მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 37-2022

ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობის ბუნებრივი საშუალებები

1825421
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 37-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 37-2022

ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობის ბუნებრივი საშუალებები

პროგრამა მომზადებულია ექიმ მეჰმედ უჩარის მიერ

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ბუნებრივ მეთოდებს, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობისთვის. თუმცა, შეგახსენებთ, რომ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ გაწუხებთ ანთებითი ჩაზრდილი ფრჩხილი, რომელიც არ ქრება.

ჩაზრდილი ფრჩხილი მტკივნეული პრობლემაა, რომელიც ძირითადად ვლინდება ფეხის თითზე და ჩნდება მაშინ, როდესაც ფრჩხილი ფეხის თითის კუთხეში კანშია ჩაზრდილი. თუ არ იმკურნალებთ გამოიწვევს ანთებას.

ჩაზრდილი ფრჩხილების მკურნალობის ბუნებრივი საშუალებებია:

ვაშლის ძმარი

თუ ჩაზრდილი ფრჩხილი ხელს გიშლით სიარულში; ყოველ საღამოს, დაამატეთ ვაშლის ძმარი და წყალი თასში, რომელსაც გამოიყენებთ მხოლოდ ფეხებისთვის. გააჩერეთ ფეხები ამ ნარევში დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.

კომფორტული წინდების და ფეხსაცმლის ტარება:

მჭიდრო წინდებისა და ფეხსაცმლის ნაცვლად უპირატესობა უნდა მიანიჭოთ პროდუქციას, რომლებიც უფრო თავისუფალია და ფეხს არ უჭერს. მკურნალობის პროცესში ფეხსაცმლისა და წინდების ნაცვლად სასურველია სანდლების და ჩუსტების ტარება.

ჩაზრდილი ფრჩხილის დამცავი:

ეს დამცავი არის დიზაინი, რომელიც შეიძლება დაიმაგროთ თითზე.

საპნიანი წყალი

განსაკუთრებით თუ იყენებთ ზეითუნის ზეთის შემცველ საპნებს, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ფრჩხილების ქვეშ ანთების მოცილებას.

დღის განმავლობაში გააჩერეთ ფეხები საპნიან წყალში დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ გაიწმინდეთ ფრჩხილები.

ჩაის ხის ეთერზეთი

ჩაის ხის ზეთი არის ანტიოქსიდანტური და ანტისეპტიკური მცენარეული ზეთი. გამოიყენება კანის შეშუპებისა და სიწითლის დროს. მათ, ვინც უჩივის ჩაზრდილ ფრჩხილებს, შეუძლიათ ჩაის ხის ზეთის გამოყენებით ყოველ საღამოს ძილის წინ ბამბით ფრჩხილებზე მასაჟი გაიკეთოს.

ნიორი

ჩაზრდილი ფრჩხილებისთვის 1 დიდი კბილი ნიორი უნდა გასრისოთ და ჩაზრდილ ფრჩხილებზე წაისვათ, გაიჩერეთ 1 საათის განმავლობაში დაიბანეთ.

კალენდულას ზეთი

დაასხით 2 წვეთი კალენდულას ზეთი ბამბაზე და დაიდეთ ეს ბამბა ჩაზრდილ ფრჩხილზე. რაც უფრო დიდხანს გაიჩერებთ, მით უფრო ღრმად იმოქმედებს ფრჩხილის ტკივილსა და ანთებაზე. არ დაგავიწყდეთ რეგულარულად წასმა, რათა მოკლე დროში მოიცილოთ ჩაზრდილი ფრჩხილის ჩივილი.

თაფლი და ლიმონის წვენი

ჩაზრდილი ფრჩხილების გამო თითების სიწითლე და შეშუპება შეგიძლიათ მოიცილოთ თაფლიანი ლიმონის წვენით. დაასხით რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი 1 ჩაის კოვზ თაფლს და ეს ნარევი წაისვით ფრჩხილზე. შეიხვიეთ მარლით და გააჩერეთ.

ჭინჭრის ფაფა

აიღეთ ერთი მუჭა მწვანე ჭინჭარი და ჩახარშეთ წყალში ისე რომ ჭინჭრის ფაფა მიიღოთ. ეს მასა წაისვით ჩაზრდილ ფრთხილზე და 10-15 წუთის განმავლობაში გაიჩერეტ.

 ბეგქონდარას ჩაი

ბეგქონდარას ჩაი გადაიტანეთ დიდ და შესაფერის თასში და მასში ჩადევით თითები, რომლებზეც ჩაზრდილი ფრჩხილები გაქვთ. 1 კვირის განმავლობაში ბეგქონდარას ჩაის აბაზანის მიღება დაგეხმარებათ ჩივილების შემსუბუქებაში.

ასევე, არ მოიჭრათ ფრჩხილები, სანამ ჩაზრდა არ გაქრება არ გაიზრდება ზრდას.

რა შეიძლება გაკეთდეს ჩაზრდილი ფრჩხილების თავიდან ასაცილებლად;

• მიაქციეთ ყურადრება, რომ ფრჩხილები ძალიან მოკლედ არ მოიჭრათ.

• არ მოაჭრათ ფრჩხილების კუთხეები ოვალურად, მოიჭერით ნახევარმთვარის ფორმებად.

• ჩაიცვით ბამბის წინდები და ყოველდღიურად გამოიცვალეთ.

• თუ თქვენ გაქვთ ჩაზრდის პრობლემა, შეარჩიეთ ფეხსაცმელი, რომელშიც ამ პროცესის დროს თქვენს თითებს ღია იქნება.

• არ გამოიყენოთ ვიწრო, წვეტიანი და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები.

• თუ ფრჩხილების მოჭრა თქვენ თვითონ არ შეგიძლიათ, სცადეთ პედიკურის გაკეთება თქვენი ფრჩხილის მოვლისთვის უსაფრთხო ადგილზე.

• ეცადეთ, რომ ფეხები იყოს მშრალი.

• თუ გაქვთ ფრჩხილზე ანთება, რომელიც არ ქრება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.



მსგავსი ინფორმაციები