ანატოლიის კულტურული საგანძურები 36

სელიმიეს მეჩეთი და კომპლექსი

1822297
ანატოლიის კულტურული საგანძურები 36

ანატოლიის კულტურული საგანძურები 36-2022

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

სელიმიეს მეჩეთი და კომპლექსი

ანატოლია ისტორიის ადრეული პერიოდიდან მოყოლებული იყო ცივილიზაციების, ომებისა და მშვიდობის მოწმე. იგი ათობით კულტურას, განსხვავებულ რწმენას და სხვადასხვა ენის საერთო ისტორიას მასპინძლობს... ანატოლია ხან ამჟღავნებს ამბავს, რომელსაც ის მალავს თავის ბუნებაში მოულოდნელად, ხან თავის უნიკალურ სტრუქტურებში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საუკუნეებს... ისტორიის კვალი ამ გეოგრაფიაში დამკვიდრებული სახელმწიფოების დედაქალაქებშია მიკვლეული... ხეთებიდან ურარტუელებამდე, ბიზანტიელებიდან ოსმალეთამდე, მიუხედავად იმისა, რომ მათი კულტურა და გეოგრაფიული პირობები განსხვავებულია, ისინი ყველა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ მათ დედაქალაქებს. დედაქალაქები აღჭურვილია უნიკალური არქიტექტურული ნამუშევრებით, რათა წარმოაჩინონ სახელმწიფოს ძალა. ჩვენ აღვწერთ ამ ცივილიზაციებს, სახელმწიფოებსა და იმპერიებს მათი დედაქალაქების მეშვეობით. დღევანდელ პროგრამაში  ოსმალეთის იმპერიის, რომელიც 600 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებობდა, მის ერთ-ერთ დედაქალაქზე, ედირნეზე და ამ ქალაქში აშენებულ უნიკალურ არქიტექტურულ ნაგებობა, სელიმიეს მეჩეთსა და მის კომპლექსზე ვისაუბრებთ...

უძველესი დროიდან მოყოლებული ედირნეში ხალხი ყოველთვის სახლობდა. ორი მნიშვნელოვანი მდინარე, როგორიცაა მარიცა (მერიჩი) და ტუნჯა, დიდ როლს თამაშობს ედირნეს უპირატესობაში. რომაულ პერიოდში იმპერატორმა ადრიანემ გააცნობიერა ქალაქის სტრატეგიული მნიშვნელობა და დაარქვა მას ადრიანოპოლისი, რაც ნიშნავს „ადრიანეს ქალაქს“. ეს სახელი დროთა განმავლობაში იცვლება და მას შემდეგ რაც ოსმალეთის იმპერიამ ქალაქი აიღო, სახელად ედირნე დაერქვა. დედაქალაქი კი გადაიტანეს აქ, რადგან ეს იყო მნიშვნელოვანი წერტილი ევროპაში დაპყრობებისთვის. ედირნე  ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი 88 წლის განმავლობაში იყო, სტამბოლის დაპყრობამდე.

ედირნე აღჭურვილია სასტუმროებით, აბანოებით, ხიდებით, მედრესებითა და მეჩეთებით, რაც  დედაქალაქს შეეფერება. ოსმალეთის კულტურა და არქიტექტურა მთელ ქალაქში აისახება. სტამბოლის დედაქალაქად გამოცხადების შემდეგაც ინარჩუნებს ედირნე თავის მნიშვნელობას. მას შემდეგ, რაც სელიმ II კვიპროსი დაიპყრო, სურდა ედირნეში მეჩეთი აეშენებინა და ეს დავალება მსოფლიოში ცნობილ არქიტექტორ სინანს მისცა... იმიტომ, რომ ის არის გენიოსი, რომელიც ოსტატურად აერთიანებს ტექნიკას, ესთეტიკას და კულტურულ ელემენტებს თავის ნამუშევრებში. სინანს აქვს საინჟინრო და არქიტექტურული ცოდნა. ეს კომპეტენცია აისახება მის ყველა ნაშრომში. მის ნამუშევრებს შორის განსაკუთრებული ადგილი ედირნეში მდებარე სელიმიეს მეჩეთსა და კომპლექსს უკავია. სინანი ამ ნაგებობას „შედევრად“ განსაზღვრავს. ის აერთიანებს თავის ოთხმოცი წლის გამოცდილებას თავისი ხელოვნების ძალით.  

