აქტუალური თემის ანალიზი 21

რუსეთ-უკრაინის ომის ზღვარზე

1766382
აქტუალური თემის ანალიზი 21

აქტუალური თემის ანალიზი 21               

რუსეთ-უკრაინის ომის ზღვარზე

SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ხანგრძლივი ზეწოლის პოლიტიკა უკრაინის წინააღმდეგ ამ ბოლო ხანებში პირდაპირი სამხედრო ინტერვენციისაკენ მიიწევს. პროცესში, რომელშიც  უკვე აქტიურად არიან ჩართული აშშ-ი და ევროპის ქვეყნებიც, სერიოზული ესკალაცია მოხდა. ასე რომ, სამხედრო მობილიზაციისა და მხარეთა ბოლო განცხადებების გათვალისწინებით, ჩანს, რომ დიდი კონფლიქტი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს. 

მრავალ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ საკითხში პუტინმა დასავლელი მოთამაშეები, მათ შორის აშშ-იც, პოლიტიკურ ველზეც გამოსცადა და სუსტი ლიდერობისა და პოლიტიკაში არსებული ნაკლოვანებების გამოყენებით, თავისი გავლენის სფეროს კიდევ უფრო გაფართოება გააგრძელა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, თითქოს ახალი საბჭოთა კავშირი ეტაპობრივად იქმნება. მაშინ, როცა დასავლურმა ქვეყნებმა ვერ შესძლეს რუსეთის წინააღმდეგ ბლოკის სახით სერიოზული პოლიტიკის გატარება უკრაინიდან საქართველომდე, სირიიდან ლიბიამდე მნიშვნელოვან კონფლიქტურ ზონებში, ჩანს, რომ განსაკუთრებით ბაიდენის პერიოდში აშშ ვერ აწარმოებს პოლიტიკას, დარჩა ძალიან სუსტი და რუსეთი ცდილობს ბოლომდე შეავსოს შექმნილი სიცარიელე.

შეიძლება ითქვას, რომ რეალურად, უკრაინაში მიმდინარე პროცესი სწორედ ამ დიდი სურათის პროექციაა. პუტინი, რომელსაც არ სურს უკრაინაში ისეთი მთავრობა, რომელიც მასში მხოლოდ საფრთხეს ხედავს, ყველა საშუალებით უტევს მას, თუმცა ამ ქვეყანას ინგლისის, თურქეთის, პოლონეთის მსგავსი რამოდენიმე მნიშვნელოვანი ქვეყნის გარდა დასავლური ბლოკიდან სერიოზული მხარდაჭერა არ მიუღია. ჩანს ისიც, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის პერიოდში ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და უსაფრთხოების გარანტიები, რაც უკრაინას სჭირდებოდა რუსეთის წინააღმდეგ, ვერ მისცა. ამ ვითარებამ კი, ნატოსთან და აშშ-თან მომლაპარაკებელი რუსეთი კიდევ უფრო გაამხნევა. რაც შეეხება გერმანიას,  საშუალო დონის პოლიტიკის გატარებით, იგი ისტორიულ შეცდომას უშვებს. მართალია ისიც, რომ რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება ერთ-ერთი შემზღუდველი ფაქტორია გერმანიისა, მაგრამ, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ  რუსეთის შესაძლო შეჭრით უკრაინაში, ყველაზე მეტად სწორედ გერმანია დაზარალდება და ყველაზე მეტი გეოსტრატეგიული საფრთხე სწორედ მას შეექმნება.

მოკლედ, სრული შეჭრა ამ ეტაპზე შეიძლება ნაკლებად სავარაუდო იყოს, თუმცა, არც ის იქნება გასაკვირი, თუ რუსეთი კიევზე ზეწოლის გაზრდით დაასუსტებს მის მთავრობას და ისეთ ახალ სამხედრო ჩარევას მოახდენს, რითაც დონეცკისა და ყირიმის ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ უფრო განამტკიცებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ასიათასობით ჯარისკაცის მობილიზაცია მოახდინა უკრაინის საზღვარზე და ამასთან სტრატეგიული სამხედრო ელემენტები განალაგა ბელარუსში, აშშ-ს მაინც არ მიუღია რაიმე სერიოზული ზომა და მხოლოდ ეკონომიკურ სანქციებზე ამახვილებს ყურადღებას. ცხადია, რომ რუსეთის შესაძლო სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში გაამკაცრებს დასავლეთის ბლოკს რუსეთის წინააღმდეგ და გამოიწვევს სერიოზულ ეკონომიკურ ზარალსაც, მაგრამ, ამ შესაძლო ხარჯებისა და ზარალის მიუხედავად, ის გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მიღწევები, რომლებსაც პუტინს უკრაინაში შეჭრა მოუტანს, ძალზედ მადისაღმძვრელად გამოიყურება.



მსგავსი ინფორმაციები