ანატოლიის კულტურული საგანძურები 39-2022

„საუკუნის აღმოჩენა“, მილას ჰეკატომნოსის მეფის საფლავი და საკურთხეველი

1832852
ანატოლიის კულტურული საგანძურები 39-2022

ანატოლიის კულტურული საგანძურები 39-2022

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

„საუკუნის აღმოჩენა“, მილას ჰეკატომნოსის მეფის საფლავი და საკურთხეველი

აქამდე გსმენიათ მსოფლიოს შვიდი საოცრების შესახებ? რაც შეეხება იმ დიდებულ ნამუშევრებს, რომლებმაც თავიანთი კვალი დატოვეს ძველ სამყაროში, რომლებიც ხიბლავს და აოცებს მათ, ვინც მათ ხედავს? ისინი არაჩვეულებრივი სტრუქტურებია, რომლებიც ავლენენ იმ დონეს, რომელსაც ადამიანის ფანტაზიამ მიაღწია, არქიტექტურისა და ინჟინერიის თვალსაზრისით. ისინი იმსახურებენ არაჩვეულებრივის სრულ აღწერას, რადგან თითოეული მათგანი გიგანტურია და სცილდება ყოველგვარ საზღვრებს!

ანტიკური სამყაროს ამ შვიდი საოცრებიდან მხოლოდ ეგვიპტის კეოპსის პირამიდაა შემორჩენილი. სხვები, სამწუხაროდ, ვერ უძლებენ დროის, სტიქიური უბედურებებისა და ადამიანების მიერ გამოწვეულ ნგრევას... ანატოლიაში ანტიკურ სამყაროს შვიდი საოცრებიდან ორი მდებარეობს. ერთი არის არტემიდას ტაძარი ეფესოში, მეორე ჰალიკარნასის მავზოლეუმი, რომელიც აშენდა მეფე მავსოლეს სახელზე...

მუღლის პროვინცია მილასში, ანატოლიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი გათხრები ტარდება. არქეოლოგიის სამყარო, ჰეკატომნოსის მეფის საფლავის და საკურთხევლის აღმოჩენას, „საუკუნის აღმოჩენად“ აფასებს. გათხრების შედეგად უძველესი ხანის ყველაზე მნიშვნელოვანი საფლავის ძეგლი იქნა აღმოჩენილი, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. იმის გამო, რომ ამ საფლავს აქვს იგივე ზომა, როგორც ჰალიკარნასის მავზოლეუმი, უძველესი სამყაროს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი ხდება და ეს მას უნიკალურს ხდის. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს საფლავი მაღალი დონის ნამუშევარია თავისი დიზაინით, კედლის მხატვრობითა და რელიეფებით. ამ მიზეზების გამო, იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დროებით სიაში იქნა შეტანილი. ჰეკატომნოსის მეფის საფლავი და საკურთხეველი თითქოს ადასტურებს გამონათქვამს; ‘ანატოლიის მიწის ქვეშ დიდი ისტორია იმალება’.

ჰეკატომნოსის მეფის საფლავმა და საკურთხეველმა 2400 წლის წინანდელი პერიოდიდან მოაღწია დღევანდელობამდე. საკურთხეველში მავზოლეუმის გარეთ არის, მენანდროსთვის მიძღვნილი საპატიო სვეტი. ოდესღაც მილასის მენანდროსის ქანდაკება, ამ რვა მეტრის სიმაღლის საპატიო სვეტის თავზე იყო განთავსებული. დღეს ეს სვეტი არის ადგილი, სადაც თოლიები წლების მანძილზე ბუდობენ. მკვლევარები დიდი ხანია აცხადებენ, რომ ეს სვეტი მავზოლეუმის ნაწილია. თუმცა, სვეტსა და სამარხს შორის ერთადერთი კავშირი ისაა, რომ იგი სამარხის თავზე ააგეს, სამარხის აგებიდან ერთი საუკუნის შემდეგ. სინამდვილეში, ეს სვეტი სწორედ იქ იწყება, სადაც ჰეკატომნოსის მავზოლეუმის აღმოჩენის ისტორია. რადგან ირკვევა, რომ ამ მარმარილოს სვეტის საძირკველზე უკანონო გათხრა ჩაუტარებიათ და მძარცველებმა ამ სვეტის იატაკზე ორმო გათხარეს, რათა სამარხში შესულიყვნენ. მავზოლეუმიდან კონტრაბანდული ოქროს გვირგვინი და თხის ქანდაკება საზღვარგარეთ აღმოჩენილ და თურქეთში დაბრუნებულ ძეგლებს შორისაა. თუმცა, კიდევ რა ამოიღეს მძარცველებმა საფლავიდან და სად არის ის, დღესაც უცნობია.

მას შემდეგ, რაც ჰეკატომნოსის მეფის საფლავი და საკურთხეველი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დროებით სიაში შევიდა, ტერიტორია გადაკეთდა მუზეუმი ‘ღია ცის ქვეშ’. ვინაიდან უკანონო გათხრების დროს სამარხი, სარკოფაგი და კედლის მხატვრობა საკმაოდ დაზიანდა, მნახველებს შესვლა აეკრძალათ. გარდა ამისა, ვინაიდან სარკოფაგი თითქმის მთელ სამარხს იკავებს, ის ფიზიკურად გამოუსადეგარია მოსანახულებლად.

და ბოლოს, დღევანდელ პროგრამაში, „საუკუნის აღმოჩენა“, მილას ჰეკატომნოსის მეფის საფლავზე და საკურთხეველზე გავამახვილეთ ყურადღება, მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...

 



მსგავსი ინფორმაციები