ანატოლიის კულტურული საგანძურები 20-2022

ზილეს ციხე და თოქათის ბალლიჯას მღვიმე

1761600
ანატოლიის კულტურული საგანძურები 20-2022

ანატოლიის კულტურული საგანძურები 20-2022

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ზილეს ციხე და თოქათის ბალლიჯას მღვიმე

ანატოლია, ისტორიის სხვადასხვა პერიოდის მომსწრეა და მის კვალს ატარებს... თავისი ციხე-სიმაგრეებით, გალავნებით, მეჩეთებით, ეკლესიებით, ხიდებითა და უძველესი ქალაქებით... თითქმის ყველამ იცის იულიუს კეისრის ცნობილი ფრაზა „Veni, vidi, vici“ ანუ, „მოვედი, ვნახე, დავიპყარი.“ მაგრამ ნეტა რამდენმა იცის, რომ მან ეს სიტყვები თურქეთის ქალაქ თოქათის ზილეს რაიონში თქვა... ასე ყალიბდება ისტორია ასეთ გეოგრაფიაში...

დღევანდელ პროგრამაში, სწორედ რომ მოგითხრობთ ზილეზე, იმ ადგილის შესახებ, სადაც კეისარმა ის ცნობილი სიტყვები თქვა.

ანატოლიის ყველა რეგიონი, გამონაკლისის გარეშე, საუკუნეების მანძილზე უპირატესობას ანიჭებდა ხალხს, როგორც საცხოვრებელ ზონას. რადგან ამ გეოგრაფიაში არის ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელი ყველა ელემენტი. ზილე ანატოლიის ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი ცენტრია. ზილე, რომელიც დღეს თოქათის რაიონია, მრავალი სახელმწიფოა შექმნილი აქ.  თავისი მდებარეობიდან გამომდინარე ქალაქი წარმოადგენს გეოპოლიტიკურ პუნქტს, შავ ზღვასა და ცენტრალურ ანატოლიას დამაკავშირებელ გზაჯვარედინს. კლიმატისა და გეოგრაფიული თავისებურებების გამო, ასობით წელია  დასახლებისთვის სასურველი ადგილია. რეგიონში ჩატარებული გათხრები აჩვენებს, რომ ქალაქი ხეთების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასახლება იყო. ხეთების შემდეგ ზილეში ფრიგიელების კვალი გვხვდება. ანტიკური ხანის ცნობილი გეოგრაფი სტრაბონი წერს, რომ ქალაქი დააარსა ასურეთის იმპერიის დედოფალმა სემირამისმა. იმ წლებში, როდესაც ის სპარსეთის ბატონობის ქვეშ მოექცა, ზილემ მნიშვნელოვან პოზიციას მიაღწია რელიგიის თვალსაზრისით. რადგან სპარსეთის ნაყოფიერების ქალღმერთის კუთვნილი უდიდესი ტაძარი ამ ქალაქში მდებარეობს. რელიგიური ცერემონიები, რომლებიც იმართება მრავალრიცხოვან ხალხთან ერთად წლის გარკვეულ დროს, უზრუნველყოფს ზილეს ეკონომიკურად გაძლიერებას და მის სტრატეგიულ მნიშვნელობას. აქედან გამომდინარე, ქალაქი ხდება ადგილი, სადაც ბევრ სახელმწიფოს სურს სუვერენიტეტის დამყარება. ხეთების პერიოდიდან დაწყებული მნიშვნელოვანი კონფლიქტები ბიზანტიის იმპერიამდე გაგრძელდა. იმდენად, რამდენადაც ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტი გამოიწვევს ომს რომის იმპერიასა და პონტოს სამეფოს შორის. ადგილი, სადაც დაიწერა ისტორიაში ყველაზე მოკლე და ყველაზე მნიშვნელოვანი წერილი, რომის იმპერიის ცნობილ სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერს, იულიუს კეისარს და პონტოს მეფე ფარნაკეს შორის. ზილეს მახლობლად გამართული, ომი რომის არმიამ გაიმარჯვა. ეს დიდი გამარჯვებაა, მაგრამ იულიუს კეისარი ძალიან მოკლედ გამოხატავს ისეთ მნიშვნელოვან გამარჯვებას, ამ სიტყვებით „Veni, vidi, vici,“ რაც ნიშნავს „მოვედი, ვნახე, დავიპყარი.“

