიჯანი, ფინიკი, პრასი, ნიახური, ლობიო, ბარდა, სოია, რძე, მაწონი, ბანანი, ავოკადო, მუქი შოკოლადი, მზესუმზირა, სეზამი, თევზი სოლეა, მთლიანი მარცვლეული, ხისტი წყალი მაგნიუმის ბუნებრივი წყაროებია.

• შავი შოკოლადი,

• ავოკადო,

•მწვანე ლობიო,

• ბანანი,

• რძე,

• ისპანახი,

• ხმელი პარკოსნები,

• მთლიანი მარცვლეულის საკვები,

• სოიო,

• მუქი ფოთლოვანი მწვანილი,

• მაწონი.

რა თქმა უნდა, სრულფასოვანი კვება და საკვების არ გამორჩევა, ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია, რადგან დამუშავების დროს შეიძლება მოხდეს მაგნიუმის დაკარგვა.

 შავი შოკოლადი

შავი ან მუქი შოკოლადი მინიმუმ 70% კაკაოს შემცველობით შეიცავს 64 მგ მაგნიუმს 28 გრამში. ეს შეესაბამება მაგნიუმის ყოველდღიური მოთხოვნილების 16%-ს.

ავოკადო

ერთი ავოკადო შეიცავს 58 მგ მაგნიუმს, რაც თქვენი ყოველდღიური მოთხოვნილების 15%-ია.

თხილეული

თხილეული, როგორიცაა ნუში, ბრაზილიური თხილი და კეშიუ შეიცავს 82 მგ მაგნიუმს 28 გრამში, რაც შეადგენს მაგნიუმის ყოველდღიური მოთხოვნილების 20%-ს.

პარკოსნები

მაგნიუმით მდიდარია პარკოსნები, როგორიცაა ოსპი, ლობიო, ბარდა და სოიო.

თესლეული

მზესუმზირის, სელის, გოგრის და ჩიას თესლი არის უაღრესად მკვებავი საკვები. კერძოდ გოგრის თესლი შეიცავს 150 მგ მაგნიუმს 28 გრამზე. ეს შეესაბამება თქვენი დღიური მაგნიუმის მოთხოვნილების 37%-ს.

მთელი მარცვლეულის საკვები

ხორბალი, წიწიბურა, შვრია, ქერი, წიწიბურა, ქინოა შეიცავს მაგნიუმს. 38 გრამ წიწიბურაში არის 65 მგ მაგნიუმი, რაც შეესაბამება მაგნიუმის ყოველდღიური მოთხოვნილების 16%-ს.

ბანანი

მიუხედავად იმისა, რომ ბანანი განსაკუთრებით ცნობილია კალიუმის მაღალი შემცველობით, ერთი დიდი ბანანი შეიცავს 37 მგ მაგნიუმს, რაც ყოველდღიური მოთხოვნილების 9%-ს შეადგენს.

ფოთლოვანი მუქი მწვანილეული

მაგნიუმი გვხვდება ისეთი მწვანე მცენარეებში, როგორიცაა ისპანახი, კომბოსტო, მდოგვის ბალახი და ბოლოკი. იგი განსაკუთრებით უხვადაა 100 გრამ მოხარშულ ისპანახში, რაც ყოველდღიური მოთხოვნილების 39%-ს შეადგენს, ანუ დაახლოებით 157 მგ.

რძე

მაწონი და მინერალური წყლის სამკურნალო კურსი

მაგნიუმის დეფიციტისთვის რეკომენდებულია მაწონი და მინერალური წყალი. შეგიძლიათ ერთი თასი მაწონი აურიოთ 1 ბოთლ მინერალურ წყალს და მიირთვათ როცა გინდათ დღის განმავლობაში.

მწვანე ლობიო

სოიო

სოია აკმაყოფილებს მაგნიუმის ყოველდღიური მოთხოვნილების 70%-ს.

ტოფუ



მსგავსი ინფორმაციები