ანატოლიის კულტურული საგანძურები 19-2022
ჰარანის სკოლა

ანატოლიის კულტურული საგანძურები 19-2022
ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ
Harran Okulu------ჰარანის სკოლა
მესოპოტამია... ეს არის გეოგრაფია, რომელიც მასპინძლობდა მრავალ სახელმწიფოს და ცივილიზაციას... ამ რეგიონში ძალიან ბევრი ცივილიზაცია ყვავის, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს კაცობრიობაზე... მესოპოტამია არის მონოთეისტური რელიგიების სახლი, რომელიც ცნობილია როგორც „ცივილიზაციათა აკვანი“. „ნაყოფიერების ნახევარმთვარედ“ წოდებული გეოგრაფიის უმეტეს ნაწილს მოიცავს ანატოლია.
მდინარეები ტიგროსი და ევფრატი აცოცხლებენ ნაყოფიერ ნახევარმთვარეს. ითვლება, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სკოლა მდებარეობს იმ ადგილას, სადაც რეგიონი აკავშირებს მცირე აზიას, ანუ ჰარანში.
თავისი 7000 წლიანი ისტორიით და სავაჭრო გზების კვეთაზე მდებარეობით, ჰარანი სტრატეგიული ადგილია. ასურელები, ბაბილონელები და უმაიადები ირჩევენ ჰარანს თავიანთ დედაქალაქად. სახელი ჰარანი ცნობილია, როგორც შუმერულ და აქადურ ენებზე „მოგზაურობა, გზების გადაკვეთა ან ძლიერი სიცხე“. არიან ისეთებიც, ვინც რომ აბრაამისეული რელიგიების წინაპარი წმ. აბრაამი დაიბადა და ცხოვრობდა აქ.
ასურელები და ბაბილონელები მზეს, მთვარესა და პლანეტებს წმინდად თვლიან და თითოეულ მათგანს ღმერთად აღიარებდნენ. ეს პოლითეისტური ცივილიზაციები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ცაში არსებულ ობიექტებისა და მოვლენების შესწავლას. ჰარანი ამ პოლითეისტური რწმენის ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრია. ამ გზით ქალაქი ასტრონომიაშიც წინ მიიწევს. ქალაქი, რომელიც სამეცნიერო ცენტრია, დროთა განმავლობაში ინარჩუნებს ამ თვისებას. ამ მიზეზით, ითვლება, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სკოლა დაარსდა ჰარანში. მიუხედავად იმისა, რომ არ არის საკმარისი რესურსი ჰარანის სკოლის დაარსების შესახებ, ცნობილია, რომ იგი არსებობდა პირველი ხანიდან. ცნობილია, რომ სკოლაში სისტემატურად ისწავლება ასტრონომიის მეცნიერება ასურული და ბაბილონის პერიოდიდან მოყოლებული. ითვლება, რომ ეს სწავლებები გადავიდა შემდგომ პერიოდებში და ეს სკოლა იყო ჰარანის სკოლა.
დრო გადის, ანტიკური ხანა იწყება. იმ დროს ალექსანდრია და ათენი ითვლებოდა მსოფლიოს განათლების ცენტრებად. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად რომის იმპერიამ გადაწყვიტა აკადემიისა და ფილოსოფიური სკოლების დახურვა. როდესაც ათენში და შემდეგ ალექსანდრიაში სკოლები დაიხურა, ზოგიერთმა მეცნიერმა თავი შეაფარა ჰარანს და დაიწყო სწავლება ჰარანის სკოლაში. ძველი ფილოსოფოსების ნაშრომები ითარგმნა არაბულად, ხოლო ზოგიერთი არაბული ნაწარმოები ითარგმნა ბერძნულად. ჰარანის სკოლა უზრუნველყოფს ბერძნული ხელნაწერების სხვა კულტურაში გადატანას, რაც ხელს უწყობს მათი გადაშენების თავიდან აცილებას. სკოლა ხელმძღვანელობს ისლამურ მეცნიერებს ფილოსოფიაში, მედიცინასა და ხელოვნებაში. ამრიგად, იწყება მეცნიერებაზე ორიენტირებული ურთიერთქმედება და კომუნიკაცია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ჰარანი ჩნდება როგორც სამეცნიერო ცენტრი, ისლამის ადრეულ პერიოდში. პირველი ისლამური უნივერსიტეტი სწორედ რომ დაარსდა ჰარანში.