ექსპერტების შეფასებით, სელიმიეს მეჩეთი წარმოადგენს ოსმალეთის არქიტექტურის მწვერვალს. ეს ნაგებობა, იუნესკომ, როგორც მეჩეთი პირველად შეიტანა თავის სიაში,  რადგან ის არის შედევრი თავისი უნიკალური თვისებებით და წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიის  რამდენიმე მნიშვნელოვან პერიოდს.

ედირნეში შესვლისას სელიმიეს სილუეტი ჩნდება თავისი ორი მინარეთით. სინანი მეჩეთს ათავსებს ბორცვზე, რომელიც გადაჰყურებს ქალაქს, რათა ის ყველა კუთხიდან ჩანდეს. რაც უფრო მიუახლოვდებით სელიმიეს, იგი ავლენს მთელ თავის ბრწყინვალებას თავისი მონუმენტური გარეგნობითა და უნიკალური არქიტექტურით. სელიმიეს მეჩეთი, თავისი დიდებული გუმბათით და ოთხი ელეგანტური მინარეთით, მდებარეობს კომპლექსის ცენტრში, რომელიც შედგება მედრესეებისგან, ბიბლიოთეკისა და ბაზრისგან.

ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რაც სელიმიეს სხვა მეჩეთებისგან განასხვავებს, არის მისი გუმბათი. იმიტომ, რომ ეს არის ძალიან დიდი, რომელიც აშენდა ყოველგვარი არქიტექტურული ელემენტის მხარდაჭერის გარეშე. არქიტექტურის ისტორიაში ძალიან ცოტა ნაგებობა ქმნის შენობის მთლიან ინტერიერსა და ექსტერიერს მხოლოდ ერთი გიგანტური გუმბათით. იმდენად, რომ სხვა მაგალითების მოყვანა შეუძლებელია რომაულ პერიოდში პანთეონის, ბიზანტიის ხანაში აია-სოფიას, მე-13 საუკუნეში დაწყებული ფლორენციის ტაძრისა და ოსმალეთის პერიოდში სელიმიეს მეჩეთის გარდა.

აია-სოფია ყოველთვის არის სტამბულის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე და მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ასევე არის აღმოსავლეთ რომის დედაქალაქი. რელიგიური მნიშვნელობის გარდა, იგი ასევე ცნობილია გუმბათის ზომით. არქიტექტორ სინანსზე აია-სოფიას დიდი გავლენა აქვს და ყოველთვის ოცნებობს აია-სოფიას გუმბათზე დიდი გუმბათის გაკეთებაზე. ის ამ ოცნებას სელიმიეს მეჩეთში ახორციელებს, თავისი 43 მეტრი სიმაღლისა და 32 მეტრის დიამეტრის გუმბათით. იმ პერიოდის ტექნიკური ცოდნის გათვალისწინებით, სინანმა შეუძლებელი შეასრულა. იგი ხაზს უსვამს სელიმიეს გიგანტური გუმბათის გარე ეფექტს მინარეთებით. მთელი გუმბათიდან ცისკენ აღმართული მინარეთები სიმაღლის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზე გახლავთ.

სელიმეს მსგავს გიგანტურ ნაგებობას, სინანმა ასობით პატარა ფანჯარა გაუკეთა, რათა თანაბრად განათებულიყო შენობა. მეჩეთის ინტერიერის დეკორაციები ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც მისი არქიტექტურა. მეჩეთის ამბიონი და მიჰრაბი მარმარილოს დამუშავების შედევრებს შორისაა.

სელიმიეს მეჩეთი და მისი კომპლექსი ქალაქ ედირნესთან არის გაიგივებული.   ტექნიკური სრულყოფილების წყალობით მას მიწისძვრები და სტიქიური უბედურებები არ აწუხებს... ეს არის არქიტექტორ სინანის ყველაზე ბრწყინვალე ნამუშევარი და ითვლება ოსმალეთის არქიტექტურის მწვერვალად მეჩეთების განვითარების თვალსაზრისით.

და ბოლოს, დღევანდელ პროგრამაში, სელიმიეს მეჩეთსა და კომპლექსზე გავამახვილეთ ყურადღება, მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...



მსგავსი ინფორმაციები