ანატოლიის კულტურული საგანძურები 40

ლიკიის კავშირის ნანგრევები - ქსანფი და ლეტოონი

1836650
ანატოლიის კულტურული საგანძურები 40

ანატოლიის კულტურული საგანძურები 40-2022

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ლიკიის კავშირის ნანგრევები - ქსანფი და ლეტოონი 

სინათლის ქვეყანა, ლიკიის მასპინძელი ანატოლია. ლიკიის „სინათლის ქვეყანად“ მოხსენიების მიზეზი, მთელი ქვეყნის უმეტესი ნაწილი იმ პერიოდში შეიძლება ითქვას, რომ ვარსკვლავივით ანათებდა. დღევანდელი ანტალიის პროვინციის საზღვრებში შემავალ  ლიკიის კავშირში 23 ქალაქი იყო გაერთიანებული. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქები გახლავთ ქსანფი და ლეტოონი.

ანატოლიის სამხრეთით მდებარე, ხმელთაშუა ზღვის რეგიონი მრავალ ცივილიზაციას და კულტურას მასპინძლობს. ასეა ანტალიის ქაშის რაიონში მდებარე ქსანფიც. ელინისტური პერიოდიდან დაწყებული, ქსანფი ერთ-ერთი ყველაზე დიდებული უძველესი ქალაქია, სადაც ჩანს რომაული და ბიზანტიური პერიოდის ნაკვალევი. იგი ძველი მსოფლიო ისტორიის უმსხვილესი ქალაქი და მცირე აზიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე, ლიკიის კავშირის ცენტრია. მაშინ, როდესაც უძველესი ქალაქი სპარსელებმა დაიკავეს, მთლიანად დაანგრიეს. ისტორიის მამად ცნობილ ჰეროდოტეს თქმით, ქსანფის ხალხი, რომელსაც არ შეუძლია ტყვედ ცხოვრებაზე ფიქრი, ქალებს, ბავშვებს და ძვირფას ნივთებს ციხეში კეტავს და წვავს, კაცები კი იბრძვიან სიკვდილამდე... შემდეგ ქსანფი შეიძლება ითქვას, რომ ფერფლიდან ხელახლა იბადება. სხვადასხვა შემოსევების შედეგად განადგურებული და ხელახლა აღმოცენებული ქალაქი, ბიზანტიის ხანაში საეპისკოპოსო ცენტრად იქცევა. არაბთა ლაშქრობების შემდეგ იგი სრულიად მიტოვებული იყო.

ქსანფი გახლავთ უძველესი ქალაქი, სადაც მრავალი ცივილიზაციის კვალი გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ იგი ყურადღებას იპყრობს თავისი სევდიანი ისტორიით, მას აქვს კიდევ ერთი თვისება, რაც განასხვავებს სხვა ქალაქებისგან: ლიკიური პერიოდის აღმართული საფლავის ქვები და კლდის სამარხები. ლიკიელების მიერ რეგიონის ბუნებრივი მასალის კირქვისგან აგებული კლდე-სარკოფაგის სამარხები დღეს კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნივთად ითვლება.

ქალაქში დაახლოებით 15-მდე აღმართული საფლავები და მავზოლეუმი მდებარეობს. ექსპერტების აზრით, ამ სამარხების მაგალითები რეგიონის გარეთ სხვაგან არ არსებობს. ლიკიურ ენაზე ყველაზე გრძელი ქვის წარწერებიც მხოლოდ აქ გვხვდება. ქსანფს ასევე აქვს სამი აგორა, თეატრი და დიდი მთავარი ქუჩა თავისი ქვის ტროტუარებით.

ანტიკური თეატრის არქიტექტურა იმის ნათელი მაგალითია, რომ იგი რომაულ პერიოდში გლადიატორთა ბრძოლებისთვისაც გამოიყენებოდა. თეატრის პირველი სართულის წინა დეკორაციები დღემდეა შემორჩენილი. უძველესი ქალაქი ქსანფი, ლეტოონის ნანგრევებთან ერთად, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი.

ქალაქ ლეტოონის დაარსება მითოლოგიური ისტორიით არის მოთხრობილი. ღმერთების ღმერთ ზევსს ტყუპი შვილები ჰყავს, ქალღმერთ ლეტოსთან ურთიერთობიდან. ქალღმერთმა ლეტომ, წაიყვანა თავისი ტყუპები აპოლონი და არტემიდა, გაიქცა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და სადღაც ლიკიაში დასახლდა. მითოლოგიის მიხედვით, ლეტოონი არის ქალაქი, რომელიც დაარსდა, ღმერთის აპოლონისა და არტემისის დედის სახელით.

ისტორიის მანძილზე ლეტოონი მოექცა სპარსელების, კარიელების, ელინების და ბოლოს რომის იმპერიის მმართველობის ქვეშ. ქალაქი, რომელსაც ეწოდა დიდი ღმერთების სახელი, როგორიცაა აპოლონი და არტემიდა, ადრე იყო ქსანფთან დაკავშირებული საკურთხეველი. თუმცა, მოგვიანებით მისი მნიშვნელობა თანდათან გაიზარდა და მთელი ლიკიის მხარის საკურთხევლად იქცა. საკურთხეველში არის ლეტოს, აპოლონის და არტემიდას ტაძრები, მონუმენტური შადრევანი და რომაული თეატრის ნაშთები.

ქალაქ ლეტოონის ნანგრევებიდან დღემდე მოღწეული და ყველაზე საუკეთესო მდგომარეობაში მყოფი ნაგებობა, 2200 წლის წინ აშენებული თეატრი გახლავთ. ქალაქში ჩატარებული გათხრების შედეგად სამი ტაძრის ნაშთები, მონუმენტური შადრევანი და რამდენიმე წარწერა აღმოაჩინეს.

სინათლის ქვეყანა, „ლიკიის კავშირის“ ყველა ქალაქი იმსახურებს ცალკ-ცალკე ახსნას, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი დრო ამის საშუალებას არ იძლევა. სწორედ ამიტომ, ვიწვევთ მათ, ვისაც სურს ამ შთამბეჭდავი ცივილიზაციის კვალი აღმოაჩინოს, თურქეთში სტუმრობისას ხსენებულ რეგიონებს ეწვიოს! მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ….



მსგავსი ინფორმაციები