ჰარანი არის ქალაქი, რომელიც ყურადღებას იპყრობს არა მხოლოდ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სკოლით, არამედ მისი კულტურითა და სტრუქტურებით. დღეს, ჰარანი არის შანლიურფას რაიონი, რომელიც მდებარეობს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში. ჰარანის ყველაზე საინტერესო სტრუქტურები მისი გუმბათოვანი სახლებია…. ჰარანი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ადგილიდან, სადაც მსოფლიოში უძველესი გუმბათოვანი სახლის ტრადიცია ჩანს. დღეს მსგავსი სახლები გვხვდება იტალიაში, შოტლანდიაში, ავღანეთში, პერუსა და ჩინეთში.
სახლები, რომელთა ისტორია ქრისტეშობამდე ოთხი ათასი წლით თარიღდება, კვადრატული ეზოს გარშემო აგურით არის აგებული. მისი ფანჯრები მინის გარეშეა, კედლები სქელია; სახლები შიგნიდან და გარედან ტალახით არის შელესილი, რომელთა სიმაღლე 5 მეტრს აღწევს რა, აგებულია გუმბათის იერსახის მისაცემად, არქიტექტურით, რომელიც ზევით ვიწროვდება. გუმბათის ზედა ნაწილი ღიაა, რათა იფუნქციონიროს როგორც ბუხარი და უზრუნველყოს შუქი. ეს სახლები გამოსავალს იძლევა ჰარანის დაბლობის აუტანელი სიცხისგან, რადგან მათი არქიტექტურული თავისებურებების გამო, ჰარანის სახლები ზაფხულში გრილია და ზამთარში თბილი. საჭიროების შემთხვევაში სახლების გაფართოება შესაძლებელია ახალი გუმბათების დამატებით. ჰარანი, თავისი დაცული სახლებით, დღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დროებით სიაშია შეყვანილი.
ჰარანის შუაგულში არის 22 მეტრის სიმაღლის ბორცვი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ ქალაქის წარსულის შესახებ. როცა ბორცვზე ახვალ და ირგვლივ მიმოიხედავ, გიჩნდება კითხვა, თუ რომელი პერიოდის მოწმე იყო ქალაქი. ბორცვი, რომელიც ძალიან დიდ ფართობზეა გაშლილი, რეალურად იმის მანიშნებელია, რომ ქალაქი ათასობით წლის განმავლობაში დასახლებად გამოიყენებოდა. რადგან გათხრების შედეგად აღმოჩენილი პირველი ფიგურები ძველი ბრინჯაოს ხანით თარიღდება. მომდევნო ფენებში აღმოჩენილია ლურსმული ფორმის თიხის ფირფიტები და წარწერები სინის ტაძრის შესახებ. ბორცვი შეიცავს ისეთი მნიშვნელოვანი ცივილიზაციებისა და სახელმწიფოების კვალს, როგორიცაა ხეთები, ასურელები, ბაბილონელები, რომაელები, ომაიანები, აბასიდები და სელჩუკები.
მიუხედავად იმისა, რომ გათხრების დროს ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია და დოკუმენტი იქნა ნაპოვნი, სინის ტაძრისა, ჰარანის სკოლის ნანგრევები ჯერ კიდევ არ არის სრულად აღმოჩენილი. ბაბილონის მთვარის ღმერთის სინისადმი მიძღვნილი ტაძარი ცნობილია, როგორც ჰარანის უძველესი მონუმენტური ნამუშევარი. ექსპერტები ფიქრობენ, რომ სინის ტაძარი და ჰარანის სკოლა შესაძლოა ბორცვზე იყოს აშენებული.
ამ ბორცვის ძირში მდებარეობს, ანატოლიის ერთ-ერთი უძველესი მეჩეთი, ჰარანის ულუს მეჩეთი. ეს არის პირველი მეჩეთი ანატოლიაში, რომელსაც აქვს ეზო პორტიკითა და შადრევნით. ჰარანის ულუ მეჩეთი ასევე გამოირჩევა თავისი დახვეწილი ქვებით.
და ბოლოს, დღევანდელ პროგრამაში, ჰარანის სკოლაზე გავამახვილეთ ყურადღება, მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...