მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 22-2022

ცხვირის გაჭედილობა

1768607
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 22-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 22-2022

თემა, რომელზეც დღეს გვინდა ვისაუბროთ არის ცხვირის გაჭედილობის მკურნალობის ბუნებრივი საშუალებები.

გადაცემა მომზადებულია ექიმ მეჰმედ უჩარის მიერ

ეჭვგარეშეა, რომ ცხვირის გაჭედილობა არის იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე. იგი ხელს უშლის ხარისხიან ძილს და ართულებს სუნთქვას.

რა იწვევს ცხვირის გაჭედილობას?

ცხვირის გაჭედილობის სამკურნალოდ ჯერ უნდა დადგინდეს მიზეზი. ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • გაციება,
  • სეზონური გადასვლები,
  • თივის ცხელება,
  • ალკოჰოლი,
  • კონქის შეშუპება,
  • ალერგია,
  • სანელებლებიანი კერძები,
  • ჰორმონალური ცვლილებები,
  • უცხო სხეული ცხვირში,
  • ჰიპერტენზია,
  • გრიპი,
  • პროფესიული ასთმა,
  • სინუსიტი,
  • ორსულობა,
  • ცხვირის პოლიპები,
  • ძილის აპნოე,
  • ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები.

ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ცხვირის გაჭედილობის სამკურნალოდ შემდეგი ბუნებრივი საშუალებები;

ჯანჯაფილის ჩაი

ჯანჯაფილი ზრდის ლორწოვანი გარსის სითხეს და საშუალებას აძლევს ცხვირის არხებს გაიხსნას. აადუღეთ 2 ჭიქა წყალი და დაამატეთ მასში 2 ჩაის კოვზი ჯანჯაფილის ფხვნილი. გააჩერეთ 10 წუთი, შემდეგ გადაწურეთ. ერთი ჭიქა დალიეთ დარჩენილ ცხელ ჯანჯაფილის ჩაიში კი დაასველეთ პირსახოცი, ტილო ან ბამბა და დაიდეთ ცხვირზე.

ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარი ათხელებს ლორწოს და ხელს უშლის ბაქტერიების ზრდას. შეურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი ჭიქა თბილ წყალში. თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ცხვირის გაჭედილობა თქვენს მიერ მომზადებული ნარევის დალევით.

პიტნის ეთერზეთი

პიტნა კარგია ცხვირის გაჭედილობის დროს, ამისთვის შეგიძლიათ საყელოზე 2 წვეთი პიტნის ეთერზეთი დაიწვეთოთ.

ცხვირის მასაჟი

მასაჟი სწორად გამოყენებისას აჩქარებს სისხლის ნაკადს. გააცხელეთ ერთი სუფრის კოვზი პიტნის ეთერზეთი და ზეითუნის ზეთი. თითის წვერით შეიზილეთ ცხვირისა და წარბების ირგვლივ. ცხვირის ზედა ნაწილს გვერდებიდან დაჭირეთ. ამასობაში ისუნთქეთ პირით.

ორთქლის აბაზანა

ცხვირის გაჭედილობის მოსხნის ბუნებრივი მეთოდებს შორის არის ორთქლის გამოყენებაც. ადუღებულ წყალში შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი პიტნის ეთერზეთი, ევკალიპტის ეთერზეთი და დამამშვიდებელი ბალახეულობა როგორიცაა გვირილა და შეისუნთქეთ. ამგვარად ორთქლის მეთოდით იხსნება ცხვირის გაჭედილობა.

ხახვის ყნოსვა

აიღეთ რამდენიმე ცალი ხახვის ნაჭერი და დაყნოსეთ ოთხი-ხუთი წუთის განმავლობაში, იგრძნობთ, რომ ცხვირი გაიხსნა.

მანუალური მეთოდი

პირველი ნაბიჯი:

შეახეთ ენის წვერი პირის ღრუს ყველაზე მაღალ წერტილს.

მეორე ნაბიჯი:

შეაერთეთ შუა თითი და საჩვენებელი თითი და გააკეთეთ წინ და უკან მოძრაობები წარბის შუაში.

შეასრულეთ პირველი და მეორე ნაბიჯები მონაცვლეობით 20 წამის განმავლობაში.

ბოლოს შეიკავეთ სუნთქვა. თითები ცხვირზე მოიჭირეთ და თავი უკან გადახარეთ, ოღოდ ზედმეტად არა. როდესაც შეწუხდებით მოაცილეთ თითები ცხვირს.

 სხვა მეთოდები, რომლებიც შეიძლება ეფექტური იყოს ცხვირის გაჭედილობის დროს:

• მცენარეული ჩაი, როგორიცაა ჯანჯაფილი და პიტნა, ხელს უწყობს ცხვირის გაჭედილობის მოხსნას.

• შეწყვიტეთ თამბაქოს მოწევა.

• მარილიანი წყალი ცხვირის გაჭედილობის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია. ამიტომ, შეგიძლიათ ბანაობა ზღვაში ან გამოიყენოთ ცხვირის სპრეი, რომელიც შეიცავს სამედიცინოდ ხელმისაწვდომ ზღვისა და ოკეანის წყლებს.

• ბევრი წყლის დალევა ხელს უწყობს ცხვირის ლორწოვანი გარსის ტენიანობას.

• ჰაერი შრება კონდიცირებულ ან გაცხელებულ გარემოში. ოთახში ცივი ორთქლის მანქანის ან მდუღარე წყლის დაყენება, ხელის პირსახოცის დასველება და გამაცხელებლებზე დადება შეინარჩუნებს ჰაერს ტენიანობას.

• თუ ცხვირის გაჭედილობა ალერგიულია, დახურეთ კარები და ფანჯრები მტვრის სეზონზე.

• ეცადეთ, რომ ქარიან და მშრალ დღეებში გარეთ არ გამოხვიდეთ.

• შეგიძლიათ დაასვენოთ ბრონქები და სხეული თბილი აბაზანის მიღებით.

• ორთქლის მომზადება შეგიძლიათ ცხელი წყლით და მენთოლით.

• ცხვირის შეშუპება იმატებს წოლის დროს. ეს მდგომარეობა იწვევს ადამიანის ცუდ ძილს. ამის თავიდან ასაცილებლად ღამით ძილის დროს მაღალი ბალიშები უნდა გამოიყენოთ.

აუცილებელია გამომწვევი მიზეზების დადგენა და მკურნალობა. თუ ცხვირის გაჭედილობის გარდა სხვა სიმპტომებიც გაქვთ, რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს.



მსგავსი ინფორმაციები