კეისარი რომს აცნობებს ომის შედეგს წერილში, რომელიც შეიცავს მხოლოდ ამ სამ სიტყვას, „მოვედი, ვნახე, დავიპყარი.“ ამის შემდეგ იმართება უპრეცედენტო ტრიუმფალური მსვლელობა, მოჭრილია მონეტები წარწერით „Veni, vidi, vici“. ეს სამი სიტყვა, რომელიც ბევრს მეტყველებს, არა მარტო ძველ მონეტებზე, არამედ ზილეს ციხეშიც გვხვდება. კეისარს ციხეზე მდებარე ძეგლზე ჰქონდა ჩაწერილი სიტყვები „მოვედი, ვნახე, დავიპყარი“, რომელიც აჯამებდა მის გამარჯვებას. ამიტომაც ზილეს ციხე იპყრობს მრავალი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტის ყურადღებას, რომელთაც სურთ ნახონ ისტორიაში ყველაზე მოკლე და მნიშვნელოვანი წერილი.

ზილეს ციხე, რომელიც ტურისტების დიდ ყურადღებას იპყრობს, ანატოლიის ერთ-ერთი იშვიათი ციხე-სიმაგრეა. ამ ციხესავით საინტერესო კიდევ ერთი ციხეა, თოქათშიც, მას აქვს კავშირი გრაფი დრაკულას ლეგენდასთან, რადგან ეს ციხე 1400-იანი წლების შუა ხანებში ვლახეთის სამთავროს უფლისწულმა გათავისუფლების სანაცვლოდ თავისი ვაჟები მძევლად გადასცა ოსმალეთის იმპერიას. ერთ-ერთმა ძმამ, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში თოქათის ციხეში მძევლად იყო დაკავებული, ისლამი მიიღო. მეორე იქცევა დაუნდობელ მტრად, რომელიც ცნობილია როგორც „ეშმაკი, ჯალათი და ვოევოდი (მმართველი) ძელზე“. ეს ადამიანი ცნობილია ადამიანების წამებით მკვლელობით ანუ,  ვლად დრაკულა III. იგი გაიგივებულია დრაკულას ლეგენდის მთავარ გმირთან.

თოქათის ციხეზე ჩატარებული რესტავრაციის დროს, ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელი საიდუმლო გადასასვლელი იქნა ნაპოვნი, სადაც ვლახეთის პრინცი  ვლად დრაკულა III იხდიდა სასჯელს. 

თოქათში ასევე არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე გამოქვაბული. ფაზარის რაიონში მდებარე ბალლიჯას მღვიმე, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დროებით სიაშია შეყვანილი, თავისი ბუნებრივი წარმონაქმნების გამო. ექსპერტები აცხადებენ, რომ მღვიმეში არის ყველა გამოქვაბულის ფორმირება, რომელიც აქამდე იყო აღმოჩენილი. ეს თვისება ბალლიჯას მღვიმეს უნიკალურს ხდის, რადგან მას ასევე აქვს წარმონაქმნები, რომლებიც არც თუ ისე გავრცელებულია მსოფლიოში.

არ ვიცით, გინახავთ თუ არა ოდესმე გამოქვაბულის ჭერზე ჩამოკიდებული ხახვის ფორმის სტალაქტიტები, მაგრამ ის, რაც ბალლიჯას მღვიმეს უნიკალურს ხდის, ეს საინტერესო წარმონაქმნებია. „ხახვიანი სტალაქტიტები“, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ძალზე იშვიათია, ამ გამოქვაბულში დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი და თავისი ფერებითა და ზომებით ხიბლავს მნახველებს. ხახვის სტალაქტიტები მხოლოდ თურქეთის ამ გამოქვაბულშია ნაპოვნი.

3,5 მილიონი წლის წინანდელი ბალლიჯას გამოქვაბულის რვა დარბაზი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. მაგრამ ჯერ კიდევ არის ამ ძველი გამოქვაბულის ნაწილები, რომლებიც ელოდება აღმოჩენას. შიგნით ტენიანობა ორმოცდაათ პროცენტზე მეტია და შეიცავს სუფთა ჟანგბადს რა, ბევრად აღემატება ჰაერის რაოდენობას, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ. გამოქვაბულს ხშირად სტუმრობენ სუნთქვის უკმარისობის, ასთმის და ბრონქიტის მქონე პაციენტები მკურნალობის მიზნით.

და ბოლოს, დღევანდელ პროგრამაში, ზილეს ციხესა და მსოფლიოში ცნობილი თოქათის ბალლიჯას მღვიმეზე გავამახვილეთ ყურადღება, მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...



მსგავსი ინფორმაციები