ანატოლიის კულტურული საგანძურები 41-2022

ლიკიის ბილიკი

1840383
ანატოლიის კულტურული საგანძურები 41-2022

ანატოლიის კულტურული საგანძურები 41-2022

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ლიკიის ბილიკი

ბოლოს როდის იყავით სასეირნოდ? ანუ კითხვა შევცვალოთ, ყოველდღე დადიხართ სასეირნოდ? სეირნობა არის სპორტი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ სეზონზე, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ასაკში, სპეციალური აღჭურვილობის გარეშე, ქალაქის გულში, ზღვაზე, მთაში თუ ტყეში შეასრულოთ.  სიარული არის სპორტი, რომლის გაკეთებაც შეგიძლიათ იმ მომენტში, სადაც არ უნდა იყოთ.

სიარულისას მეტი ჟანგბადი მიდის ტვინში, სხეულის კუნთები, გულის ჩათვლით, ძლიერდება. ნახევარ საათზე მეტი ხნით სეირნობისას თქვენი განწყობა დადებითად იცვლება ჰორმონების დახმარებით, რომლებიც იწყებენ სეკრეციას, დაძაბულობა იხსნება, გონება თავისუფლდება, ოცნებების არეალი იზრდება…

ცნობილი მოაზროვნე ფრიდრიხ ნიცშე აცხადებს, რომ  ხანგრძლივი სიარული ამცირებს შაკიკს. ნიცშე ამბობს, რომ მისი აზრები მხოლოდ სიარულის დროს ჩნდება. საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ჟან-ჟაკ რუსო ამბობს, რომ მას მხოლოდ სიარულის დროს შეუძლია ფიქრი და შთაგონების წყაროს პოვნა. ინდოეთის პოლიტიკური და სულიერი ლიდერის განდის მიერ ინიცირებული პასიური წინააღმდეგობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ბრიტანელების წინააღმდეგ არის 400 კილომეტრიანი სვლა, „მარილის მარში“. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ კიდევ ბევრ სახელზე, მაგრამ ახლა მოდით გავუყვეთ გზას და დავიწყოთ თურქეთის პირველი გრძელი საფეხმავლო მარშრუტის, ლიკიის ბილიკზე საუბარი…

თურქეთის პირველი ყველაზე გრძელი საფეხმავლო მარშრუტი თავის სახელს იღებს ლიკიიდან, უძველესი დროის ერთ-ერთი წამყვანი რეგიონიდან. ლიკიის ბილიკი დღევანდელ ანტალიასა და ფეთჰიეს ყურეებს შორის მდებარეობს. არსებობს ოცდასამი ქალაქი, რომლებმაც შექმნეს ისტორიის პირველი დემოკრატიული გაერთიანება, ლიკიის კავშირი. მისი მოსახლეობა ძველ დროში ორასი ათასი ადამიანია. იმიტომ რომ კავშირში არის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდებული ქალაქები. დღეს ამ ქალაქებიდან ზოგიერთი გადაქცეულია ტურისტულ ცენტრებში, ზოგი კი ნანგრევებია, რომლებსაც მხოლოდ სპეციალისტები სტუმრობენ. თურქეთის პირველი  საფეხმავლო მარშრუტი, ლიკიის ბილიკი, 550 კილომეტრიანი მანძილით შემოიფარგლება, რომელიც იძლევა შესაძლებლობას სტუმრებს აჩვენოს უძველესი ლიკიური ცივილიზაცია. ეს არის სიურპრიზებით სავსე მარშრუტი, სადაც შეგიძლიათ ბუნება და ისტორია, ზღვა და ტყე ერთდ ნახოთ.

ლიკიის ბილიკი რეალურად არის გზების სერია, რომელიც აკავშირებს ქალაქებს რომაული პერიოდის განმავლობაში. თურქეთის პირველი გრძელი საფეხმავლო მარშრუტი შეიქმნა რომაულ პერიოდში. ამ გზაზე ყოველწლიურად დაახლოებით 30 ათასი ადამიანი დადის! რა თქმა უნდა ყველა არა... იმიტომ რომ მთელი 550 კილომეტრიანი გზის ერთდროულად გასავლელად ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა და საშუალოდ 25-40 დღეა საჭირო. თუ გამოცდილი მოლაშქრე არ ხართ, რეკომენდებულია რამდენიმე დღის მარშრუტების არჩევა. ლიკიის ბილიკი მონიშნულია საერთაშორისო მარკირების სისტემის გამოყენებით, რათა ტრასები ადვილად დასრულდეს. გზაჯვარედინებზე განთავსებული ყვითელი მიმართულების ნიშნები ფეხით მოსიარულეებს ეხმარება.

ლიკიის ბილიკის გავლა შესაძლებელია ყველა სეზონზე ზაფხულის გარდა, რადგან ხმელთაშუა ზღვას აქვს ზომიერი კლიმატი. ამ საქმის ექსპერტები ამბობენ, რომ ნალექს ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან წვიმა მიწას სრიალას ხდის, რის გამოც ასვლა და დაშვება შეიძლება ცოტა გართულდეს.

ლიკიის ბილიკი, მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო და გრძელ ათ საფეხმავლო ბილიკებს შორის ერთ-ერთია.  ბილიკის გავლით შეგიძლიათ ნახოთ ჩაძირული ქალაქი აპერლაი და მისი ნანგრევები, უნიკალური კლდოვანი სამარხები მირაში, სადაც სანტა კლაუსი გარდაიცვალა. ლიკიის ბილიკზე შთამბეჭდავი ვარიანტებია მათთვის, ვისაც სურს არა მარტო სიარული, არამედ ბანაობა ან მზის აბაზანების მიღება…

ლიკიის ბილიკი არის გრძელი გზა, რომელიც გთავაზობთ ვიზუალურ დღესასწაულს ლურჯსა და მწვანეს შორის, თავისი თვალწარმტაცი ხედებით როგორც მთებიდან, ასევე ზღვის სანაპიროდან. ამ გზაზე სიარულისას, სადაც იხილავთ ქალაქებს, რომლებმაც შექმნეს ისტორიაში პირველი დემოკრატიული გაერთიანება და ასევე იპოვით სიმშვიდესა და მყუდროებას. ეს ბრწყინვალე ბუნება თქვენი იქნება და თქვენ ბუნების ნაწილი იქნებით.

და ბოლოს, დღევანდელ პროგრამაში, ლიკიის ბილიკზე გავამახვილეთ ყურადღება, მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...

 



მსგავსი ინფორმაციები