აქტუალური თემის ანალიზი 38-2022

თურქეთის პოლიტიკა ნატოში

1828753
აქტუალური თემის ანალიზი 38-2022

აქტუალური თემის ანალიზი 38-2022

თურქეთის პოლიტიკა ნატოში

როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამ ნატოზე პირველი ეფექტი აჩვენა. ცივი ომის შემდგომი გაფართოების პოლიტიკის კონტექსტში, ნატო, რომელშიც ერთიანდებიან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობის მომპოვებელი ქვეყნები, უკრაინის ომთან ერთად გადადგა ახალი ნაბიჯი ამ პოლიტიკის გასაგრძელებლად. მოსკოვი, რომელიც ცდილობს უკრაინაში ჩარევის ლეგიტიმაციას ამ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესის მოტივით, ახლა ახალი გამოწვევის წინაშე დგას. ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში  გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთეს. თუმცა, ამჯერად ნატოს გაფართოება უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ოდესმე.         

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორის, პროფესორ მურათ იეშილთაშის მიერ მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

შეიძლება ითქვას, რომ ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს. პირველი არის, თუ შვედეთი და ფინეთი გახდებიან ნატოს წევრები მათ მიმართ, როგორი რეაქცია ექნება რუსეთს. თუ რუსეთი ნატოში ორივე ქვეყნის მონაწილეობას საფრთხედ აღიქვამს და ახალი სამხედრო ნაბიჯის გადადგმას შეეცდება, მაშინ ომი უკრაინით არ შემოიფარგლება. თუ რუსეთი უპასუხოდ დარჩება და შვედეთი და ფინეთი უპრობლემოდ მიიღეს ნატოს წევრებად, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის დასავლეთი ნაწილი მთლიანად იქნება ნატოს მიერ გარშემორტყმული. ორივე შემთხვევაში, რუსეთს მოუწევს მეტი სამხედრო ძალების განლაგება ბალტიის რეგიონში.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ თურქეთმა, ერთ-ერთმა უძლიერესმა ნატოს წევრმა, გააპროტესტა შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პოლიტიკა შეიცავს ალიანსის ჰარმონიის დარღვევის რისკს, რომელიც ახალ სოლიდარობის პროცესში შევიდა უკრაინის ომთან ერთად, შესაძლოა ახალი პრობლემა წარმოქმნას თურქეთსა და ნატოს შორის. ანკარას აქვს ძალიან სამართლიანი მიზეზები ორი ქვეყნის გაწევრიანების პროცესის წინააღმდეგ.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთი დადებითად უყურებს ნატოს გაფართოების პოლიტიკას. ამიტომ ის ფინეთის გაწევრიანებას დიდად არ აპროტესტებს. თუმცა, განსაკუთრებით შვედეთის ურთიერთობა, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-თან უბიძგებს ანკარას უფრო ფრთხილი პოლიტიკის გატარებისკენ ამ ქვეყნის მიმართ. იმის გამო, რომ შვედეთი საშუალებას აძლევს PKK-ს კომფორტულად იმოქმედოს საკუთარ ქვეყანაში და უწევს ეკონომიკურ დახმარებას, იარაღის ჩათვლით, ასევე ეხმარება PYD-ს სირიაში, ანკარას გადასადგმელ ნაბიჯებზე სიფრთხილისკენ უბიძგებს.  შვედეთი გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც PKK ყველაზე აქტიურია ევროპაში. PKK-ს საქმიანობას შორის შვედეთში; არსებობს მრავალი უკანონო ქმედება, როგორიცაა ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა, ფულის გათეთრება, რეკრუტირება და ლობირება თურქეთის წინააღმდეგ. შვედეთის ანტითურქული პოლიტიკა არ შემოიფარგლება მხოლოდ PKK-ით. ამავე დროს, ის თავის ქვეყანაში იცავს, ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს წევრებს, რომლებიც თურქეთში 15 ივლისის გადატრიალების მცდელობაში არიან ბრალდებულნი.

ანკარა, შვედეთის ამ პოზიციის გამო ფრთხილობს მისი ნატოში გაწევრიანების საკითხის მიმართ და ამტკიცებს, რომ თურქეთი მხარს არ დაუჭერს იმ ქვეყნის გაწევრიანებას, რომელსაც არ ადარდებს თურქეთის უსაფრთხოების პრობლემები. თურქეთი, რომლის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა უკრაინის ომთან ერთად კიდევ უფრო გაიზარდა, ცდილობს გამოიყენოს მისი ძლიერი პოზიცია ნატოში და შეცვალოს შვედეთის დამოკიდებულება ზემოთ აღნიშნულ საკითხებში, წერს ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორი, პროფესორი მურათ იეშილთაში. 



მსგავსი ინფორმაციები