მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 41-2022

D ვიტამინის მიღების ბუნებრივი წყაროები

1839813
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 41-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 41-2022

D ვიტამინის მიღების ბუნებრივი წყაროები

გადაცემა მომზადებულია ექიმ მეჰმეთ უჩარის მიერ

დღეს ვისაუბრებთ D ვიტამინის მიღების ბუნებრივ წყაროებზე.

რა არის ვიტამინი D?

ვიტამინი D სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ვიტამინი D გამომუშავდება და ინახება ორგანიზმში შეზღუდული რაოდენობით; მზის ულტრაიისფერი B სხივები D ვიტამინის ყველაზე ძლიერი წყაროა. საკმარისი ულტრაიისფერი გამოსხივების არ მიღება და მისი კანთან კონტაქტის შეზღუდვა იწვევს D ვიტამინის არასაკმარის სინთეზს.

ვიტამინი D არის ცხიმში ხსნადი ერთ-ერთი ვიტამინი. სხეულში 3-4 თვის განმავლობაში ინახება.

რა არის D ვიტამინის ფუნქციები?

D ვიტამინს აქვს მრავალი როლი ორგანიზმში.

• ჯანსაღი ძვლები და კბილები,

• იმუნური, ტვინის და ნერვული სისტემის ჯანმრთელობის მხარდაჭერა,

• ინსულინის დონის რეგულირება და დიაბეტის მართვის მხარდაჭერა,

• ფილტვების ფუნქციის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის მხარდაჭერა,

• ის ურთიერთქმედებს გენებთან, რომლებიც როლს თამაშობენ კიბოს განვითარებაში.

D ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ძვლის დეფორმაცია, როგორიცაა რაქიტი ბავშვებში და ძვლებისა და კუნთების სისუსტე მოზრდილებში.

როგორ ვლინდება D ვიტამინის დეფიციტის სიმპტომები?

D ვიტამინის დეფიციტის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს როგორც დეპრესია, ძვლების ტკივილი, ხშირი ვირუსული ინფექციები, ხშირი გაციება და დაღლილობა.

ჭარბი D ვიტამინის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს D ვიტამინის გადაჭარბებული მიღების გამო და ეს შეიძლება იყოს სხეულის წონის უნებლიე და სწრაფი კლება, დაღლილობა, ადგილისა და დროის აღქმის დარღვევა, ღებინება ან ყაბზობა.

რა არის D ვიტამინის მიღების გზები?

D ვიტამინის წყაროებია მზე, გარკვეული საკვები და D ვიტამინის დანამატები.

მზის ზემოქმედება D ვიტამინის ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი წყაროა. როდესაც მზე და ჩვენი კანი კონტაქტში მოდის შესაბამისი კუთხით და დროით, ჩვენს კანზე არსებული ერთი ნივთიერებისგან სხვა ნივთიერება წარმოიქმნება. ეს ნივთიერება ჯერ მიდის ღვიძლში, შემდეგ კი თირკმელებში და გადაიქცევა აქტიურ ფორმად, ვიტამინ D3-ად.

რომელ საკვებშია D ვიტამინი?

D ვიტამინით მდიდარი საკვებია:

1. ცხიმით მდიდარი თევზი: როგორიცაა ორაგული, სარდინი, ქაშაყი, ხმალთევზა, ტუნა, სკუმბრია.

ორაგული D ვიტამინის შესანიშნავი წყაროა. საშუალოდ, ის შეიცავს 100 გრამიან პორციაში 526 IU ვიტამინს.

დაკონსერვებულ ტუნას ასევე ხშირად ანიჭებენ უპირატესობას როგორც შენახვის, ასევე ტრანსპორტირების მოხერხებულობის თვალსაზრისით.

2. კვერცხის გული

მიუხედავად იმისა, რომ კვერცხის თეთრი ნაწილი მდიდარია პროტეინებით, გული შეიცავს საკმარის ვიტამინ D-ს.

3. ფორთოხლის წვენი,

4. თევზის ზეთი,

5. რძე და რძის პროდუქტები: ძროხის რძე, მაწონი და კარაქი,

6. D ვიტამინის შემცველი ხილი და ბოსტნეული,

D ვიტამინის მცენარეული წყაროები ძალიან შეზღუდულია. მათ შორის D ვიტამინი გვხვდება ბროკოლში, კარტოფილსა და სტაფილოში, ხილში, ვაშლსა და ბანანში, ნუშში, ოსპსა და მთლიან მარცვლეულ პურში.

7. ძროხის ღვიძლი,

8. ქათამი,

9. წითელი ხორცი,

10. ბუნებაში მზისგან დაუცველი სოკოები.

სოკო არის D ვიტამინის შემცველი კარგი წყარო, რადგან მათ შეუძლიათ მზის საშუალებით D ვიტამინის სინთეზირება, ისევე როგორც ადამიანებს. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ სოკოები აწარმოებენ ვიტამინ D2-ს, ხოლო ადამიანები ვიტამინ D3-ს. ადამიანის ორგანიზმში D ვიტამინისგან სასურველი სარგებელი რომ მივიღოთ, საჭიროა ვიტამინი D3. ამიტომ, სოკოდან მიღებული ვიტამინი D2-ის ეფექტი არ არის ისეთივე, როგორც ვიტამინ D3-ს.

D ვიტამინის დეფიციტმა, ისევე როგორც D ვიტამინის სიჭარბემ, შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული დარღვევები. D ვიტამინის ჭარბი მიღებისას სისხლში კალციუმი გროვდება. თირკმლის კენჭები, გულის და თირკმელების უკმარისობა არის დაავადებები, რომლებიც წარმოიქმნება ჭარბი რაოდენობით D ვიტამინის მიღების შედეგად.



მსგავსი ინფორმაციები